საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით  11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 998 -ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 179 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში “კოვიდ-19”-სგან  1 179 პაციენტი განიკურნა. გარდაიცვალა 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

მეტი...

“პანიკა საჭირო არ არის, კოვიდ 19-ის ვაქცინას ყველა მიიღებთ” – ჯანმო

პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიანგელა სიმაომ განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაცია ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ქვეყანამ მიიღოს. „ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ჰქონდეს ამ ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა”, – განაცხადა მარიანგელა სიმაომ. მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოა. „ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებ თებერვლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანა მიიღებს,“- აღნიშნა ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.

მეტი...

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანგარიშს წარადგენს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობისა და 2021 წლის გეგმების შესახებ ინფორმაციას დეპუტატებს გააცნობს. მაია ცქიტიშვილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ასევე ისაუბრებს ცენტრალურ მაგისტრალებთან დაკავშირებულ პროექტებზე. „ჩვენ მოვისმენთ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან 2020 წლის შესრულების ანგარიშს, ასევე საუბარი იქნება 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე, იმ პროექტების შესახებ, რომელიც იგეგმება ქვეყნის ჭრილში, რამეთუ ინფრასტრუქტურული განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იქნება საუბარი 2020 წელს განხორციელებულ პროექტებზე და ისეთ…

მეტი...

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: “EKOL Tisa”-ისა და “KRAL”-ის მოდელების 2 პისტოლეტი, “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა. 33 წლის მამაკაცი ბათუმში, დროებით საცხოვრებელში აიყვანეს. რუსეთის ფედერაციამ მასზე ძებნა 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, მას ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და მართვა, ადამიანის გატაცება, მუქარით გამოძალვა, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედება, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანება ედება.  დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. 

მეტი...

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქმეზე „საქართველო რუსთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. საქმეზე მოსმენა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგს გამართავს. საქართველო აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვ. (სრულად: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა…

მეტი...