კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 190, იმერეთში – 67, შიდა ქართლში – 26

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 190, იმერეთში – 67, შიდა ქართლში – 26, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 369 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 436-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.55 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,33 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,33 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,55 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,53 პროცენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 378 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 747 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 503, „პისიარ“- ტესტით – 10 244. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,55%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,33%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 436 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 384  გამოჯანმრთელდა, 3 674 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 213, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 412 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი. ამასთან, 17 მარტის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 674-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე დღეს პატრიარქს შეხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა საპატრიარქოში 14:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, კახეთში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“,…

მეტი...

სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ დაარეგისტრირა. მიზეზად ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი დასახელდა. საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს და გამგეობას 30 დღე აქვთ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად. შეგახსენებთ, რო 10 მარტს გამართულ ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ…

მეტი...

კრემლმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციების მიზნით მოსკოვში გაიწვია

კრემლმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი კონსულტაციების მიზნით მოსკოვში გაიწვია. გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის “საფასურს გადაიხდის”. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განხილვის მიზნით ჩავა. მოსკოვი დაინტერესებულია, გაარკვიოს რა გზებით შეიძლება გამოსწორდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომელიც მათივე განცხადებით, ვაშინგტონმა ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუშინ ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია, დადებითად უპასუხა.

მეტი...

” ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, გოგი წულაიამ ყველაზე მეტად და მკვეთრად გამოხატა პოზიცია ივანიშვილის და მისი თავგასული შვილის მიმართ” – მიხეილ სააკაშვილი წულაიას საქმეზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოს გოგი წულაიას დაკავებას გამოეხმაურა. „წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის, მით უმეტეს, ქალზე, გულისამრევია. მაგრამ საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, გოგი წულაიამ ყველაზე მეტად და მკვეთრად გამოხატა პოზიცია ივანიშვილის და მისი თავგასული შვილის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მე ყველა დეტალი ვარ ვიცი, მაგრამ დამთხვევა მეჩვენება საეჭვოდ, აქ მესიჯი იგზავნება ძალიან კონკრეტული, რომ ყველა, ვინც ხმას ამოიღებთ და ჩვენ შეგვეხებით, ყველას მოგხვდებათ, რაღაცას გიპოვით, რაღაც შეგემთხვევათ“, – განაცხადა სააკაშვილმა TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების მიზნით ე.კ.-ს შვიდი ცალი „გლოკის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები გადასცა. „სამართალდამცველებმა ე.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-მე-5 და მე-6…

მეტი...

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღესაც გაგრძელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღესაც გაგრძელდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით აუდიენცია გუშინაც გაიმართა. ოპოზიციის შეფასებით, შეხვედრა „მძიმე“ იყო, მაგრამ გარკვეულ საკითხზე პროცესი წინ მიდის. მათივე ინფორმაციით, ახალი არჩევნების საკითხზე საუბარი გუშინ არ ყოფილა და ოპოზიციის აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა დღეს გაიმართება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, „პუნქტები საბოლოო ჯამში ისეთი ფორმულირებით ყალიბდება, რომელიც უფრო სამართლიანია“. როგორც ისინი განმარტავენ, „ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება“. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს…

მეტი...

სამეგრელოს პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ზუგდიდში სამი პირი დააკავა

სამეგრელოში მანქანის ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქული კომპანიის კუთვნილი ავტომობილი ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს, სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ნაწილებად დაშალეს. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი ავტომობილი დაშლილ მდგომარეობაში და მისი ნაწილები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეტი...