დღეიდან საგამოცდო პროცესში მასწავლებლობის მსურველები ერთვებიან

დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო პროცესი დაიწყო. წელს საგნობრივი გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 000 ათასამდე პირს აქვს გავლილი. მასწავლებლობის მსურველები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარებენ. საგამოცდო ცენტრები დედაქალაქის გარდა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი. გამოცდებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 30 ივლისს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესს თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. „12 000 ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული. აპლიკანტებს სამუშაოდ აქვთ საკმაოდ ხანგრძლივი დრო – ხუთი საათი.…

მეტი...

დაკავებულია “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე – სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა 750 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მეტი...

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

გუშინ გვიან ღამით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. აქციაზე საქმის გამომძიებელი მივიდა. ოჯახის ძირითადი პრეტენზია გამოძიებასთან იმ კომპიუტერის შესწავლაა, რომლითაც დაკარგული გოგონა სარგებლობდა. გამომძიებლის ინფორმაცით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კვალის მისაგნებად ყველა შესაბამისი პროცედურა ტარდება: „ათასი ოპერატიული- საგამოძიებო მოქმედება ტარდება. დრონები მუშაობს. ხვალ დილიდან უნდა ჩაერთოს ვერტმფრენიც. თქვენს მეუღლეს ყოველწუთიერად ვაყენებთ საქმის კურსში. მოწოდებული ვართ მოკლე დროში ვიპოვოთ ბავშვი. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ჩვენც მოგვაწოდეთ. კომპიუტერი არის “ეფლის”, რომელსაც ადევს პაროლი, გკითხეთ, არ იცოდით, ვმუშაობთ ამაზეც”, – განუცხადა გამომძიებელმა გოგონას დედას.

მეტი...

„სურვილი მაქვს მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობის პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში მხარდაჭერა ნამდვილად მაქვს“ – ბექა ოდიშარია

„მე კრწანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ცუდი და ამაზე შეგიძლიათ კრწანისის მოსახლეობასთან გქონდეთ კომუნიკაცია. ისევე როგორც ცნობილია ჩემი დამოკიდებულება დიასპორის მიმართ და ის აქტივობები, რომლებიც დიასპორის როლის გასააქტიურებლად ამ პერიოდში ჩემი და ჩვენი კომიტეტის მიერ იქნა გაკეთებული“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ. „ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი ბმა იმ რაიონთან, სადაც კენჭს იყრის, ყოველ შემთხვევაში, უკეთესია თუ ასე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის მაჟორიტარი ვარ, მთაწმინდას, იქ მაცხოვრებელ ხალხს და მათ პრობლემებს არასოდეს არ მოვწყვეტილვარ. მთაწმინდა ძალიან საინტერესო უბანია, ის არის თბილისის გული…

მეტი...

„ყველა ფაქტი ხელახლა გავიარეთ“ – დაკითხვიდან გამოსული დიჯეი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში მორიგი დაკითხვიდან გამოსული „დიჯეი კოკო“ მედიასთან დამატებით განმარტებებს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ყველა ფაქტი თავიდან გაიარეს.   „ხელახლა გავიარეთ ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც  მქონდა ინფორმაცია და ასევე, იყო დამატებით შეკითხვები. სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა. მოგეხსენებათ დიდი საქმეა და არსებობს ბევრი კითხვა“, – განაცხადა შს შენობიდან გამოსულმა დიჯეიმ მედიასთან. შეგახსენეთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული 17 პირის პირველი სასამართლო პროცესი 31 ივლისს იმართება. გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს, სასამართლოში საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით წავიდეს. აქედან გამომდინარე, შსს- საქმეზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს და ყველა მონაწილე პირის დაკითხვა ხელახლა,…

მეტი...

„ქართული ოცნება“  საარჩევნო კამპანიას 4 წლიანი განვითარების გეგმაზე ააგებს

„ჩვენ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ,  მათ შორის, ამ კანდიდატების სიძლიერის გავითვალისწინებით მივიღებთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და სწორებას ქვეყნის 4 წლიან განვითარებაზე აკეთებს.   „ჩვენ ვთქვით, რა იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ეს იყო წარმატება – წარმატებულად განვლილი ცხოვრება, საქმიანობა, გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სფეროში. წარმატებას აქვს თავისი მიზეზი, თავისი საფუძველი. ეს საფუძველი არის კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, ღირსება, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და, ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სიყვარული საქმის, ქვეყნის და იმ უბნის თუ  რეგიონის, რომელსაც კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ უკვე მეათე მოწვევის პარლამენტში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, პანდემიამ საარჩევნო კამპანიაშიც გარკვეული ცვლილებები…

მეტი...

„ჩემი მიზანია,  იდეების განხორციელების ხელშემწყობი საშუალება იყოს პარლამენტი“ – მიხეილ ყაველაშვილი

„საყოველთაო ჯანდაცვა, რითაც ვამაყობთ, რომ ამდენი ადამიანი გადარჩა, დაახლოებით ამდაგვარ პროექტს გვინდა ჩავუყაროთ საფუძველი, რომ გადარჩენილი ადამიანების ჯანსაღ ცხოვრებაზე ვიყოთ ორიენტირებული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული და ამის ფუნდამენტს ვქმნით,“ – აცხადებს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი. მისი თქმით, პოლიტიკოსობა მისი სამიზნე არ არის, თუმცა, პარლამენტის წევრობა სწორედ ერთგვარ იარაღად, საშუალებად სჭირდება.      „ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ პარლამენტის წევრი გავმხდარიყავი ან პოლიტიკოსი.  ჩემი მიზანი იყო, იმ საქმეში, რომელსაც ვემსახურები, შეძლებისდაგვარად ხელშემწყობი საშუალება ყოფილიყო პარლამენტი, რომ ეს იდეები განმეხორციელებინა პარლამენტის საშუალებით. იმიტომ,…

მეტი...