აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 207 კოვიდ დადებითი პაციენტი, ხოლო ინფიცირებულებულთა რაოდენობა 189-ით გაიზარდა. “აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 550 პაციენტი, 15 არასრულწლოვანი, 26 ორსული.რეანიმაციაში მოთავსებულია – 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლები- 47. Covid სასტუმროებში- 763, არასრულწლოვანი – 65. აჭარაში ბინაზე 900-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან,” – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის უწყებაში. 

მეტი...

კორონავირუსით შვიდი პაციენტი აჭარასა და თბილისში გარდაიცვალა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით შვიდი პაციენტი აჭარასა და თბილისში გარდაიცვალა. მისივე თქმით, პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. „საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა შვიდი პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, მათგან ოთხი ქალბატონი და სამი მამაკაცია. რა თქმა უნდა, ძირითადად, ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანხლები დაავადებები იყო“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

მერიის თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მერიაში განუცხადეს, ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. „ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კლინიკაშია გადაყვანილი და სათანადო მკურნალობა უტარდება. PCR ტესტირება ჩაუტარდა ყველა თანამშრომელს, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ“, – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში. ინფიცირებული ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს წარმოადგენს, რომლის ოჯახის წევრიც „თბილისი ცენტრალში“ მუშაობა.

მეტი...

საქართველოში COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.  ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 13521- ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 592-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 7159 გახდა. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში – იმყოფება 5 590 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

„სინოდის სხდომა გაიმართება თუ არა ვერ გეტყვით,“ – მიტროპოლიტი

„ჩვენ ვიყავით დავით გარეჯში ჩასული, როდესაც პირველად მოხდა აზერბაიჯანელი სამხედროების გაჩერება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ცნობილი არა რის შედგება თუ არა სინოდის სხდომა. „არ ვიცი, ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა. როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება. მეც ტელევიზიებიდან გავიგე რუკების ამბავი და მანამდე ვიცოდით, რომ რაღაც პრობლემა იყო“ – აღნიშნა სასულიერო პირმა და დასძინა, რომ ის მამა კირიონს შეხვდა და ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრი დააკავა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 109-ს შეადგენს.

მეტი...

გერმანიაში ვირუსის შემთხვევები იზრდება

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 5 132 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 40 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 334 585 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9 677 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

“ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა – კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!” – მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე

ყველაფერს არჩევნები გადაწყვეტს და გაარკვევს – კმარა ასეთი ცხოვრება! ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსებით და რომელიც რაღაცას გააკეთებს. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ, – ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სიმართლეს ემსახურებოდნენ. „ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების უაზრო და გაუაზრებელი მითითებების გამო .ჯერ არ არის ეს საქმე გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი და რატომ ღელავს ორივე მხარე, მე არ ვიცი. შეიძლება, ეს პოლიტიკური კონტექსტი იყოს.…

მეტი...

ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს

ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განუცხადა, ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები და სამართალდამცავები მუშაობენ. მისივე განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, შტაბიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ. დიმიტრი შაშკინი მომხდარს წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს. „შეიძლება ეს ჩადენილი იყოს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ბანდა შექმნეს რაიონში, ატერორებენ მოსახლეობას და რომლებსაც ხელმძღვანელობს მოქმედი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ძმა. ასევე, მაგალითი გვაქვს იმისა, რომ დასჯილი არ არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რომელმაც ლოდი ესროლა ვეტერანს. ის იდენტიფიცირებულია, თუმცა აქამდე არ…

მეტი...

პოლიციამ „ლელოს“ წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ქუთაისში პოლიტიკური პარტიის „ლელოს საქართველოსთვის“ წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა პარტიის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.…

მეტი...

“ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ ვიგრძენი” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ იგრძნო. აღნიშნული განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა. „ჩვენ მალე გვექნება ვაქცინა, მკურნალობა და გულწრფელად რომ გითხრათ, სამკურნალო პრეპარატი. დაინფიცირების შემდეგ მე მივიღე რაღაც, წარმოდგენა არ მაქვს რა და ძალიან სწრაფად ვიგრძენი თავი კარგად. მივიღე ის და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის თქმით, ის თავს უფლებას ვერ მისცემდა თავშესაფარში მჯდარიყო და მოეცადა, რადგან ხალხს უნდა შეხვედროდა. „მე პრეზიდენტი ვარ და ვერ ვიჯდები სარდაფში და ვერ დაველოდები, როდის დასრულდება ეს…

მეტი...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობას, სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ​აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. „ვირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში. გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ლეგენდის თანახმად,…

მეტი...