კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ორი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. მისივე თქმით, საქართველოში დღეს კორონავირუსისგან არც ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულა. „გუშინდელი მონაცემებით, ქევყანაში გახლდათ 1 429 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ შვიდი და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1436. ამ შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობოლის მძღოლია. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებია, იყო 1 150 და იგივე მონაცემები რჩება. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია, 80 პროცენტი გახლავთ“, –…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებში 259 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მისივე თქმით, აქდან ოთხის მდგომარეობა მძიმე, 23-ის კი კრიტიკულია. რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, ორის კი მძიმეა. „კოვიდ-ცენტრების რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობს ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 23 მძიმე პაციენტი. ჩვენს ცენტრში გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტი. მათი მდგომარეობა ორი დღეა, სტაბილურია, აღარ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე მეტყველებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

რუხის საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოს დღეს დატოვებენ. რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან სულ რვა პაციენტი განიკურნა. ყველა ე.წ. ლენჯერის კლასტერიდანაა. წუხელ მესტიიდან რუხის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს. შესაბამისად, ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ხუთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია ბავშვის მამის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია ბავშვის მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 4 წლიანი პატიმრობა არაფერია იმ დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა. როზა ბოგვერაძე სიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე შესაძლოა, პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ ყოფილა შესული, მაგრამ სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ, როგორ ძალადობდა თავის დროზე მამაკაცი მეუღლეზე და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ. როზა ბოგვერაძე აღნიშნავს, რომ გუშინ, ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ ის დაკითხვაზე წაიყვანეს და მან პოლიციელებს ჩვენება მისცა. სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას ბრალი გუშინ წაუყენეს და დღეს სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში​ კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა. დე ფაქტო უწყების ცნობით, გუშინ ჩატარებული 140 ტესტიდან ვირუსი 15 პირს დაუდასტურდა. ოკუპირებულ რეგიონში საერთო ჯამში ინფიცირების 262 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 15 ინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

„ოცნებამ“ თავისი წევრების დიდ ნაწილს სატყუარა გადაუგდო” – დავით ჭიჭინაძე

„ოცნება“  ოქრიაშვილების „პატრონობით“ კი როგორც ჩანს დაიღალა“ – ამის სესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე და თვლის, რომ მმართველი გუნდი სიის გამოცხადებას შეგნებულად აჭიანურებს. „ქართული ოცნების” მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება ბოლომდე გაწელოს პროპორციული სიის გამოცხადება, ხალხი ოპოზიციაში რომ არ გაექცეთ. ანუ, სახეზეა სატყუარას გათამაშება – არც სიაში ჩაწერენ და  სხვაგანც ვეღარ მოხვდებიან. თუმცა არც ის არის გამორიცხული,  სიის მიღმა დარჩენილების ნაწილს  მაღალი  თანამდებობები შესთავაზონ, თუმცა  ღიად ბევრი მაინც ვერ დაუპირისპირდება „ოცნებას”.  მაგრამ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, პოლიტიკოსები განსაკუთრებით, საერთოდ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ, იმიტომ, რომ ხალხის ინტერესების…

მეტი...

140 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინა გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. „კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდებზე უკვე გამოქვეყნდა. წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ ექვსი კორპუსი შენდება, სადაც ბინას დამატებით 420 ოჯახს გადავცემთ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 150-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

მეტი...