ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე დროებითი დამცავი კედლის მოწყობის შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება აღდგა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მოწყობილია დროებითი დამცავი კედელი, ხოლო სამუშაოები მომავალშიც განხორციელდება. „მოირეცხა გზა და აღდგენილია მოძრაობა. დროებითი კედლის მოწყობა დასრულებულია. გამგრებითი სამუშაოები კი მომავალშიც განხორციელდება“, – განაცხადეს მერიაში. უსაფრთხოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება მერიამ გუშინ შეზღუდა. მიზეზი მეწყრული ზონის გამოვლენა გახდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

მეტი...

“ავღანეთს ამერიკული ჯარები დატოვებენ” – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთს ამერიკული ჯარები დატოვებენ, თუმცა უცნობია თარიღი. ბაიდენის თქმითვე, მისი პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში​ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის 200  მილიონ დოზას გამოიყენებენ. თეთრის სახლის ლიდერი ჟურნალისტების კითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. ბაიდენი ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას, პანდემიას, მიგრაციასა და სხვა საკითხებს შეეხო. ბაიდენმა პრესკონფერენციაზე 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა.

მეტი...

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ” – შარლ მიშელი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინის განაწილების პროცესში არსებული ხარვეზები იყო. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, რათა მათ შეასრულონ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და უზრუნველყონ ვაქცინის წარმოების პროგნოზირება. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა „ასტრაზენეკა“, რომ ვაქცინის სხვა ქვეყნებში გატანამდე ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები შეასრულოს. „ვფიქრობ ნათელია,რომ „ასტრაზენეკამ“ ვაქცინის ექსპორტის დაწყებამდე, პატივი უნდა სცეს შეთანხმებას, რომელიც მას ევროპის ქვეყნებთან აქვს გაფორმებული“, – განაცხადა…

მეტი...