შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში. 2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა…

მეტი...

კელი დეგნანი “ქართულ ოცნებას” შეხვდება

ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო – ასე შეაფასა საქართველოში ამერიკის ელჩმა ოპოზიციასთან გამართული შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტები კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეგნანმა მედიასთან შემდეგი აუდიენცია “ქართულ ოცნებასთან” დააანონსა. “ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა, ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ რომ ისინი მოვიდნენ. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან, რათა ვნახოთ რამდენად არსებობს შემდგომი გზები,”-  განაცხადა კელი დეგნანმა. ევროკავშირის ელჩის რეზიდენციიდან გამოსული ოპოზიციონერების თქმით, საუბარი ნიკა მელიას დაკავებას, ხელისუფლების უკანონო ქმედებებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.…

მეტი...

ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, მისი დემოკრატი კოლეგა, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი აწერენ. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში მისი ლიდერ ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და…

მეტი...

ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე დღეს ავტოკოლონებით მსვლელობა მოეწყობა

დღეს, 24 თებერვალს, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელიაა მოთავსებული, მანქანების კოლონით მსვლელობას გეგმავს. ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

მეტი...

ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ჰელსინკის კომისიის” ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი აცხადებენ, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს და საქართველოს მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. “მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად” – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მეტი...