გერმანიაში ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა დღეს იწყება  

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟიც ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის შემდეგი ეტაპი გერმანიაში დღეს იწყება. ცოტნე გამსახურდიას ძმა გიორგი გამსახურდია  მკურნალობისა და დახმარებისთვის მადლობას ბიძინა ივანიშვილს უხდის.    “ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბ.ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ”- წერს გიორგი გამსახურდია.

მეტი...

მავნე მწერების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის გაზაფხულზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ( ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება. „ბორჯომის პლატო მავნებლით ყველაზე დაზიანებულ ადილს წარმოადგენს. ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

მეტი...

„წელს კალიების მაღალი გავრცელება შეინიშნება“ – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოსინფორმაციით წელს კალიების რიცხვის ზრდა შეინიშნება, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხია განმარტავს, გასულ წლებთან შედარებით კალიების გავრცელების მაჩვენებელი წელს გაზრდილია. სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 38 ათასი ჰექტარი ფართობი.

მეტი...

ზუგდიდში, მდინარეში 15 წლის მოზარდს ეძებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ, თვითმხილველების ინფორმაციით მოზარდს პირუტყვის მწემსვის დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცუდი ხილვადობის მიუხედავად სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

„პანდემია უარეს სახეს მიიღებს“ – ვირუსი, პირველი მტერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას და მათ ხელისუფლებას აფრთხილებს. როგორც ჯანმო-ს ხელმძღვანელი აცხადებს, დაავადება არ ჩერდება და ეს სწორედ ხელისუფლებისა და მათი მოსახლეობის ქმედებებზეა  დამოკიდებული.   „კორონავირუსის“ პანდემია კიდევ უფრო უარეს და უარეს სახეს მიიღებს, თუ კონკრეტული ქვეყნის მთავრობა არ გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. სხვადასხვა ქვეყანაში შეინიშნება შემთხვევების საშიში ზრდა. ეს ის ქვეყნებია, სადაც რისკების შემცირებისთვის დაწესებული ზომების აღსრულება და დაცვა არ ხდება“ – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი. მისივე გაფრთხილებით, ვირუსი ვერაგია და ის მსოფლოს მოსახლეობის ნომერი პირველი მტერია: „ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი რჩება მოსახლეობის ნომერ…

მეტი...

ბელიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. დაშავებული, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

მეტი...

ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში 171 ადამიანი დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ვარშავა-თბილისი სამშობლოში 171 ადამიანი დაბრუნდა. „მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 96 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5600-მდე ადამიანია განთავსებული“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...