“თუ რაიმე გადაცდომა დაფიქსირდება პროკურატურამ ახალი გამოძიება უნდა დაიწყოს” – პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს. მისივე თქმით, თუკი გამოძიების შემდეგ რაიმე საეჭვო გარემოება დაფიქსირდება, შესაძლო გადაცდომებზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სხვა ახალი გამოძიება პროკურატურამ.  “მთავრია გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა, ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების შემდეგ, ვინმემ დაუშვა შეცდომა, ან არ შეასრულა თავისი მოვალეობა შესაბამისად, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელზეც კიდევ სხვა გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს საქმე ჭორაობის საგანი არ უნდა იყოს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მეტი...

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, საქართველოში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთის წყაროს ეპიდემიოლოგები იკვლევენ. დანარჩენი ოთხის პირველწყარო კი ცნობილია.  “დღეს 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქს. შესაბამისად ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები და ის 973-ია. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2 პაციენტია, სულ კი 846 გამოჯანმრთელებული გვყავს. 5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტია, ერთ მათგანზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის თვალსაზრისით.  რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გუშინ 22 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, მათგან გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და უკვე გაეწერა. დღეს კი შემოგვემატა 2 ახალი…

მეტი...

„კონგრესის გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი“ – ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ამერიკის კონგრესის მთავარი გზავნილი სასამართლო სისტემის არა ეფექტურობას ეხება, კონგრესმა 9 ივნისს უკვე მიიღო ეს კანონპროექტი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ამერიკის დახმარების 15% შეუმცირდება საქართველოს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშილმა განაცხადა. ჯანეზაშვილი აშშ -ს კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ სანქციების კანონპროექტს ეხმაურება და თვლის, რომ ქვეყანაში სასამართლო კლანებით იმართება, რაც მისივე მოსაზრებით სანქციის მიზეზი გახდა. კონგრესის კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც საქართველოს 15% – იანი დახმარება შეუმცირდება  მეორე საკითხად დასახელებულია სასამართლო სისტემა, თუ რამდენად ეფექტიანად ართმევს თავს ქვეყანა სასამართლო რეფორმას, ცხადია ამ პროექტით უარყოფითად ფასდება სასამართლოს…

მეტი...

იტალიამ 13 ქვეყანას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა

კორონავირუსის მონაცემების მატების გამო სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება შეზღუდეს და ღამის კლუბები დახურეს ბულგარეთში. პრევენციის მიზნით 13 სახელმწიფოს, მათ შორის სომხეთს, სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა იტალიამ. მონაცემების კლების ფონზე შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს დიდი ბრიტანეთი, სადაც მომდევნო კვირიდან სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზები და სილამაზის სალონები განაახლებს მუშაობას.

მეტი...

ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს ოპერაცია კლინიკა “მედცენტრში” უკვე ჩაუტარდა, მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით, ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კაფეში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შველას ითხოვდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მყოფმა მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. “ამ ტერიტორიაზე სულ ხმაურია, ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან, მაგრამ ყურადღება მიიქცია ახალგაზრდამ, ის შველას ითხოვდა. მივედით, მუცელზე ხელი ჰქონდა მიჭერილი, სასწრაფო ჩვენ გამოვიძახეთ. სავარაუდოდ, შემთხვევა სხვაგან მოხდა და ახალგაზრდა აქამდე…

მეტი...

ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

აქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, კუთვნილ საამქროში აწარმოებდა თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს. ამასთან, 28-ით გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ამ დროისთვის აღნიშნული მონაცემი 31-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.

მეტი...

„მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ვიდეომიმართვები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ. „საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ის გზა და საშუალება, რისი გამოყენების უფლება და მეტიც, ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და განსაკუთრებულად აქტიურია სიცრუის  ნაკადები იმ მიმართულებით, რომელ სფეროებშიც ან პოზიტივია მოსათხრობი, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაქვს გადადგმული. ზოგადად, დეზინფორმაცია არა მარტო პოლიტიკური ხასიათის  მატარებელია, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ, გლობალურ თემებს ეხება, არამედ ყოველდღიურობის…

მეტი...

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან შს მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისთვის, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის პოსტი ურსეს 5 წლის განმვალობაში ეკავა.

მეტი...

აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული, 60 500 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 60 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ეს აშშ-ისთვის ერთი დღის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელია. აშშ-ის 50 შტატიდან 41-ში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები მზარდია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი ფლორიდის, ტეხასის, კალიფორნიისა და არიზონას შტატებშია. ბოლო ერთ დღეში ფლორიდაში „კოვიდ-19“-ის 9 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 120 ადამიანი გარდაიცვალა. ფლორიდაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ საჯაროვდება, მაგრამ მიმდინარე კვირაში ფლორიდის 40-ზე მეტი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია.

მეტი...

კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელშიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობებია წარმოდგენილი

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს დაფინანსებაზეცაა საუბარი. კანონპროექტს მხარი 29 კანონმდებელმა, 21-ის წინააღმდეგ დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 მილიონ ზე მეტ დოლარს მიიღებს, დახმარების 15% კი შესაძლოა იქამდე შეჩერდეს, სანამ შტატების სახელმწიფო მდივანი კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხით.

მეტი...

პირი, რომელიც გლდანში უმისამართოდ ისროდა დაკავებულია

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. „2020 წლის 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ – 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე…

მეტი...

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. „მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატო-ს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში…

მეტი...

რა გახდა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

დღეს უნდა გახდეს ცნობილი რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი. დიდი ალბათობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა კვლევის პასუხი იცის, თუმცა ის დუმილს ინარჩუნებს. მოხდება თუ არა მუხლის გადაკვალიფიცირება, დაუმძიმდება თუ არა ბრალი რომელიმე დაკავებულს და გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე – ეს ყველაფერი ისევ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული. დაღუპული ბიჭის ბიძა იმედოვნებს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხები კონკრეტული იქნება. “იმედი გვაქვს რომ სამივე ძირითად კითხვაზე გაეცემა პასუხი. ეს გახლავთ გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, დაზიანებების ხარისხი და ის, თუ როდის იქნა ეს დაზიანებები მიყენებული.  ოჯახის…

მეტი...