„ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება“ – გიორგი გახარია

„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. „ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე – პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ…

მეტი...

“საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც მისივე თქმით, დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობის. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული…

მეტი...

თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით ოთხი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი კანონდამრღვევებმა თავად მოახდინეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კი შვიდივე შენობა-ნაგებობის სრულად დემონტაჟს დღესვე დაასრულებს. სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონო მშენებლობის ფაქტი დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე ინსპექტირების დროს დააფიქსირა და შესაბამისი განცხადება 18 დეკემბერს გაავრცელა. რადგანაც იმ დროს ადგილზე კანონდამრღვევები არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოიკრა. დემონტაჟი კი, დღეს დაიწყო.

მეტი...

“ზაზა გახელაძეს იქნებ დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს” – გზავნილი ცხინვალის ციხიდან

“ზაზა გახელაძეს იქნებ დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს,” – ამის შესახებ ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა მირიან თაზიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მირიან თაზიაშვილმა ისაუბრა, როგორ დააკავეს ოკუპანტებმა. „გზაც ამერია, ვიყავი ნასვამი. გადავედი, მოვიდნენ რუსები, წამიყვანეს და გონზე საპატიმრო კამერაში მოვედი. ცხინვალში 5 დღე „კაგებეში“ ვიყავი, 2 დღე მილიციაში, დანარჩენი დღეები ციხეში. ზაზა გახელაძეს იქნებ დაეხმაროთ, ბავშვებზე დარდობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, არც კოჭლობს და არაფერი, მოურჩა ფეხი”, – განაცხადა მირიან თაზიაშვილმა. ცნობისთვის, მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 20 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს. 33 წლის ზაზა გახელაძე კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს უკანონოდ…

მეტი...

ხელისუფლება მოლაპარაკების მე – 5 რაუნდისთვის მზადაა

უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მმართველი პარტიისთვის ის მოთხოვნები რაზეც ოპოზიცია აპელირებს მიუღებლად რჩება, მათ შორის მოლოდინიც – შეხვედრის მორიგ რაუნდზე “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინოს წინადადებები, რასაც უმრავლესობა არაადეკვატურად მიიჩნევს. თუმცა მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ შეხვედრასა და კონსულტაციებს ოპოზიციასთან კვლავაც გამართავენ. “რასაკვირველია მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. მაგრამ იმის აღნიშვნა, რომ თითქოსდა მმართველი გუნდისგან უნდა იყოს წინადადება წამოსული, უსაფუძვლოა. მათ აქვთ წინადადება, რომ ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, მიუხედავად იმისა, ჩვენი პარტნიორები ადასტურებენ სამართლიანობას,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

“მატებაც გაჩერდა და კლების ტენდენცია მართლა იგრძნობა” – პაატა იმნაძე

შეზღუდვების მთავარი მიზანი იყო, ქვეყანაში შემთხვევების კატასტროფული მატება რამენაირად შეგვეჩერებინა, რაც საბედნიეროდ, მოხერხდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. „ნოემბრის თვის აქტივობებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ დღიურად 5 000 შემთხვევაზე ვიყავით გასული და საბედნიეროდ, ორივე მოხერხდა – მატებაც გაჩერდა და კლების ტენდენცია მართლა იგრძნობა. იმედი გვაქვს, ეს მომავალ დღეებშიც გამოჩნდება. ახლა, მთავარი და ძირითადი გამოწვევა იქნება 24 დეკემბრის მერე შეზღუდვების შემსუბუქება“, – განაცხადა იმნაძემ. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა ალბათ, გაიზრდება, მაგრამ იმედია, წესებს ყველა დაიცავს, რომ ნოემბრის ბოლო და…

მეტი...

გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში დღეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდადატებს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ. ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია წარდგენილ კანდიდატებთან ერთად სამთავრობო პროგრამასა და სამომავლო ხედვებს გააცნობს. ყველა დეპუტატს ფრაქციიდან შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მინისტრობის კანდიდატს და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვას შეკითხვები. ორი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა მინისტრობის კანდიდატების მოსმენა და მათი მხრიდან სამთავრობო პროგრამის წარდგენა. ხვალ კი, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები მთავრობის შემადგენლობასა და პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ. „პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა მთავრობის შემადგენლობა და ის კანდიდატები, რომლებმაც მთავრობაში უნდა…

მეტი...