შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ს.ა. საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში. „დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული 119,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი”. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით…

მეტი...

ევროპული სასამართლოს სამი მოსამართლე “საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ” საქმეში გადაწყვეტილების ნაწილს არ იზიარებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამი მოსამართლე “საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ” საქმეში გადაწყვეტილების ნაწილს არ იზიარებს. ამის შესახებ უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია პოლონელ და ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივ განცხადებას “ფეისბუქზე” აქვეყნებს. მოსამართლეები არ ეთანხმებიან 137ე-პარაგრაფში ჩამოყალიბებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, რუსეთს ამ დღეებში ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ამ ნაწილთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება “მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, ასევე წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით” მიიღო.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი უმაღლეს დონეზე დაფარავს ევროკავშირის სამივე მიმართულებას – საბჭოს, კომისიასა და პარლამენტს. „პრეზიდენტის ვიზიტი ასევე გამოირჩევა ორი გარემოებით. ერთი, ეს არის კოვიდ 19-ის პანდემია, რომელიც ძალიან აქტიურად განსახილველი თემა იქნება და მეორე გარემოება არის საქართველოს გაჟღერებული სურვილი, რომ 2024 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გააკეთოს ოფიციალური განაცხადი. განსახილველი თემა იქნება, როგორ ვემზადებით ამისთვის და რა ეტაპები…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 70 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 192 100 404 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 70 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

მეტი...

სოფელ კისისხევში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის, ხოლო მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობ მამაკაცს – 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს – 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი –…

მეტი...

ჯო ბაიდენი ეპიდვითარების გაუარესებას ვარაუდობს

კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდვითარების გაუარესებას ვარაუდობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც შტატებში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და გაიზრდება პირბადეების წარმოება. გარდა ამისა, ქვეყანაში ჩასულ მგზავრებს ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და კარანტინის გავლა მოუწევთ. ბაიდენის განმარტებით, პანდემიის დამარცხებას თვეები დასჭირდება. PCR ტესტის პასუხების წარდგენის ვალდებულება დაუწესდება საფრანგეთში ჩასულ ყველა მგზავრსაც, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. ახალ რეგულაციებს აწესებს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრიც. ხვალიდან ქვეყანა ბრიტანეთთან ფრენებს აკრძალავს. რიო-დე-ჟანეიროს მერის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ივლისში დაგეგმილი კარნავალი აღარ ჩატარდება. ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსული ვაქცინა დაარეგისტრირა უნგრეთმა. ცნობილია, რომ უნგრული…

მეტი...