კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 295 თბილისში, 126 იმერეთში, 69 კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარაში – 23, იმერეთში – 126. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. კერძოდ, ქვემო ქართლში დაფიქსირდა 31, შიდა ქართლში – 45, გურიაში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 69, კახეთში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც: 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 158, აჭარაში – 179, იმერეთში – 467.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 221 -ს შეადგენს. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 221 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 788 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 788 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 792 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 579, პისიარტესტით – 6 213. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 4,36%, ბოლო 14 დღის – 4,67%, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,87%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 897 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251  077 გამოჯანმრთელდა, 3 221 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 487, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 384 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 292 პირი. ამასთან, 2 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა…

მეტი...

დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან სწავლის საფასურის დაფინანსება მიიღოს

დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან სწავლის დაფინანსება მიიღოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის განმარტებით, დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზეც, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა ან ნაკლები აქვთ. „მინდა, მოგაწოდოთ სიახლე სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით. ჩვენ არავის პრობლემების პირისპირ არ ვტოვებთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით. ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობები, რომელთა ცოდნა, განათლება, შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და…

მეტი...

კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი წარადგინა. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კახაბერ გულედანს ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. „მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ კახაბერ გულედანის კანდიდატურა. ის რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებელი იყო, შემდეგ კერძო სეტქორში გადავიდა, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის წარვადგინოთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობაში. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში, მას აქვს მართვის ძალიან კარგი გამოცდილება. ის…

მეტი...

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა

საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ვერსით, ის 2005 წლის 3 თებერვალს ბუნებრივი აირის გაჟონვით – გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით 42 წლის ასაკში, ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან რაულ უსუპოვთან ერთად დაიღუპა.

მეტი...

პრემიერი ინდოეთის ელჩს შეხვდა

საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა, კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „აღინიშნა, რომ მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები…

მეტი...

ეკონომიკის მინისტრი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის მიმდინარე წლის გეგმა განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგულარული ფრენების აღდგენასა და ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მხარეებზა განიხილეს საერთაშორისო მგზავრების შემოსვლის პროტოკოლიც, რომლის თანახმად, სრული ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტით ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვა.  ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმაც განიხილა. “სამომავლოდ ტურიზმის სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობით, ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვაში და ეფექტური მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში” – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილმა.

მეტი...

ბორის ჯონსონი ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას სიმხდალეს უწოდებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ, სიმხდალეს და მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპების შეუსაბამოს უწოდებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება ნამდვილად მამაცი და თავგანწირული ქმედება იყო. ამის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სიმხდალე და არ შეესაბამებოდა მართლმსაჯულების საბაზისო სტანდარტებსაც კი. ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ალექსეი ნავალნის…

მეტი...

ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუფიქსირდა. მათი მტკიცებით, ძროხა ტურამ დაგლიჯა, რის შედეგადაც ცხოველები დაინფიცირდნენ და დაიღუპნენ. სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს. ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ აღწერა მოხდება და შესაძლებლობის ფარგლებში ოჯახებს დახმარება გაეწევათ. “მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდა. უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის საშუალებითაც დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჯიხანჯური საკარანტინე ზონად გამოცხადდა. ასევე, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია”, –…

მეტი...

“აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჩვენს ქართველ კოლეგებსა და მეგობრებთან მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს” – კელი დეგნანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო მომავალში შეხვედრებისა და კომუნიკაციის დღის წესრიგს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ამერიკის სახელმწიფო მდივნისადმი დავით ზალკალიანის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც, ვრცლად არის საუბარი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმებსა და პრიორიტეტებზე. აშშ-ის ელჩმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან ინტენსიური მუშაობის მზაობა. „ჩემთვის ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან შეხვედრა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენ საკმაოდ დატვირთული განრიგი და დღის…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშით იხსნება დღევანდელი სესია. ექნებათ თუ არა დეპუტატებს არჩილ თალაკვაძისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა – მოხსენების ფორმატი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცნობილია, რომ ანგარიშის ძირითადი ნაწილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობას, ასევე სამომავლო გეგმებს შეეხება. სხდომას კანონმდებლებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.  “უპრეცედენტო პირობებში მოგვიწია მუშაობა, რაც პანდემიის მდგომარეობით იყო გამოწვეული. მარგამ მინდა გითხრათ რომ მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ძალიან აქტიურად იმუშავა, თავისი ფუნქციები შეასრულა და ასევე არის ასახული რიგი გეგმების, რომელიც 2021 წელს პარლამენტს დაგეგმილი აქვს რომ განახორციელოს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე საპარლამენტო აქტივობების ჭრილში,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია…

მეტი...