“მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შემსუბუქებებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, შემდეგი ნაბიჯები ეპიდვითარების შესაბამისად გადაიდგმება. “მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შაბათ-კვირის ჩათვლით, ასევე დღეიდან რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები, ასევე შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად გაიხსნება საბაგიროები, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, რესტორნები შაბათ-კვირის გარდა შიდა სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. არასასურსათო ვაჭრობა გაიხსნება შაბათ-კვირის ჩათვლით, მუშაობას განაახლებენ ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სპორტული კლუბები და ასე შემდეგ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რა…

მეტი...

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გააძლიერონ ძალისხმევა დეესკალაციისკენ და საერთო ენა გამონახონ” – ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი

პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, – ამის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ…

მეტი...

“ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა” – ღარიბაშვილი

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯები ეპიდვითარების შესაბამისად გადაიდგმება. „მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შაბათ-კვირის ჩათვლით, ასევე დღეიდან რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები, ასევე შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად გაიხსნება საბაგიროები, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, რესტორნები შაბათ-კვირის გარდა შიდა სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. არასასურსათო ვაჭრობა გაიხსნება შაბათ-კვირის ჩათვლით,…

მეტი...

ვიცე-პრემიერები დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერები საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნებიან. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ დღეიდან გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ბატონი დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი აქამდეც ეკავა. კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მეტი...

ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათები პირველ ივნისამდე გადავადდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათები პირველ ივნისამდე  გადავადდა.  ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. პრემიერის თქმით, შეღავათი  ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 000-ს მფლობელს შეეხება. “მინდა გაცნობით მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 000-ს მფლობელს შეეხება. ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში, 43 იმერეთში, 36 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში, 43 იმერეთში, 36 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 362 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.28%, ხოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 800 შემთხვევა, მათ შორის 263 727 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 475-ია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 22 501 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 718, პისიარტესტი – 8 783. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,61 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,28 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,25 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 302 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 475-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი.

მეტი...

ვაქცინის მიღების ზუსტი დრო კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას. „საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, კოვაქს-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“,…

მეტი...

“გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება” – არჩილ თალაკვაძე

გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებისთვის სრული მზადყოფნა აქვს. მისივე თქმით, შეთანხმება მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი. „ჩვენ აქამდე მოლაპარაკებები არ შეგვიწყვიტავს. გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში, ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, – განანცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხისა და ერის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში,  იუნკერთა მემორიალთან განაცხადა. „დღევანდელი დღე, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის, იუნკერებმა გასწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ამიტომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთასამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.ასევე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველაადმინისტრაციულ შენობაზე.ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმათბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთაოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ტრადიციულად, ყოველი წლის ამ დღეს,ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

მეტი...

“ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია. „ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, დისკუსია პარლამენტში გადავიტანოთ და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ მუშაობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მნიშვნელოვანია პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი…

მეტი...

“ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია დოზების სწორად განსაზღვრა, მომხმარებელი არ უნდა ხვდებოდეს ციხეში” – დიმიტრი ხუნდაძე

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და დოზები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი ხშირი მოხმარებიდან გამომდინარე. ცვლილებებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. “ზოგადად ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ დოზები იქნას სწორად გასაზღვრული და იყოს წყალგამყოფი ქედი, თუ სად არის მოხმარება და სად არის გასაღება. დასჯადი იყოს, რაც დასჯადია, ანუ მომხმარებელი არ ხვდებოდეს ციხეში მოხმარებისთვის, ნარკოტიკების გამსაღებელი ისჯებოდეს იმ სასჯელით, რაც მას რეალურად ეკუთვნის,” – განაცხადა…

მეტი...

ხე – ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, დავით ნოზაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.  უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს სატყეო რეფორმასა და „ტყის ახალი კოდექსით“ გათვალისწინებული ცვილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, – ამის შესახებ სატყეო საანეგტო ინფრომაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია,  ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა. ქვეყანაში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელის დანერგვა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში,  ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყო.  ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, მოსახლეობა კი, შეძლებს როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ წლის ნებისმიერ…

მეტი...

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 

მეტი...