„24 – ში შეზღუდვები უნდა მოიხსნას – ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე დგება“ – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„ცალსახად იმაზე საუბარი, რომ 24 ში დაანონსებული არის, რომ არ გაიხსნება, ცოტა ნაადრევია, ნეგატიურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი იმ განცხადებების მიმართ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის” ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა. ჭყონიას მოსაზრებით შეზღუდვების არ მოხსნის შემთხვევაში ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. „რაც კეთდება, შემოვლითი გზით დაერქვა წერტილოვანი ლოკდაუნი, მაგრამ სხვა რა არის შეზღუდვა არ ვიცი, 24- ში უნდ გაიხსნას და ეს სიტუაცია უნდ იყოს მართვადი მოლების და მათი მეპატრონეების მხრიდან, მოლების მეპატრონეებს აქვთ ბერკეტი, რომ უზრუნველყონ წესების დაცვა, არიან კომპანიები ტანსაცმლის მიმართულებით და საახალწლო ნივთების, რომლებიც სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან,…

მეტი...

მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება

მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემრულებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგან 54 ათასი განაცხადი დაკმაყოფილებულია. „28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მეოთხე ტალღა, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა. ვგულისხმობ ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგან 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 953-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 2 981 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 001 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 001 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 001 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 201 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 169 282 გამოჯანმრთელდა, 1 953 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 471 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 758, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 247. ამასთან, 16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი.

მეტი...

ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს. პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია, ქვეყანაში გააძლიეროს სურსათის ხარისხი და სტანდარტები, ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ევროკავშირში ექსპორტის ზრდას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის COVID-19-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია. “2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.…

მეტი...

“ნებისმიერი ვაქცინის გვერდითი რეაქცია მოსალოდნელი შეიძლება იყოს” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმგანაცხადა, რომ ნებისმიერი ვაქცინის გვერდითი რეაქცია მოსალოდნელი შეიძლება იყოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალასკის შტატში სამედიცინო მუშაკისთვის გაკეთებულმა ვაქცინამ უარყოფითი რეაქცია გამოავლინა. „მას შემდეგ, რაც ვაქცინა ფართოდ გაეშვება, საუბარია ათობით და ასობით მილიონ დოზაზე. ასე რომ, შეიძლება ისეთი რეაქციები დავინახოთ, რომელიც კლინიკური კვლევების ფარგლებში არ დაფიქსირდა“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

მეტი...

“აშშ-მა უნდა შეიმუშაოს უფრო მტკიცე სტრატეგია საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად” – ამერიკელი გენერალი

გენერალი ბენ ჰოჯესი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნატოს შავი ზღვის რეგიონში გაძლიერებაზე წერს, სადაც საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიაზეც ამახვილებს ყურადღებას.  “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიმუშაოს უფრო მტკიცე სტრატეგია უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად,” – აცხადებს ევროპაში შტატების სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი.  ჰოჯესის განცხადებით, მოსკოვს შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ტერიტორიული მიზნები აქვს, რაც ყირიმის მილიტარიზებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ომითა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით გამოიხატება. “ამერიკული ლიდერობით, ნატომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან არსებული ინიციატივების ფარგლებში, მათ შორის ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციით,” – წერს ამერიკელი გენერალი.

მეტი...

ქობულეთში ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანასოფლელს – თ.პ.-ს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაცნობი – 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თანნაქონი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ყაჩაღობისა…

მეტი...

ილია მეორე ბარბარობასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს. რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა. ბარბარეს სურვილმა…

მეტი...

პოლიციამ კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა, 1 არასრულწლოვანი კი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს. პოლიციამ ამავე ფაქტებზე 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ამხილა. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. “გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”. იგი ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას…

მეტი...