“გიორგი გაბუნიას უღირს საქციელს ბოლო უნდა მოეღოს ” – რუსი დეპუტატი

რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს. „არსებობს მუხლი მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ამ ჟურნალისტის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული,“- განაცხადა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა. მისივე თქმით, ეს იყო გაბუნიას პირადი მოსაზრება და საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რუსეთის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ვინაიდან „რუსი ტურისტები ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროა.“ შერინმა ასევე განაცხადა, რომ გაბუნიას უღირსი საქციელი უნდა შეწყდეს და თუ ეს „ქართული კანონებით ვერ ხერხდება, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს.“ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მეტი...

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას გნაცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდან არის, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს. „საქართველოში გუშინდელი მონაცემებით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 911, დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა და გვყავს 914. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც სამით გაიზარდა და გახდა 771. სამი ახალი შემთხვევიდან, ორი არის შემოტანილი შემთხვევა, საკარანტინო ზონიდან, ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“,- აღნიშნა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ხანძრის შედეგად დაიღუპა

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. 36 წლის ქალის ცხედარი სალონიკის ცენტრში, საცხოვრებელ სახლთან მდებარე გაზონზე იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც მას ცეცხლი ჯერ კიდევ ეკიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევა ეგნატიას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, საქართველოს მოქალაქე ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. მომხდარი შემთხვევის გარემოებები ამ დროისთვის უცნობია. როგორც ბერძნული მედია წერს, ახლოს მცხოვრებმა მამაკაცმა მძიმე საგნის დაცემის ხმა გაიგო და როდესაც ადგილზე მივიდა აღმოაჩინა ადამიანის ცხედარი, რომელსაც კვამლი ასდიოდა. თვითმხილველების თქმით, მათ გაზის ან რაიმე სხვა აფეთქების ხმა არ გაუგონიათ. ადგილზე მისულ მეხანძრეებს…

მეტი...

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ქუთაისსა და გორში 156 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.​ მათივე ცნობით, 156 ახალაშენებული ბინიდან 135 – ქალაქ ქუთაისში, ხოლო 21 ქალაქ გორში მდებარეობს. „სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა. საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს“, – აცხადებენ სამინისტროში. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.

მეტი...

ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში მაშველები, ამ დრომდე ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ 41 წლის კაცს. სამძებრო სამუშაოში სამი მყვინთავია ჩართული. მიმდინარეობს მონიტორინგი წყლის ზედაპირზე. ახლობლების ინფორმაციით, ის ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია გაუჩინარებულის პირადი ნივთები: ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

მეტი...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებენ

ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტს კანონმდებლები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა კომიტეტის შენიშვნები და ბიუჯეტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაზარდა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ შეასრულებს მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. „მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი კომიტეტის გარკვეული შენიშვნები; გაიზრდება დახმარებების მიმღებთა რაოდენობა, ასევე, წარმოდგენილია ვალების მდგრადობის ანალიზი, რასაც კომიტეტი განსაკუთრებით ითხოვდა. სესიაზე მოხდება როგორც განხილვა, ასევე უმრავლესობის მიერ ბიუჯეტის მხარდაჭერა და დამტკიცება. გადამუშავებულ საბოლოო ვერსიაში მაკროეკონომიკურ პარამეტრები სრულად არის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევაა დადასტურებული.ამასთან, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, რომელიც 768-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. 

მეტი...

“მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური პარტია ანა დოლიძესთან ერთად

ალეკო ელისაშვილმა მისი პარტიის სახელი დაასახელა. ელისაშვილის თქმით, მის პარტიას, რომლის რეგისტრაციაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, “მოქალაქეები” ერქმევა. “ყველაზე დიდი რესურსი ამ ქვეყნის არის მოქალაქეები, მთავარი იდეოლოგია და მიზანი იქნება საქართველოს წინსვლა და გამდიდრება, ამ მიზნამდე როგორ მივალთ- ცოტა მარცხენა, ცოტა მარჯვენა, ძაან მარჯვენა თუ ცენტრისტული ხედვებით, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიას არეგისტრირებს სამოქალაქო მოძრაობის ჯგუფი და ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არიან ახალი პლატფორმის წევრები და არა მისი პარტიის. “ამაზე ლაპარაკი არ გვქონია, ჩვენ ერთად დავდექით ახალ პლატფორმაზე და მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს,”…

მეტი...

„თუ არ ამირჩევენ, ესე იგი არ მიფიქრია საბურთალოზე“ – ალეკო ელისაშვილი

„აქ დავდგები თუ იქ დავდგები, თუ დავდგები, ისევ საბურთალოზე“ – ალეკო ელისაშვილი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარად აპირებს და თუ არ აირჩევენ, საბურთალოელების ბრალი იქნება. „მე, ლევან კობერიძე, ანა დოლიძე და ლევან იოსელიანი ერთად ვდგავართ და რაღაცეებს ვხედავთ. ჯერჯერობით მაჟორიტარებზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თუ დავდგები, ისევ საბურთალოზე, თუ მე არ ამირჩევენ, ესე იგი არ მიფიქრია საბურთალოზე  და არაფერი გამიკეთებია. ჯოჯოხეთური ორპოლუსიანობა უნდა დაინგრეს“ – აცხადებს ელისაშვილი, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა დააანონსა.     

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომლებსაც არ აინტერესებთ რას ფიქრობს მათზე დასავლეთი” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ევროპულ საქართველოსა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიპლომატების მოწოდების სანახევროდ შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათთვის დიპლომატების განცხადებები არაფერს ნიშნავს.   „ელჩებმა, ჯერ კიდევ პირველ კენჭისყრამდე, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის დროს ერთ-ერთმა რადიკალურმა პარტიამ – „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ამით სანახევროდ შეასრულეს ელჩების მხრიდან გაკეთებული მოწოდება, თუმცა არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არც „ევროპულმა საქართველომ“ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არად დაგიდებენ ელჩების ასეთ მოწოდებას“, – ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ…

მეტი...