დაჭრის ფაქტი ოზურგეთში, დაშავებულია ორსული ქალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დედას და ბავშვს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ შვიდ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აჭარაში, გარდაცვლილია შვიდი ინფიცირებული. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ასეთია: „90 წლის ქალი-ბათუმის სამედიცინო ცენტრი-გარდაცვალების დრო – 20.10.2020 – 11:10 საათი; პნევმონია – COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი. 62 წლის ქალი-ბათუმის სამედიცინო ცენტრი-გარდაცვალების დრო – 20.10.2020 – 09:15 საათი; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი). 75 წლის კაცი-ბათუმის სამედიცინო ცენტრი-გარდაცვალების დრო – 20.10.2020 – 06:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია – COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული…

მეტი...

“სხვადასხვა გათვლებით, შესაძლოა, პანდემია ერთ წელიწადში ჩაცხრეს” – ამირან გამყრელიძე

“მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნაკლები შფოთვა და ნაკლები პანიკა იყოს მოსახლეობაში. როდესაც გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდი გვაქვს, შფოთვა ამ დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან პანდემია არის ქვეყანაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ  არ არის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნილი, ეპიდემიისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაა. შესაბამისად, გამყრელიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან აუცილებელი რეგულაციები და ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლონ. „მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:03 საათზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 54 კილომეტრში, სოფელ უსეიქენდში იყო.

მეტი...

“კოვიდ წესების” დარღვევისთვის 12 რესტორანი დააჯარიმეს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა. ფერაძის თქმითვე, განმეორებით დაფიქსირდა 3 ობიექტი, რომელიც დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს. „შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, განმეორებით დაფიქსირდა, რომ 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოვახდინეთ და სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“,-აღნიშნა ფერაძემ.

მეტი...

კახა კალაძემ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარებისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის დროს დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მსგავს შემთხვევას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ პირბადე ყველაზე მეტად დამცავი საშუალებაა, რათა არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვა ადამიანები. ჩემი თხოვნაა, რომ პირბადის გარეშე არ დავუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრის გადაადგილება. ვუწევთ კონტროლს, მაგრამ არსებობს მონაცემები მთელი დღეების განმავლობაში, თუ რა ვითარებაა, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ავტობუსებში. მიკროავტობუსებს რაც შეეხება,…

მეტი...

“თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ კოვიდ-სასტუმროზე ” – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 2992 პაციენტია და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. „ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 4 392 საწოლი გვაქვს მობილიზებული და თბილისში შემდეგ დღეებში 4 კლინიკა ჩაერთვება, შიდა ქართლში – დღეიდან 3 კლინიკა, იმერეთში 3, მათ შორის ქუთაისში – 2. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. თქვენ იცით,…

მეტი...

„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით“, – მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მხრიდან წესების დაცვაზე. როგორც მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, მთავრობა არაფელს მალავს და რაც სათქმელია, ამბობს. „პირველივე დღიდან, მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით… სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე პასუხი არ ხდება და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის და რეალობას არ შეესაბამება. ეს ყველაფერი…

მეტი...

“საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება” – ნათია მეზვრიშვილი

“საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება,” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არ გახლავთ ფორმატი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იხილება, ამაზე აქტიურად მუშაობს საარჩევნო კომისია და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ფორმატი, სადაც კონკრეტული სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ რაიმე ფორმით გახდეს საბჭო არაქმედითი“, – განაცხდა მეზვრიშვილმა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს აქვს არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველთან თანამშრომლობის კარგი ისტორია. „საბჭოს არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაემატებიან და არც სახალხო დამცველის. ამის მიზეზია, რომ საბჭო იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და უნდა…

მეტი...

“კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში დღეს კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში არის 2 992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად, 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში. „დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 4 3392 საწოლი მობილიზებული. რაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ჩვენი მხრიდან არის, რომ თბილისის მასშტაბით ოთხი კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში, შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება სამი დამატებითი კლინიკა, იმერეთის რეგიონში ჩაერთვება სამი კლინიკა, კერძოდ ქუთაისში ორი დამატებითი კლინიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე…

მეტი...

“ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები” – ნათია მეზვრიშვილი

“კოვიდინფიცირებულები ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ბოლო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები დაისვა. „გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები. ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“, – განმარტა მეზვრიშვილმა.

მეტი...

„ვცდილობთ, საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული ავადმყოფებისთვის“ – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით საავადმყოფოებში მოხვდებიან ის ადამიანები ვისაც ეს ყველაზე მატად სჭირდება.   “კოვიდინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდსასტუმროებში. ამ საკითხზე გარკვეულ კითხვები დაისვა ბოლო დღეების განმავლობაში და მინდა განვაცხადო, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდსასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება, იმას თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, მაქსიმალურად ვცდილობთ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკში არიან, ვისაც ყველაზე…

მეტი...

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება” – კახა კალაძე

“დღეიდან მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგებს, რათა არ იყოს ეს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი პატარა სივრცეში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმითვე, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე უწევთ გარკვეული ზომების მიღება, რათა დაიცვან მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება. „არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება. დღეიდან მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში მომსახურების დროს არსებული რიგებს, რათა არ იყოს ეს რიგები და ძალიან ბევრი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 იმერეთში გამოვლინდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარის რეგიონში 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 66, მცხეთა-მთიანეთში -23, ასევე 23 დაფიქსირდა შიდა ქართლში, კახეთში -20, სამცხე-ჯავახეთში -18, გურიაში -15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

გურიის გუბერნატორი „კოვიდ დადებითია“

გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიას „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. გუბერნიის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დატესტილია გუბერნიის სხვა თანამშრომლებიც. გუბერნატორის მოადგილეებს, ვისთანაც მას უშუალო შეხება ჰქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდათ. ზურაბ ნასარია ამ ეტაპისთვის ბინაზე იმყოფება და ელოდება შემდგომ მითითებებს.   

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ –  15  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 172-ს შეადგენს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 351  ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შსს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მონიტორინგს ატარებს

COVIS-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მონიტორინგს ინტენსიურად ატარებს. სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარე ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე შიდა პერიმეტრზე პატრულირებენ. ისინი სავაჭრო სივრცეში მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. „ჯანდაცვის სამინისტროზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამძიმდა და ორმხრივი პნევმონია განუვითარდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში, ეპიდემიის გავრცელების დროიდან, კორონავირუსის 305 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 2 ადამიანი. ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაკეტილია ყველა სკოლა და უნივერსიტეტი.

მეტი...

რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის მიერ ე.წ გრუს თანამშრომლებისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებული შტატების დეპარტამენტის მიერ ე.წ გრუს თანამშრომლებისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ კიბერთავდასხმებთან რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებს კავშირი არ აქვთ. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს ბრალდებებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ წარუდგენია. რუსეთი მწუხარებას გამოთქვამს, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში ამერიკული მხარე ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის მზად არ არის.

მეტი...

“ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის” – დონალდ ტრამპი

თუ გსურთ გახსნილი სკოლები, ეკონომიკა და უსაფრთხო, ჯანსაღი და აყვავებული ქვეყანა, ხმა მე მომეცით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპის მტკიცებით, მეორე ვადით არჩევა კორონავირუსის პანდემიისა და მისი ეკონომიკური შედეგებისგან ქვეყნის აღდგენისა და გაჯანსაღების უზრუნველყოფისთვის სჭირდება. „ეს არის არჩევნები ტრამპის სუპერ გაჯანსაღებასა და ბაიდენის დეპრესიას შორის,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა. აშშ-ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ფლორიდის უნივერსიტეტის აშშ-ის არჩევნების პროექტის თანახმად, 35 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე გააკეთა არჩევანი.

მეტი...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპ.კორპუსთან განიხილა მიმდინარე საკითხები, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული გარემო. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ესკალაციას. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფრონტაციის დასრულების, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მეტი...