“შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სწორად ვმართოთ რისკები” – გიორგი გახარია

გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, 38 შემთხვევა, დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ, ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა დაახლოებით 7 186 ტესტი, რომელზეც პასუხი დღეს, დღის მეორე ნახევარში იქნება და რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. „რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წელიწადნახევარი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა, გლობალურ პანდემიას ვერ…

მეტი...

“ცოტნე გამსახურდიამ დანის და რკინის ხელკეტის ჩამრტყმელი ჟესტებით ამოიცნო“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„მიუხედავდ იმის, რომ ცოტნე გამსახურდია ფიზიკური კომუნიკაციის დამყარებას პირდაპირ ვერ ახერხებს მან ჟესტების ენაზე დაადასტურა, რომ სწორედ ეს პირები მონაწილეობდნენ მის მიმართ დანაშაულის ჩადენაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავატრში“ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით ცოტნე გამსახურდიას აჩვენებს ეჭვმიტანილის ფოტოები, რა დროსაც მან ამოცნობა შეძლო: „ეს დაადასტურა ქალბატონმა ანა ჯაბაურმა მისმა მეუღლემ, მე გადავუგზავნე ფოტოები და ცოტნე გამსახურდიამ ამოიცნო ეს პირები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა. საუბარია ოთხ ადამიანზე, ორს ედება ბრალი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში, ეს ადამიანები ცდილობდნენ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას,“ –…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი მაქსიმალურ სასჯელს – 17 წელს ითხოვს – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში” – (ვიდეო)

„ღარიბაშვილმა ჯერ რკინის ყავარჯენი გადაარტყა და როდესაც წაიქცა ცოტნე გულ – მკერდის არეში ჩაარტყა დანის მსგავსი საგანი და შემდეგ ქვა, ახლა მითხარით ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ თუ არა კანონის სრული სიმკაცრით?,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგიუაშვილმა განაცხადა. ხვალ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე სრულ მტკიცებულებებს წარადგენს. საქმე 109 – ე მუხლის მე – 2 ნაწილით არის აღძრული, რაც 13 – დან 17 – წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ოჯახი მაქსიმალურ სასჯელს, – 17 წელს ითხოვს: „ეს სოლოღაშვილი არის ერთ – ერთი ბრალდებულის, კახა ჩხეტიანის ახლობელი და როცა სუფრაძე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 185 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215.

მეტი...

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის სამი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის სამი მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულებმა საზღვარი ჯგუფურად სომხეთიდან გადმოკვეთეს. ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.

მეტი...

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დღეს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან

საკანონმდებლო ორგანოში დღეს მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება. სესიაზე დაჩქარებული წესით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. მანამდე კი იგივე საკითხს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ უჭერს. “ნაციონალური მოძრაობა” კი, საკუთარი, ალტერნატიული წინადადების დარეგისტრირებას გეგმავს. “დღეს მეორე მოსმენით იქნება განხილული კანონპროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა და რომელსაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, ვინაიდან არის განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ცვლილებები. დღესვე კომიტეტზე იქნება განხილული ჩვენს მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადებები. ეს ეხება ხმის მიცემის ფარულობას, ასევე ძალადობისა და ზემოქმედებების აღკვეთას, საარჩევნო უბნების დაცვას,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ. უმრავლესობა კი არ გამორიცხავს, რომ…

მეტი...

მესტიის მიმართულებით დღეიდან ფრენები განახლდება

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის მოიხსნა და რამდენიმეკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისები განახლდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში ხუთჯერ შესრულდება. „სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისებიც „კოვიდ-19“-დან გამომდინარე ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცირება, თერმოსკრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა“, –…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ტესტი 190 ადამიანს ჩაუტარდა. ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობენ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 384 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გორში, ბიო-დეგრადირებადი პარკების საწარმო დაათვალიერეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს საწარმოს დირექტორმა გოჩა ყარყარაშვილმა უმასპინძლა და სამუშაო პროცესი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 25 ადამიანი, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება. კომპანია „ეკო ჯორჯია“ პირველი საწარმოა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ბიოპლასტიკის გრანულებს, მასალას, რომლისგანაც ბიოდეგრადირებადი პარკი მზადდება. პროდუქტი პოლიეთილენის ალტერნატივაა და სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ 472-ე დადგენილებას, რომელიც პოლიეთილენის პარკების მოხმარებას, იმპორტს და რეალიზებას არეგულირებს. კომპანიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული რომ იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ, ყველა გამოწვევას თვალი უნდა გავუსწოროთ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და ამისთვის ჩვენ მზად ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მისი წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. ​„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე დგომა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნდობას გავამართლებ. უნდა ითქვას, რომ გორი და შიდა ქართლი არის საქართველოს გული, ცენტრი და ლიტერატურულად „გულქართლსაც“ უწოდებენ. ეს არის…

მეტი...