“ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შარლ მიშელის ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მუშაობა ერთად, პარლამენტში გააგრძელონ.  “ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.  ჩვენ მზად ვართ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ეს უნდა იქნას ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით ჩვენი პოზიცია, მათ შორის, დავაფიქსირე შარლ მიშელთან, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ბოლო დღეებში ოპოზიცია დესტრუქციული მანერით ცდილობს ხელი არ შეუწყოს მოლაპარაკების პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკრული. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს.…

მეტი...

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩერონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენებით კორონავურუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს. ”დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტები გამოწვეულია ვაქცინით და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსისგან გამოწვეული მძიმე დაავადება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა. მისივე თქმით, ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი სრულყოფილად გაეცნობა ფაქტებს, ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს. „როგორც კი ჯანმო სრულყოფილად გაეცნობა ამ მოვლენებს,…

მეტი...

“ჩვენი კარი ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ პლატფორმაზე” – ნათია თურნავა

მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს, ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა. აქციაზე ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნის გაჟღერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ აქცია გასცდა ეკოლოგიურ საკითხებს და ადგილზე პოლიტიკური მოთხოვნები ისმოდა. „პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია, რომ გუშინდელ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ევროსაბჭოს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე მონაწილეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მათ შორის პოლიტიკურ დიალოგთან, მართლმსაჯულებასთან, თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი ასევე განიხილავენ ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობას, ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ამასთან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ (ბრიუსელის დროით 14:00 საათზე) გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. გარდა ამისა, 17 მარტს მაღალი…

მეტი...

ბრიუსელში შეხვედრები გრძელდება

ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღე, მთავარი მოვლენა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაა. შეხვედრის მონაწილეები რეგიონში არსებული რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელებენ. პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილება ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებაც. ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ხვალ კი მაღალი დონის შეხვედრები უკვე ევროპარლამენტსა და ნატოში გადაინაცვლებს. ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ორჯერ შეხვდა შარლ მიშელს. აუდიენცია შედგა ბელგიელ პრემიერთანაც. 16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული…

მეტი...