ძებნის უკვე 25-ე დღე – ილია ფილფანის კვალს დღემდე ვერ მიაგნეს

სვანეთში დაკარგულ მოზარდთან დაკავშირებით ვითარება უცვლელია. დღეს ძებნის უკვე 25-ე დღეა. მაშველები და სამართალდამცველები 13 წლის დაკარგულ ბავშვს ყველგან ეძებენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. სამძებრო სამუშაოები თბილისში, ზუგდიდსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.

მეტი...

“მესტიაში ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება” – შსს

შსს-ს ცნობით, პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ. გასული ღამის განმავლობაში სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორებს საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ…

მეტი...

“შინდისის ბრძოლა არის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორია”- ირაკლი ღარიბაშვილი

შინდისის ბრძოლა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორიაა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისში, მემორიალთან განაცხადა. „შინდისის ბრძოლა არის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული, შთამბეჭდავი გმირობისა და თავგანწირვის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს მადლობას ვეუბნებით, რომ ასეთი შვილები აჩუქეს სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს. ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვუხდი მათ და ქედს ვიხრი მათ წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შინდისის ბრძოლის წლისთავთან…

მეტი...