“ეს არის ის გართულება, როდესაც მოულოდნელობა სწრაფად მძიმე რეალობად იქცევა” – დიმიტრი ხუნდაძე ვაქცინაციაზე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და ახალციხეში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ პაციენტის მდგომრეობის გასაუმჯობესებლად მედიკოსები მაქსიმალურს აკეთებენ. „ვაქცინაციის პროცესს თვალყურს ვადევნებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, პაციენტის სტატუსით. თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია იმ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამავე კლინიკაში ახალციხიდან მძიმე მდგომარეობაშია გადმოყვანილი. სრულ თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, კლინიკის მედპერსონალს კი, ბ-ნ ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, ვუსურვებ პაციენტის სასარგებლოდ გამარჯვებას. მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ამისათვის ადამიანურ ზღვარს მიღმა მუშაობენ. ეს არის ის გართულება, როდესაც მოულოდნელობა სწრაფად მძიმე რეალობად იქცევა. ასეთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მოხმარების…

მეტი...