საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 249 საწოლია თავისუფალი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად 249 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 1872 პაციენტი დაინფიცირდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში ამ დროისთვის 30 303-ს შეადგენს. რაც შეეხება გარდაცვლილთა მაჩვენებელს, დაიღუპა კიდევ 14 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა უკვე 215-ია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რვა პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 766 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 268-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსის 60 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 340 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 60 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 635 966-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 340 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 225 229-ს მიაღწია. ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევებმა წინა კვირასთან შედარებით აშშ-ის 35 შტატში მოიმატა.

მეტი...

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. “ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT– ს 12:00 საათზე). შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ”,- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა…

მეტი...

დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყარაბაღში ზავის ამოქმედებას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ყარაბაღში ზავის ამოქმედებას ულოცავს. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „ვულოცავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომლებიც შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე, რომელიც ძალაშია შუაღამიდან. ბევრი სიცოცხლე გადარჩება. ვამაყობ ჩემი გუნდით, მდივან პომპეოთი და სტივ ბიგუნით, ამ შეთანხმების მიღწევისთვის“, – ამბობს ტრამპი. ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადებითად შეაფასა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმაც. აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადებით, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

მეტი...

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „პოლიციამ ბრალდებულები…

მეტი...