„რესპუბლიკელებმა“, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა” – ლევან ხაბეიშვილი

“ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო – „რესპუბლიკელებმა“, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში მანდატებზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები დასრულდა. “მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ადამიანების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა არ არის კარგი საქმე ანუ მოლაპარაკებების გაგრძელება არ გაგრძელებასთან, საპარლამენტო მანდატი არაფერ შუაში არ არის. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ გაგრძელდება. გული დამწყდა, რომ ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ხაბეიშვილმა

მეტი...

„ოპოზიცია დღეს არის ჩიხში და მათი ეს ჩიხში ყოფნა კარგია“ – მამუკა მდინარაძე

„რეალურად უნდა ვთქვათ სიმართლე, ამ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით იყო დემოკრატიული,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ – ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მდინარაძე თვლის,რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ჩიხშია შესული და მათთვის ერთადერთი გამოსავალი ქაოსური სიტუაციის შექმნაა. მდინარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ: „ერთი თვე ჩვენ გვესმის ტყუილი, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ იქნებ ეს დაილექოს ტვინის რომელიმე ნაწილში, ჩვენ ძალიან ხისტადაც არ ვპასუხობდით, ისინი აანონსებდნენ რევოლუციურ სცენარებს, ძირითადად რადიკალური ნაწილი და ცდილობდნენ, რომ მოლაპარაკებები ჩაეშალათ, მიუხედავად ამისა, ჩვენ შევთავაზეთ მოსულიყვნენ პარლამენტში და…

მეტი...

“ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა პარლამენტის პირველ შეკრებამდე ” – აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია

“ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა,” – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად. “ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევიდან 1 708 თბილისში, 313 აჭარაში, 636 კი იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევიდან 1 708 თბილისში, 313 აჭარაში, 636 კი იმერეთში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 694-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 ტესტი. 10 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 129 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული…

მეტი...

„მონა – ბიძინას კაცებო“ – შეძახილები პარლამენტთან

„მონა – ბიძინას კაცებო“, – ამ და სხვა შეძახილებით ხვდებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან დეპუტატებს, მათ პარლამენტის შესასვლელებთან ჩართული აქვს საბჭოთა ჰიმნი და დეპუტატებს შეძახილების და საბჭოთა ჰიმნის ფონზე უწევთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. პარლამენტის შესასვლელთან და პარალელურ ქუჩებზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. მიმდინარე ტერიტორიაზე მანქანის გაჩერების შესაძლებლობას არ აძლევენ. დეპუტატებმა საკამნონმდებლო ორგანო შესვლა უკვე დაიწყეს.

მეტი...