საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას გამართავს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საარჩევნო დავებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს. პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში ჩართულ მხარეებს გააცნობენ, თუ რა რეკომენდაციების ასახვა არის შესაძლებელი. „წინა შეხვედრა განსაკუთრებით დავუთმეთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციებს. განსაკუთრებით ვკონცენტრირდებით საარჩევნო დავებზე და ადმინისტრაციული რესურსის საკითხებზე. თუმცა, ასევე გვექნება საუბარი წინა საკითხებთან დაკავშირებითაც. შევთავაზებთ გარკვეულ მოსაზრებებს, რისი ასახვა არის შესაძლებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.…

მეტი...

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს” – სახელმწიფო დეპარტამენტი

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლებით განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი. შეერთებული შტატები მხარს უჭერს…

მეტი...