„როგორც კი საზოგადოებამ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი, მაშინვე უსისხლოდ გადავიდნენ ოპოზიციაში“ – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, არც ყოფილი ხელისუფლება იყო მზად პოზიციები დაეთმო და წასულიყო, თუმცა, ქართული საზოგადოების ნებამ მათ ეს უსისხლოდ გააკეთებინა. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ასე მოხდება დღესაც.   „საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პარტიები, რომლებიც  ორგანიზებულია არა ძალაუფლების, არა ფულის, არა ხელისუფლებაში ყოფნის ირგვლივ, არამედ,  კონკრეტული იდეოლოგიის ირგვლივ. „ქართულ ოცნებას“ ნაკლები რესურსი აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, ოპოზიციაში გადასვლა მათ მისცემს ახალ გამოცდილებას.  ქართველმა ამომრჩეველმა ამ ფანდზე უკვე უარი თქვა. არ მიჰყვება ამომრჩეველი ამ იდეოლოგიურ პარანოიას, რომ  ჩვენ ვიცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით. ქართველო ამომრჩეველი ირჩევს რაღაც ახალს და ეს ახალი იქნება მრავალპარტიული პარლამენტი“…

მეტი...

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 ათასზე მეტი ამომრჩველი მივიდა

“12:00 საათის მონაცემები, საარცევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 681 583 ამომრჩველი მივიდა”, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 19,41%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში – 17.9%. ასევე მან აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. „აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში…

მეტი...

“მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში” – ილია მეორე

“მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს”, – ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ. მისი თმით, ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. „საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა ახალ შესაძლებლობას მისცემს, თუ არა, შევალთ ჭაობში“ – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველო გუნდი ოპოზიციაში გადაინაცვლებს და ეს მათთვის ახალი გამოწვევა იქნება. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, თუ ასე არ მოხდა, ჭაობი გარდუვალია.    „რა რეიტინგებსაც ბოლო პერიოდში განიხილავენ, მათ არც რეიტინგს და არც სიტყვას ფასი არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. მათი რეიტინგი არის მათი მხარდამჭერების 60% და არა საქართველოს მოქალაქეების 60%. სწორედ ეს არის მათი  რეიტინგი, რომელიც არ არის ცუდი რეიტინგი ოპოზიციისთვის პარლამენტში. ვუსურვებდი, იყვნენ ძლიერი ეფექტური ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში. ქართულ ოცნებას რესურსი ნაკლებად აქვს და იმედი მაქვს, ოპოზიციაში გადასვლა მათ მისცემს მეტ…

მეტი...

“არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, “ქართულ ოცნებას” მილიონი ხმა, “ენმ-გაერთიანებული ოპზიციას” 360 ათასი, ხოლო “ევროპულ საქართველოს” 70-80 ათასი ხმას აიღებს. კობახიძის განცხადებით, ეს მონაცემები “ოცნებას” კარდაკარის გამოკითხვით აქვს. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო. “არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური. ამ ეტაპზე, ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30- ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“100-მდე მობილიზებული ადამიანი სპეციალურად ჩამოიყვანეს პროვოკაციების მოსაწყობად” – გოგი მეშველიანი

ბოლნისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ და მათი თითქმის 100-მდე მობილიზებული ადამიანი ადგილობრივი არ არის, მეშველიანის თქმით, ისინი სპეციალურად არიან ჩაყვანილები არეულობის მოსაწყობად.  “რა ინფორმაციებიც გუშინ ვრცელდებოდა, ფაქტობრივად დღეს დადასტურდა. ვხედავთ თითქმის 100-მდე მობილიზებული ადამიანის კონცენტრაციასა და გადაადგილებას. ესენი ჩვენი ოლქის მაცხოვრებლები არ არიან და ჩამოყვანილები არიან სპეციალურად პროვოკაციების მოსაწყობად. ერთი ასეთი პროვოკაცია უკვე ვიხილეთ მაშინ, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა შეძლეს ყუთის გატაცება, თუმცა დროულად მოხერხდა ამ მცდელობის აღკვეთა. ჩვენი აქტივი გაფრთხილებულია, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. როდესაც პოლიტიკოსი დემონსტრაციულად იარაღით გადაადგილდება, მიმაჩნია, რომ ეს…

მეტი...

“ბოლნისის 55-ე უბანზე ოპოზიციის ორ წევრს გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდა” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. მისივე თქმით, შეინიშნება „ნაცმოძრაობის“ ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან “პლატფორმა 2020“ გამოირჩევა. გარდა ამისა, როგორც კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს “ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდათ. “აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით…

მეტი...

“ქვეყანაში 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია” – დავით ზალკანიანი

“პანდემიის პირობებში, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა, ჩემი ინფორმაციით, 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანამ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შექმნოდათ უსაფრთხო გარემო. „პანდემიის პირობებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა არის უზრუნველყოფილი. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აპრილის თვიდან დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. ეუთო-ოდირი უკვე ადგილზეა, მათ ჰყავთ, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები. ჩემი ინფორმაციით და რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის დარეგისტრირებული, 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია. უპრეცედენტო რაოდენობაა, პანდემიის პირობებს თუ გავითვალისწინებთ. ქვეყანამ, ხელისუფლებამ ყველაფერი…

მეტი...

“დიმიტრი შაშკინს აქვს უფლება იარაღით გადაადგილდეს, მეც იარაღით დავდივარ – კახა ოქრიაშვილი

“გართიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა კახა ოქრიაშვილი გამოეხმაურა დიმიტრი შაშკინის კადრებს და  განაცხადა, რომ მასაც აქვს შაშკინის მსგავსად იარაღი და ისიც გადაადგილდება იარაღით, რადგან ამის უფლება აქვს. “დიმიტრი შაშკინს აქვს უფლება იარაღით გადაადგილების და მეც მაქვს იარაღი, მეც იარაღით გადაავაადგილდები,”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მეტი...

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33% შეადგინა

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33 % შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთში – 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%,- განაცხადა მიქელაძემ.

მეტი...

ენმ-ს მტკიცებით, ზუგდიდში “ქართული ოცნების” კოორდინატორები ფულს არიგებდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები ფულს არიგებდნენ. როგორც ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლები ამბობენ, მანქანაში მჯდომი ქალი “ქართული ოცნების” მომხრეებს მანქანასთან იბარებდა და სხვადასხვა კუპიურას აძლევდა. ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ თავად მანქანაში მსხდომი “ქართული ოცნების” კოორდინატორები და ამბობენ, რომ მანქანაში მხოლოდ საჭმელად ჩასხდნენ. ადგილზე იმყოფებოდა უბნის მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან” თაზო ფაცაცია. მისი მტკიცებით, ფულს მმართველი გუნდი არ არიგებს და ეს ოპოზიციის ცილისწამებაა.

მეტი...

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში, 52-ე საარჩევნო უბანზე

მარნეულში, საარჩევნო 52-ე უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, რომ ამომრჩევლებს ანიშნებდნენ, თუ რომელი ნომერი შემოეხაზათ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიაზ გულიევმა დაიწყო ჩხუბი და ბოთლები ესროლა ელვიმ კასუმოვს. ჩხუბი იმიტომ დაიწყო, რომ ეს კაცი ეუბნებოდა, რომ პირველ რიგში, ჯერ ქალები შეეშვათ, მას კი ეგონა, რომ ვიღაცას უთხრა, ხმა მიეციო. შემდეგ ბოთლი ისროლა. როგორ შეიძლება, ომია თუ არჩევნებია. ეგენი სულ პროვოკაციაზე არიან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

მეტი...

საია-ში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები ამომრჩევლებს წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან სურათებს უღებდნენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სულხან სალაძის განცხადებით, დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, მისივე თქმით, გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. სალაძის განმარტებით, ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საია-ს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ათზე მეტი დარღვევა, მათ შორის: გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი); ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით;…

მეტი...

“არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს ოლქში, 64-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი აქვს. მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა ოლქში შეძლებს გამარჯვების მოპოვებას და აღნიშნა, რომ მეორე ტურის საჭიროება დღის წესრიგში არ იქნება. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლების ასეთი მაღალი აქტივობა გვაქვს. არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ეს განწყობები რაც არის, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პირველივე ტურში გვაქვს დიდი შესაძლებლობა, გავიმარჯვოთ მეორე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ​22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – ოთხი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 307-ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 22 691. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 307-ს შეადგენს. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 001 მოქალაქე,  თვითიზოლაციაში იმყოფება 30  467 პირი. ინფიცირებულთაგან 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 9 531 კი ბინაზე.

მეტი...

“პარტიის ლიდერებს მოვუწოდებდი, დარწმუნდნენ, რომ არჩევნების კარგად ჩატარებისთვის მათი აქტივისტები უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს იცავენ”- კარლ ჰარცელი

“დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა” – არც მეტისმეტად ცხელი, არც მეტისმეტად ცივი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი, 2020 წლის არჩევნების დღე დიდი დღეა. „მე, როგორც ბევრი, დღის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებ, რათა ვიხილო, თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. ეს არის მომენტი, რომელიც ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია – ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიან, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, თუ ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საარჩევნო უბანზე შესვლა საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს მნიშვნელოვანი…

მეტი...

“არჩევანი გავაკეთე საქართველოს წარმატებისთვის” – თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მისცა ხმა. მისი თქმით, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისთვის. „არჩევანი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის – საქართველოს წარმატებისთვის გავაკეთე. ასევე მოქალაქეებს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან აქტივობაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა რიჟვაძემ. საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია,…

მეტი...

“10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. „როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან,…

მეტი...

„ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა, მეუღლესთან ერთად საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, წარსულში დაბრუნება არ იქნება.   „წინასაარჩევნო გარემო და კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი,  ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ  და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღესა.  რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა.“, – აღნიშნა გიორგი გახარია.

მეტი...

“საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მან ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. როგორც თალაკვაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის. მეც და ჩემი ოჯახის წევრებმა გავაკეთეთ არჩევანი. ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავატარეთ, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლის შემდგომი განვითარების პროცესს. ამაში დღეს თითოეული მოქალაქის მონაწილეობა აუცილებელია. მადლობას ვუხდი მთელ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს, მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში.…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინებისა და ძალადობის ადგილი” – ამერიკის ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ამომრჩევლებს და მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ყველას მოუწოდა, არჩევნებში მივიდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. მისი თქმით, ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ უნდა იყოს. ელჩის განცხადებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არჩევნების პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 75 დამკვირვებელი დააკვირდება. „ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. მიიღეს ყველანაირი ზომა რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს…

მეტი...

„კოალიციას გამოვრიცხავთ“ – ბიძინა ივანიშვილი

„ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ“, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებენ გამარჯვებას ელოდება. „ჩვენ მუდამ კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს ან მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.

მეტი...

„ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი“ – სალომე ზურაბიშვილმა არჩევანი გააკეთა

„ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა.  ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ“, – განაცხადა საარჩევნო უბანთან მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა და ყველს მოუწოდა და მიმართა, საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი.  ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი…

მეტი...

მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანი ხმაურით გაიხსნა

მარნეულში ამ წუთებშიც ხმაურია. საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე იმყოფება  მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანიც. მისი თქმით, სანამ პროცესში არ გაერკვევა, ვერაფერს იტყვის, თუ რა მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ლაშა ქველაძის განცხადებით, ხმაური იმან გამოწვია, რომ  მათ დამკვირვებელს უფლება არ მისცეს, ამომრჩევლის რეგისტრაციას დაკვირვებოდა. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავები გამოიძახა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, უბანზე ხმაური ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან უბანში ბევრი ჟურნალისტი მივიდა. მოგვიანებით, მარნეულის პოლიციის უფროსმა განცხადება გააკეთა, რომ  მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისი განმარტებით, გამოძიება მუქარის ფაქტზე დაიწყო. მომხდართან…

მეტი...