შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას და მომავალი სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და…

მეტი...

“საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

“საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს,”- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გაზარდა, საქართველო რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან იმპორტით ჩაანაცვლებს. „დღეიდან, 1-ლი მარტიდან, რუსეთიდან გამოტანილი ხორბლის საბაჟო გადასახადი იზრდება და 50 ევრო ხდება. ამ ყველაფერმა საკმაოდ დაძაბა სიტუაცია მსოფლიო ბაზარზე, რადგან რუსეთი ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა. რუსეთი ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდა და სავარაუდოა, რომ ასევე უკრაინული და რუმინული ხორბლით ჩანაცვლდეს. ამ ეტაპზე მთლიანად არ გადავდივართ რუსულიდან ყაზახურ ხორბალზე,…

მეტი...

“არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს” – ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა მისული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ამის შემდეგ სიტყვით ისარგებლებენ ბრალდებულები. ასევე, იქნება მხარეებს შორის რეპლიკების ეტაპი. ამ ყველაფრის შემდეგ, მოსამართლემ უკვე განაჩენი უნდა გამოაცხადოს, თუმცა სავარაუდოდ ეს დღევანდელ სხდომაზე ვერ მოესწრება. ასევე, სავარაუდოდ, მოსამართლე სათათბიროდ გავა, რათა განაჩენი მიიღოს. ადვოკატების თქმით, ამ საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ ეპიზოდზე ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენი იქნება. „ჩვენ შევეხებით ყველა მტკიცებულებას, ყველა ექსპერტიზის…

მეტი...

“ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი იმისი მანიშნებელია, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. “დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება,” – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მეტი...

“შარლ მიშელთან საუბრისას შევთანხმდით, რომ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი” – სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირს ჩვენგან, საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, დემოკრატია, მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი. ამასთან, ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, რათა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 73, იმერეთში – 33, აჭარაში – 17

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 73, იმერეთში – 33, აჭარაში – 17, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 244 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 703 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 918-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.9 %, ხოლო…

მეტი...

“ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება” – შარლ მიშელი

ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება, ამაში შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში მექნება საშუალება, ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზთან მივიდე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა. საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ​ვიზიტის ფარგლებში…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 0,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,9. საქართველოში დღეს კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 27 0918 შემთხვევა, მათ შორის 265 523 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 520-ია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 17947 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13244, პისიარტესტი – 4703. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1510, კლინიკურ სასტუმროში რჩება 154 პირი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 520-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსი 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 28 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ჩვენი მხრიდან მეგობრობის მესიჯი” – შარლ მიშელი

ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა, მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ საქართველოში თქვენთან ერთად, ისევ შეხვდით რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრიუსელის შემდეგ. ჩემი დღევანდელი შეხვედრა, ისევე როგორც გუშინდელი მოლდოვაში და ხვალინდელი ვიზიტი უკრაინაში, ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მიმართ რეგიონის ქვეყნების მიმართ. ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს,…

მეტი...

ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობად მიიჩნევს

ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა – ასე ეხმაურებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლას ოპოზიციური პარტიები. მათი განმარტებით ვიზიტის მთავარი მიზეზი – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. მათ უკვე გამართეს მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც შეჯერდნენ, რა საკითხებზე ისაუბრებენ შარლ მიშელთან. მათი თქმით, ამ რანგის პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა სერიოზულ ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე და აიძულებს მათ წავიდნენ კომპრომისებზე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი, კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” გამოიჩენს საკმარის პოლიტიკურ სიბრძნეს და მოუსმენს დასავლელ პარტნიორებს. “ევროპული საქართველოს” წევრ კაკო ბობოხიძეს შარლ მიშელისგან მკაცრი განცხადებების მოლოდინი აქვს. “ლელოში” მიაჩნიათ,…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგება. ადვოკატ ბექა ნემსწივერიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ყველა მტკიცებულების, მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების შეფასება მოხდება. როგორც დაკავებული არჩილ გაგნიძის უფლებადამცველი აცხადებს, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ზოგადად მკვლელობის ფაქტს დაადასტურებს. მისივე თქმით, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. „გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ეს იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგება გამამართლებელი განაჩენი. დაიკითხა 100-მდე მოწმე. ყველა მათგანი, მათ შორის, „ოქროს მოწმეები“ აღნიშნავდნენ, რომ მათ…

მეტი...

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან აღდგა

საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ისააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა. თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

მეტი...

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს, თუმცა 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპმა კონსერვატორთა კონფერენციას ფლორიდაში მიმართა და თქვა, რომ ახალი პარტიის შექმნა რესპუბლიკელების ხმების გაყოფას გამოიწვევს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა „ამერიკა პირველიდან ამერიკა ბოლოსკენ“ წავიდა. „დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ და ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორს არის დასასრულისგან. ჩვენ დღეს შეიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ მომავალზე – ჩვენი მოძრაობის მომავალზე, ჩვენი პარტიის მომავალზე და ჩვენი საყვარელი ქვეყნის მომავალზე“,…

მეტი...

შარლ მიშელი ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. მიშელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის საერთო განცხადებებს გააკეთებენ. დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.

მეტი...