საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით –3 566. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 351 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 709 გამოჯანმრთელდა, 3 194 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 474, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 676 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 268 პირი. ამასთან, 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი.

მეტი...

შსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ,- ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 685 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა…

მეტი...

პარლამენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. ცვლილებების ინიციატორი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარებიდან გამომდინარე. სარჯველაძე აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს. „დღეიდან მოყოლებული უკვე დაიწყება განხილვა კანონპროექტის, რომელიც გულისხმობს ახლებური რეგულაციების გაჩენას რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა…

მეტი...

ლევან დავითაშვილი „იუესაიდის“ მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილმა პანდემიის პირობებში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულება 14%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გასულ წელს განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულება კი, 44%-ით მეტია, ხოლო თხილის მოსავლის ხარისხი, გაცილებით მაღალი,…

მეტი...

“ეს სიმართლეა? მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება” – მაიკლ გალერი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

ჩემი სპონტანური რეაქცია ასეთი იყო – მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა, მთელი თავისი კავშირებით, უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ეს ასე არ ხდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს. ევროპარლამენტარი ივანიშვილის შემცვლელზე, ირაკლი კობახიძეზეც საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ის ოპოზიციასთან დიალოგს შეძლებს. „ჩვენ მისი წასვლა და მოსვლა რამდენჯერმე გვინახსვს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის მიდის. ჩემი სპონტანური რეაქცია იყო – ეს სიმართლეა? მართლა 65 წლის ასაკში გადის პენსიაში? მას ეს მართლა სურს, თუ უკანა პლანიდან სურს გაძღოლა, იმის გათვალისწინებით, რომ დანიშნულ ადამიანებს ენდობა და ისინიც ენდობიან მას, მადლიერების…

მეტი...

ათენში 21 წლის ქართველი გოგონა გარდაიცვალა

ათენში 21 წლის ქართველი ემიგრანტი, ქრისტინა ჩიხლაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი“, – წერს სიხარულიძე. როგორც ირკვევა, გოგონას ფილტვების ანთება გაურთულდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

სავაჭრო ცენტრები ვალდებულები არიან, თანამშრომლებს ტესტირება სისტემატურად ჩაუტარონ

სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციები ვალდებულები არიან, მომხმარებელთა ნაკადის მართვასთან ერთად, სისტემატურად ჩაატარონ თანამშრომელთა ტესტირება. “მომხმარებლებისთვის რეგულაციები არ იცვლება, მათ უნდა გამოიყენონ სავაჭრო ცენტრში პირბადე, ასევე უნდა დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, ორ კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს თანამშრომლების მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება და პირველი ეტაპი ტესტირების უკვე დასრულებულია. ამას გარდა ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შენობაში შემომსვლელი ნაკადის რაოდენობა,” – განაცხადა “გალერია თბილისის” კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთა ახობაძემ. სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დღეიდან კვლავ იხსნება. ბიზნეს სექტორის მოთხოვნის მიუხედავად, მაღაზიები შაბათ-კვირას დახურული იქნება.

მეტი...

“ვისაც კოვიდი უკვე გადატანილი აქვს, ამ ეტაპზე, პირველი 3 თვე არ აიცრებიან” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათ ვისაც Covid-19 უკვე გადატანილი აქვს, ამ ეტაპზე, პირველი სამი თვე არ აცრიან. „ზოგიერთ ადამიანს კოვიდი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის, მაგრამ ბოლო ჩვენი რეგულაციებით, მაინც დადგენილია, რომ გადატანიდან პირველი სამი თვის განმავლობაში, ამ ეტაპზე, ისინი არ აიცრებიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის” – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს იმ კლინიკების ჩამონათვალი უნდა გაასაჯაროოს, სადაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდება. ცნობილია, რომ მედიკამენტის გადანაწილება მხოლოდ 3 დიდ ქალაქში – თბილიში ბათუმსა და ქუთაისში მოხდება. ამის მიზეზი კი Pfizer-ის ტიპის ვაქცინის შენახვის განსაკუთრებული პირობებია – 70 გრადუსი. ვაქცინაცია ქვეყანაში რამდენიმე კვირაში იწყება. პირველ ეტაპზე 15 ათას მედიკოსს აცრიან. საქართველო მარტის მეორე ნახევარში კოვაქს პლატფორმიდან დამატებით დოზებს კიდევ ელოდება, ამჯერად უკვე AstraZeneca-ს, რომელსაც განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა არ ესაჭიროება. “საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზას, ეს იქნება, დაახლოებით, 30 ათასი დოზა. საქართველოსნაირი ქვეყანა არის 200-მდე მსოფლიოში და ის, რომ პირველ ხუთეულში მიიღო ვაქცინა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა უნდა. მარტის თვეში ქვეყანა…

მეტი...

ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგა

1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება. „1-ელი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა. ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს.…

მეტი...

საქართველოში დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა, თუმცა შაბათ-კვირას არ იმუშავებს

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება. გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება. „იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ…

მეტი...

დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

მეტი...

მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას კვლავ შეძლებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ. „ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია, თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და…

მეტი...

პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება. თუმცა, მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდება – ჩატარდეს თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ, თუ „ქართული ოცნება“ კენჭისყრაზე გუნდური პოზიციით წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობაში გასულ კვირაში არ დააკონკრეტეს, პარლამენტი შეუწყვეტს თუ არა ოპოზიციონერებს სადეპუტატო უფლებამოსილებას. მმართველ გუნდში თქვეს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას გეგმავენ, თუმცა აღნიშნეს ისიც, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. მათ შორის, საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს ვიცე-სპიკერი დავით…

მეტი...

პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

ეთიკის საბჭო მეათე მოწვევის პარლამენტში – შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. საბჭოში რვა დეპუტატი იქნება. ეთიკის საბჭოს მიზანი პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის აღსრულების უზრუნველყოფაა. თავის მხრივ, ეთიკის კოდექსი არეგულირებს დეპუტატთა ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს წესებს, რომლებიც პარლამენტარებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარ საქმიანობაში, ასევე, კოლეგებთან, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

მეტი...