ალექსანდრე გეჯაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილი წააქციეს და ზურგში ურტყამდნენ

სამედიცინო ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის თქმით, დიდი ალბათობით, გიორგი შაქარაშვილი წაიქცა ან წააქციეს და ზურგში ურტყამდნენ. ექსპერტი  არ გამორიცხავს, რომ  ეს ასე იყო. „გამოძიებას, ამ ეტაპისთვის საკითხი ასე არ დაუყენებია და არც  ეს კითხვა დაუსვამს. თუ აღნიშნული კითხვა გაჩნდება ვუპასუხებ, რომ სავსებით შესაძლებელი და დამაჯერებელია. ამას კომპლექსური ექსპერტიზაც დაადგენს. დიდი ალბათობით ეს დასაშვებია“ – განუცხადა ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მეტი...