შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 636 ფაქტი გამოავლინა – დაჯარიმდა 106 პირი

შს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 692 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 106 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 530 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 57, იმერეთში – 31, კახეთში – 17

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 15 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 197 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 363-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების  165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  639 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 197 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 208, პისიარტესტით – 2 989. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,79%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,5%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 732 გამოჯანმრთელდა, 3 363 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 238, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 932 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 პირი. ამასთან, 14 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,…

მეტი...

მეუფე ზენონი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი მედიაში პატრიარქისადმი გაგზავნილი მისი წერილის გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებით ეხმაურება. “მსურს გამოვეხმაურო გასული ორი დღის განმავლობაში შიდა საეკლესიო ოფიციალური მიმოწერის გავრცელებას სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში.უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თავად შიდა მიმოწერის გავრცელება მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე სცდება საზოგადო ეთიკის ნორმებს.ასევე, შეინიშნება აღნიშნული დოკუმენტების გამსაჯაროებლის არაკეთილმოსურნეობა საქართველოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების ისტორიული და ძმური ურთიერთობისადმი. შეკითხვებს ბადებს დასახელებული წერილების და მათში შესული ინფორმაციის უსწრაფესი თარგმნა და გავრცელება მცხეთისა და კონსტანტინოპოლის საყდართა შორის დაპირისპირების მცდელობით დაინტერესებულ უცხოენოვან მედია სივრცეშიც. ვადასტურებ რა,…

მეტი...

თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „პატარების მერე მთელ ოჯახს გვეწვია კორონა, ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და გამხნევებისთვის! სახლში ყოფნა, დღე 4”,- წერს წულუკიანი.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. უწყების ცნობით, გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;ფიზიკური ჯანმრთელობა;მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ…

მეტი...

კვების ობიექტები დღეიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ

საქართველოში დღეიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, ღია სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო. კვების ობიექტებს საქმიანობა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით შეეძლებათ. როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, კვების ობიექტებს მოეთხოვებათ თერმოსკრინინგის ჩატარება, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, მაგიდასთან არანაკლებ 12 ადამიანის განთავსება, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 10 000 ლარის ოდენობით. „შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით არის საკმარისი რაოდენობის ჯგუფები მობილიზებული, რათა ყველა ქალაქში განხორციელდეს იმ რეგულაციების დაცვა,…

მეტი...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. სკოლებში სასწავლო პროცესი სპეციალური რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. „თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს…

მეტი...

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი მეორე შეხვედრას გამართავს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე შეხვედრას გამართავს. მემორანდუმის საფუძველზე უკვე შემუშავებულია კანონპროექტის პირველადი ვერსია. რეფორმა რამოდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. კერძოდ, შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება, პარტიებს კი ეყოლებათ წარმომადგენელი, რომელსაც სათათბირო ხმა ექნება. მეორე მიმართულება ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ცვლილება ასევე შეეხება საარჩევნო დავების საკითხს. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილე მხარეებთან შეთანხმება შედგება. ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები. „როგორც ვიცით, ორშაბათს გაიმართა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა.…

მეტი...

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე გადის

მოუხსნის თუ არა პარლამენტი უკვე მეორედ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს – საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე გადის. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, უკვე ხვალ გაიტანს. მმართველი გუნდი მზად არის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭიროს. იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყებას სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმება მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სჭირდება. ამ ყველაფერს წინ უძღოდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მხრიდან გირაოზე უარის თქმა.  “საკითხი დაეწერება ბიუროს მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და იურიდიულ კომიტეტს. ამ კომიტეტების სამართლებრივი დასკვნის შემდგომ, უკვე უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აუცილებელია,…

მეტი...