საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.  მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 1186 შემთხვევა გამოვლინდა. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.  მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 278 პაციენტი.

მეტი...

თბილისში 42 ბაღი დაიხურა

პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული. სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, მათ შორის რვა ბავშვია, დანარჩენი კი პერსონალი. შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალს კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაუფიქსირდა. მომდევნო დღეებში ბაღებს სხვა ბაღებიც დაემატა. ამ დროისთვის დახურულია შემდეგი ბაღები: 35-ე, 53-ე, 89-ე, 153-ე, 190-ე, 93-ე, 99-ე, 29-ე, 36-ე, მე-4, 21-ე, „ხუთკუნჭულა“, მე-16, 72-ე, 213-ე, 186-ე, 59-ე, „იმედი,“ 216-ე, 160-ე, 205-ე, 46-ე, 113-ე, 22-ე, 61-ე, 39-ე, 27-ე, 33-ე, 28-ე, 176-ე, 158-ე, 208-ე, 184-ე, 197-ე, მე-17, 42-ე, 167-ე, 52-ე, 54-ე, 94-ე, მე-100,…

მეტი...

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის აპარატის ოთხი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. გენადი მარგველაშვილი პარლამენტში ბოლოს გასულ კვირას იმყოფებოდა.

მეტი...

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე დღეს სამი ბრალდებული მისცემს ჩვენებას

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სხდომაზე ჩვენებას სამი არასრულწლოვანი მისცემს. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს, რომ სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. კერესელიძის თქმით, ამ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება და შემდეგ სხდომაზე ორივე მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. „სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. კერძოდ კი, დაიკითხებიან საქმეში მყოფი ბრალდებული პირები. ექვსი ბრალდებული პირიდან სამი არის დაკითხული და დარჩენილია სამი ბრალდებული, რომლებიც მისცემენ ჩვენებას სასამართლოზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს, სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მისცეს იმ ღამით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,…

მეტი...

“აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ „ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა“. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის დიდი დანაკარგები აქვს. ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის 527-ე მოტომსროლელი ლეგიონის ბატალიონმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მეტი...