„გიორგი ანწუხელიძემ მისცა მაგალითი თითოეულ ჩვენგანს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო“ – არჩილ თალაკვაძე

„სამშობლო და თავისუფლება – ეს არის ის ღირებულებები, რასაც ჩვენმა წინაპრებმა შესწირეს თავისი სიცოცხლე, მოღვაწეობა და ძალისხმევა  და დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და თავისუფლებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა გმირმა მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულის მაგალითი მისცა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი, სტაბილური სახელმწიფო და შრომით მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინაპრებმა…

მეტი...

“თავდაუზოგავად ვშრომობდით და გავაგრძელებთ შრომას ბოლნისის მომავალი წარმატებისთვის” – გოგი მეშველიანი

ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რაც ამ დიდი, გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარს ეკისრება და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წინსვლის, განვითარების და წარმატების იმედი, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში წარდგენაზე. თავის გამოსვლაში დეპუტატობის კანდიდატმა პატივი მიაგო გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი ვაჟკაცები ქმნიან საქართველოს მებრძოლ სულს და ჩვენი მომავალი წარმატების საყრდენი არიან. გოგი მეშველიანმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს სულხან-საბა ორბელიანის მშობლიური კერიდან…

მეტი...