კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 89, იმერეთში – 23, შიდა ქართლში – 12

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 89, იმერეთში – 23, შიდა ქართლში – 12, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 13 730 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 328 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 % „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 275 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 455 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 650-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა,  328 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 275 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 455 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 148-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა…

მეტი...

“გუშინდელი შეხვედრის შემდეგ სკეპტიციზმი გაჩნდა” ​- ზურაბ ჯაფარიძე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციის წევრები იკრიბებიან. ოპოზიციონერები კრისტიან დანიელსონთან და ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრაზე მივიდნენ. ერთ-ერთი პირველი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამოჩნდა “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერია. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, უმრავლესობის კრისტიან დანიელსოთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ის უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი. “ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე ვიყავი აქამდე. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ეს სკეპტიციზმი გაჩნდა, კაცმა არ იცის რა მოხდა შეხვედრაზე.  ძალაშია ყველა ის პუნქტი, რაც დატოვა შარლ მიშელმა. ჩვენ გვაქვს ყველა პუნქტან მიმართებაში კომპრომისული ვერსიები,”- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საჯაროდ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებამდე მივა.  ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი დავით…

მეტი...

შატილის სკოლა – პანსიონში ხანძარია

ხევსურეთში, შატილის სკოლის სასადილოს შენობაში, სავარაუდოდ, გათბობის სისტემა აფეთქდა და ცეცხლი გაჩნდა. სასადილოს შენობა მთლიანად დაიწვა, არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი სამზარეულოს გვერდით ახალაშენებულ სკოლის შენობაზეც გავრცელდეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შატილის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართეს, თუმცა ხევსურეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო დაკეტილია. ამინდიც ღრუბლიანია, რის გამოც სამაშველო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენიც ვერ ჩაერთვება. შატილის სკოლა-პანსიონში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წლის წინ ჩატარდა, სამზარეულო კი ახალი აშენდა. შენობაში სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 17 ოქტომბერს, ხანძარი გაჩნდა და სკოლა მთლიანად დაიწვა, სამზარეულო გადარჩა.…

მეტი...

„გიორგი გახარიასთან პარტნიორობა პირადად ჩემთვის მკვეთრად მიუღებელია“ – ირაკლი ღლონტი

„გიორგი გახარიასთან პარტნიორობა ოლიგარქ ივანიშვილის და რუსეთის წინააღმდეგ პირადად ჩემთვის მკვეთრად მიუღებელი კოლაბორაციაა, მიუხედავად იმისა, 20 ივნისის სისხლიან ღამეს შეაწმინდავს თუ არა მაგალითად, ანზორ ჩუბინიძე,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი წერს. ღლონტი 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ გიორგი გახარია იმ ღამის ერთ – ერთი “შემოქმედია.” „20 ივნისის ტრაგედიის გარდა მის სახელთან დაკავშირებულია ბევრი მწვავე საკითხი, შესაბამისად გვაქვს შეკითხვებიც, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში ექს პრემიერმა უნდა გასცეს პასუხი ! ხალხი ნამდვილად ითხოვს მეტ ახალ სახეს პოლიტიკაში, მეტ სიახლეს ბრძოლის თვალსაზრისით და მსურს გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ამას…

მეტი...

“მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ” – მარინა ენდელაძე

ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განუცხადა. მან კოლეგებს და მოსახლეობას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე მოსახლობის 60%-ის აცრა მოხდება. „გილოცავთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვაქცინა შემოვიდა და იმედია მასიურად შემოვა და მოსახლეობის 60% წლის ბოლოსთვის აცრილი იქნება. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ. მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს, მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი…

მეტი...

კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს დღესაც მართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღესაც განაგრძობს. პარტიებთან აუდიენცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დილიდანაა ჩანიშნული. ამჯერად დანიელსონი ჯერ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს მორიგ შეხვედრებს. როგორც ცნობილია, უცხოელი მედიატორის ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრისტიან დანიელსონი ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შუალედში კი მან შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა. აღსანიშნავია, რომ კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს დილით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზიტი ერთი დღით გადადო და შესაბამისად, დღესაც საქართველოში რჩება. „მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს,…

მეტი...

„დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი“ – პაატა იმნაძე საჯაროდ აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „კოვიდ 19“-ის   საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით გაიკეთა. აღიშნულით მან ყველას მოუწოდა, ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში და ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. მინდა, ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის პროცედურის დასრულების შემდეგ. პაატა იმნაძის გარდა, აცრა კიდევ არაერთმა მედპერსონალმა ჩაიტარა. პროცესი მთელი საქართველოს…

მეტი...

„ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით“ – ევროპელი მედიატორი

შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დღის წესრიგი შეცვლილია. ევროპელი მედიატორი ქვეყნის დატოვებას შედეგის მიღწევის გარეშე არ აპირებს, ამიტომ  მოლაპარაკების პროცესი დღეს დილიდან გრძელდება. „დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით. პროცესი რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება.  ველოდებით, რომ მხარეები უფრო დაახლოებას შეძლებენ.  ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით. მიზეზი რატომაც ბატონმა მიშელმა აქ გამომგზავნა არის ის, რომ მას სჯერა ამ ურთიერთობის“ – განაცხადა დანიელსონმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციის იწყებს,…

მეტი...

შვედი დიპლომატი, საქართველოდან შედეგის გარეშე არ მიდის და ვიზიტს ახანგრძლივებს

ევროპელი „მომლაპარაკებელი“ გარკვეული შედეგის მიღწევის გარეშე, საქართველოდან წასვლას არ აპირებს. რადგანაც ამ ეტაპისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში კონკრეტული შედეგი ვერ გამოიკვეთა, კრისტიან დანიელსონმა გეგმა შეცვალა და არ გაემგზავრა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის არსად მიდის და დაგეგმილ ვიზიტს კიდევ ერთი დღით ახანგრძლივებს. „გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. ხვალაც ვარძელებთ მუშაობას და ეს ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ“,…

მეტი...