საფრანგეთში ათობით ვებგვერდი ისლამისტების ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა

საფრანგეთში ათობით ვებგვერდი ისლამისტების ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. მედიის ცნობით, დამნაშავეებმა ათობით ვებგვერდზე განათავსეს ფოტო, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღორის ფორმით იყო გამოსახული. მათ ასევე განათავსეს პროპაგანდისტული მოწოდებები, რომელშიც ისლამის გამარჯვებაზე და საფრანგეთის სიკვდილზე იყო საუბარი. თავდასხმის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც მაკრონმა პარიზში სკოლის პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. მან ასევე თქვა, რომ საფრანგეთში „ისლამური სეპარატიზმის საფრთხე“ არსებობს. პარიზში პედაგოგი 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენმა მოკლა. როგორც ფრანგული მედია წერს, მანამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. „მომხდარის გამო…

მეტი...

“დღეს არცხაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაიჭრა” – ნიკოლოზ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა და აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრძელებს. „მინდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, რომელიც ამჯერად შეერთებული შტატების შუამავლობით განხორციელდა და რომლის მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყო, ჩაიშალა. აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული უწყვეტი დაბომბვის შედეგად, დღეს არცხაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაიჭრა,” – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში გუშინ, დილის 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის…

მეტი...

“პარტიები “კონკურენტულ არჩევნებს” ჩაატარებენ” – ამერიკის კონგრესი

ამერიკის კონგრესს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა “ამერიკის ხმას” განუცხადა. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის თანათავმჯდომარის თქმით, კონგრესში იმედი აქვთ, რომ “საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იქნება თავისუფალი და სამართლიანი და რომ შედეგები ქვეყანაში ლეგიტიმურად მიჩნეული და აღიარებული იქნება”. ამერიკელ კონგრესმენს მიაჩნია, რომ პარტიები “კონკურენტულ არჩევნებს” ჩაატარებენ, რომლის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტში ძალები პროპორციულად გადანაწილდეს.

მეტი...