შვედ დიპლომატს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მოლოდინი აქვს

ერთდღიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის შემდეგ შეხვედრები პარტიებთან დღეს კვლავ განახლდება. ვიდრე ქრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდოდა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.  “დღეს ვაგრძელებთ მუშაობას, მოლოდინები მაქვს, რომ კონსტრუქციული პროცესი გაგრძელდება. გვექნება ყველა საჭირო შეხვედრა,” – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.  ქრისტიან დანიელსონს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე მივიდა. ადგილზე იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

დღეს, 17 მარტს ევროპარლამენტსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრები შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შედგა რამდენჯერმე აუდიენცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. პირისპირ შეხვედრების გარდა, გუშინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც გაიმართა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

მეტი...

“ქართველ ხალხს კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება – პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ” – ჰანს ვან ბაალენი

ქართველ ხალხს სიცხადე და კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება, – ამის შესახებ “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი აცხადებს, რითაც ის ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრას ეხმიანება. „მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს. ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია  უნდა გათავისუფლდნენ“, – წერს ჰანს ვან ბაალენი “ტვიტერზე“. “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პარტიის პრეზიდენტის ამ პოსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. „მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება საქართველოში ნამდვილი, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შექმნეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი. ცრუ მოწმეების მონაწილეობით შედგენილ იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი, რომლის გამოყენებითაც შემდგომში მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა ერთ – ერთი ფიზიკური პირის სახელზე. ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 36000 ლარს. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს…

მეტი...

პოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. 2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4…

მეტი...