“სამოთხეში ასე ვერ მოხვდები“ – ვინ მოხვდება სამოთხეში? ენძელა მაჭავარიანი „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი „მედიაცენტრ მთავარს“ პარლამენტში ქალთა რაოდენობის საჭიროებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც ქალების მიმართ სოლიდარული არ იქნება, ის სამოთხეში ვერ მოხვდება. რას ფიქრობს დეპუტატი პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდაზე – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან.“     შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიეტები ვალდებულნი არიან, საარჩევნო სიებში ყოველი მეოთხე ქალი ჰყავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაციიდან მოიხსნებიან.

მეტი...

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ბოლო ერთ დღეში აშშ-ში „კოვიდ-19“ 53 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ერთი დღის მაჩვენებლით, მსგავსი რაოდენობის ინფიცირების შემთხვევა პირველად დადასტურდა. ბოლო ერთ დღეში აშშ-ში კორონავირუსით 649 ადამიანი დაიღუპა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს უკვე 128 677 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების შემთხვევებმა აშშ-ში 2 მილიონ შვიდასი ათასს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 840 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა საჯარო სივრცეში სახის დამცავი ნიღბების ტარების ბრძანება გამოსცა.

მეტი...

„კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ოპოზიციას  რამდენჯერმე შევთავაზეთ, მათ შორის, საკომიტეტო განხილვის და პლენარული სხდომის დროს, გავაფორმოთ მემორანდუმი, რომლითაც შევთანხმდებით და გავინაწილებთ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ  არ დავიკავებთ 25-მეტრიან რადიუსს ანუ საარჩევნო უბნებზე არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი აქტივისტები“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით,  ჯერჯერობით ოპოზიცია დუმს. „მიზეზები აბსოლუტურად გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ  როდესაც საუბარია რადიუსის დაკავებაზე, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აკეთებენ ხოლმე ამას. მაგალითად, 2019 წლის არჩევნების დროს გვქონდა მცდელობა, რომ დაგვეტოვებინა ცარიელი 25-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნებთან.   6 ოლქში გვქონდა არჩევნები და მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს აქტივისტებს.…

მეტი...

გორის სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თურქეთის მოქალაქეს ბრალი გუშინ წარედგინა. მომხდარზე გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ პოლიციელი ორი დღის წინ, საკუთარ სახლში მძინარე მდგომარეობაში მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. ბრალდებული მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

მეტი...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში იგი წინასწარ მოახდენდა მეწარმის ინფორმირებას. “აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს…

მეტი...

პოლიციამ სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74”-ის მოდელის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი, 72 საბრძოლო ვაზნა და სანადირო თოფი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

გლდანში, ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა

გლდანში, ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული ბავშვი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

მეტი...

ფოთში მკვლელობა მოხდა

ფოთში 45 წლის მამაკაცი მოკლეს, მას ჭრილობები გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა. ,,პაციენტი 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა ”, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა. შსს – ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...