“მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი” – კელი დეგნანი

მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. კელი დეგნანის თქმით, საჭიროა არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც პარლამენტში გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით. ელჩის თქმით, რიგგარეშე არჩევნები ან ახალი არჩევნები მხარეების შეთანხმების საკითხია. “მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი. ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი…

მეტი...

ინდოეთმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ექსპორტი დროებით შეაჩერა

ინდოეთმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ექსპორტი შეაჩერა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რის გამოც ინდოეთი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას გეგმავს, ეს კი ვაქცინაზე მოთხოვნის გაზრდას გამოიწვევს. გასული დღის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 47 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 275 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 1-ელი აპრილიდან 45 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაციის დაწყება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდება. ინდოეთის მიერ ვაქცინის მიწოდება, შესაძლოა, აპრილის ბოლომდე შეფერხდეს. BBC-ი წერს, რომ ვაქცინის ექსპორტის შეჩერებით ის 190 ქვეყანაც დაზარალდება, რომლებიც…

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის. ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები უკვე გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის. „ფაიზერის“ ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, 12:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია…

მეტი...