წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია. ამასთან, 2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი…

მეტი...

“კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი მინიმუმ 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი” – ჯანმო

კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი სულ მცირე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდ 19-ის აღნიშნული ვარიანტია დაფიქსირებული, ერთი კვირის წინ 50-მდე იყო. რაც შეეხება ე.წ. „სამხრეთ აფრიკულ“ შტამს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღემდე ის მსოფლიოს 23 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია აღმოჩენილი. მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი შტამები დღემდე ცნობილ სახეობებთან შედარებით უფრო გადამდებია, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი ფატალობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევენ. ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 212 თბილისში, 61 იმერეთში, შიდა ქართლში კი 34 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-ერთი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც, 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 987 -ს შეადგენს. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 792 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 792  ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 93  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 236 922 გამოჯანმრთელდა, 2 987 კი, გარდაიცვალა.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ხვალ განაჩენს გამოიტანს

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 21 იანვარს განაჩენს გამოიტანს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. პრესრელიზის თანახმად, საქმეზე მოსმენა სტრასბურგის დროით დილის 11:00 საათზე (საქართველოს დროით 14:00 საათზე), გაიმართება. „საჩივარი შემოტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ – რუსეთის არმიის, ან /და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე – დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა,…

მეტი...

“მხოლოდ ეპიდემიის გამოსწორებით ვერ გადარჩება ქვეყანა” – შოთა ბურჯანაძე

პანდემიის პერიოდში სარესტორნო ბიზნესისადმი სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას ითხოვენ რესტორატორები. მათი თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ეპიდვითარების დარეგულირება საკმარისი არ არის და თუ ბიზნესს სახელმწიფომ საფუძვლიანად არ მიხედა – ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება. რესტორატორები ამბობენ, რომ პანდემიამ 250 000-მდე ადამიანის შემოსავალზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე მოახდინა და თვლიან, რომ მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა გაწერილი უნდა ჰქონდეს. “მხოლოდ ეპიდემიის გამოსწორებით ვერ გადარჩება ქვეყანა თუ ეკონომიკა არ ამუშავდება. გამოწვეული არის 250 000-მდე სამუშაო ადგილების დაკარგვა, სფეროს ბოლომდე ჩამოქცევა. აქედან გამომდინარე 15-მდე ასოციაცია, რომელიც ვიკრიბებით და საერთო მესიჯის გაჟღერება გვსურს იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არ არის მარტო ერთი სფეროში,…

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ამერიკული მედია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც „ეიბისი ნიუსი“ აღნიშნავს, პანდემიის განმავლობაში აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე ვიეტნამის ომში გარდაცვლილი სამხედროების საერთო რაოდენობას. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 ათასს 14 დეკემბერს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 25 დღის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს ასი ათასი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 24 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მეტი...

“მადლობა და მშვიდობით!” – დონალდ ტრამპი

მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერილი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ახალ ადმინისტრაციას წარმატებებსა და იღბალს უსურვებს. „45-ე პრეზიდენტის ვადის დასრულებისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა”, – აცხადებს დონალდ ტრამპი. ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს,…

მეტი...

აშშ-ში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. დღეს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცის დადების შემდეგ უფლებამოსლების შესრულებას ოფიციალურად შეუდგებიან. ცერემონია ვაშინგტონში უკიდურესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების პირობებში გაიმართება. 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დედაქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები და ეროვნული გვარდიის დანაყოფები განთავსდნენ. ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის ქუჩებში უსაფრთხოების ეროვნული გვარდიის 25 ათასამდე წევრი უზრუნველყოფს. ცნობისთვის, 2017 წელს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში უსაფრთხოებას ეროვნული გვარდიის რვა ათასი წარმომადგენელი იცავდა. ქალაქში გადაკეტილია ქუჩების ნაწილი. ასევე, დაკეტილია ათზე მეტი მეტროსადგური. კორონავირუსის გამო, შეზღუდულია ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობა. ჯერ კიდევ კაპიტოლიუმის შტურმამდე, ბაიდენის ინაუგურაციის კომიტეტმა…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

მეტი...

„საბურთალოს 25 000 და ქვეყნის 85 000 ამომრჩეველი რას ამბობს?“ – ირაკლი ოქრუაშვილი ხაზარაძე – ელისაშვილის ჩხუბზე

მამუკა ხაზარაძის და ალეკო ელისაშვილის გუშინდელ დაპირისპირებას ერთ – ერთ ტელე ეთერში, პოლიტიკოსები ეხმაურებიან, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „საბურთალოს 25 000 და ქვეყნის 85 000 ამომრჩეველი რას ამბობს, განსაკუთრებით ნაცები, ვინც ახლა ელისაშვილი vs. ხაზარაძეს უყურებს?“, – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თაღლითობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6-მა პირმა – მათ შორის საქართველოს მოქალაქემ მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. საუბარია საერთო ჯამში 100-ზე მეტ ერთეულ უძრავ ქონებაზე. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მოხუცს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. დაკავებულების ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. სამი პირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ლ.კ.-ს საქმე კი სასამართლოს გადაეცემა.

მეტი...