ამნისტიის შესახებ კანონი 10 883 პრობაციონერს ეხება

დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამნისტიის შესახებ კანონი 10 883 პრობაციონერს ეხება. უწყების ცნობით, პრობაციის სააგენტომ სასამართლოს უკვე სრულად გადაუგზავნა იმ 10 883 პრობაციონერის საქმე, რომლებსაც ამნისტიის შესახებ კანონი ეხება, ამათგან 477 ქალია, 68 კი, არასრულწლოვანი მსჯავრდებული. პრობაციონერებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს. ამნისტიის აქტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 3 522 მსჯავრდებულს სრულად მოეხსნება სასჯელი; 5 361 მსჯავრდებულს გაუნახევრდება; 1 468 მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება; 532 მსჯავრდებულს კი, ამნისტია ნაწილობრივ შეეხება: პირს, რომელიც რამდენიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შეუმსუბუქდება…

მეტი...

“ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსის გადაცემის ინტენსივობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

31 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი საგრძნობლად შემცირდა და 0,62-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“. ანგარიშში ასევე განმარტებულია, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ინდექსი. „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის სხვა ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად საკვანძო პარამეტრს წარმოადგენს კორონავირუსის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი (Rt), რომელიც არის ინფექციის გადაცემის პოტენციალის მაჩვენებელი რეალურ დროში და გამოიყენება შესაფასებლად, ეპიდემია იზრდება, იკლებს თუ სტაბილურია. ეს არის ინფიცირების ახალი შემთხვევების მოსალოდნელი რაოდენობა“, – აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ინდიკატორი მნიშვნელოვანია შესაფასებლად, თუ როგორ იმოქმედა პოლიტიკის ცვლილებამ შემზღუდველი ღონისძებების მიმართულებით,…

მეტი...

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში წარსულში ნასამართლევი 21 და 22 წლის ცოლ-ქმარი დააკავეს

საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა. სამართალდამცავებმა დანაშაულზე წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 21 და 22 წლის ცოლ-ქმარი დააკავეს. დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი – 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 20 წლამდე ვადით…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 149 460 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 72 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

მეტი...

კორუფციის ფაქტზე დაკავებულ ჩუღურეთის რაიონის მაღალჩინოსანი ადვოკატის თქმით, მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის დაკავებულ მოადგილეს რამდენიმე საათში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლადო გოგსაძეს დღესვე მისი უფლებების დამცველი მოინახულებს. რაც შეეხება მის პოზიციას ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, ეს ჯერჯერობით უცნობია. “კურიერთან” კომენტარი მისმა უფლებადამცველმა გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობია, მანამ, სანამ მას საქმის მასალები არ გადმოეცემა. “უფლებამოსილების გადამეტებით არის ჯერჯერობით გამოძიება. ბრალი არ წარუდგენიათ და შესაბამისად არ ვარ ინფორმირებული ზუსტად რას გვედავება გამოძიება. დაგვიძახებენ, ბრალს წარგვიდგენენ, მასალებსაც გადმოგვცემენ. ამიტომ ამ ეტაპზე არ ვარ ინფორმირებული და არაფერზე ვართ შეთანხმებულები,” – განაცხადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. შეგახსენებთ, მაღალი რანგის საჯარო მოხელე…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის პროცესი დღეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გუშინ თითქმის 8 საათი გაგრძელდა. გამოიკითხა მთავარი მოწმე და დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებული ამოიცნო. მოწმის ჩვენებებს არასანდოდ თვლის დაცვის მხარე და ამტკიცებს, რომ ამირხანაშვილი ვერანაირად ვერ იქნება მომხდარის პირდაპირი მოწმე, რადგან ის მკვლელობის ეპიზოდზე ინფორმაციას არ ფლობს. პროცესი დღეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მეტი...

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. კომისიაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები და მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა, მოგზაურობის წესების გამკაცრების საჭიროებას აჩენს. ევროკომისია გამოდის ინიციტივით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში ჩასვლა სურს, პისიარ ტესტის პასუხის წარდგენა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მოუწევს. ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე უნდა გაიკეთოს. ახალი წინადადების მიხედვით, ტესტის პასუხთან ერთად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლოა, მოუწიოთ 14-დღიანი კარანტინის გავლა და ამ პერიოდის შემდეგ ტესტის კიდევ ერთხელ გაკეთება. ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა. ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი…

მეტი...

ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს

ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წარმომადგენლისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ირაკლი ფანგანს პროკურატურა დეპუტატის მიმართ ძალადობით დევნაში ადანაშაულებს. “დეტალებს ვერ გეტყვით. ბრალი ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. გირაო იქნება თურმე ჩემი მხრიდან მოთხოვნა, თუ კი გაიმართება სასამართლო პროცესი,” – აცხადებს ირაკლი ფანგანის ადვოკატი მალხაზ ზოიძე. პოლიციამ ფანგანი 2 დღის წინ დააკავა და გუშინ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მეტი...

პარლამენტი ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. კომიტეტი პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს და მიმდინარე კვირასვე განსახილველად რიგგარეშე სესიაზე გავა. პროექტი დაჩქარებული წესით იხილება. საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის წესი, ასევე, მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები ერთჯერადი – გარდამავალი ხასიათის ნორმებით დარეგულირდება, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ლევან მგალობლიშვილი. მათი განმარტებით, რეგლამენტში არსებული რეგულაციის ფარგლებში, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების მიერ პარლამენტის…

მეტი...

“მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია” – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კალაძე გუდიაშვილის მოედანზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად იმყოფებოდა. მან სოციალური ქსელის მომხმარებლებს სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობები აჩვენა, რომელთა უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის ამ ისტორიულ უბანში სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისას მხოლოდ 14 შენობა-ნაგებობის აღდგენა-რესტავრაცია იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი 15-ით გაიზარდა, რის გამოც სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მისივე განმარტებით, გარდა ფასადების მოწესრიგებისა, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა. „დარწმუნებული ვარ, როდესაც…

მეტი...