“ჩანაწერი არ მინახავს, თუმცა გარკვეული ინფორმაცია რომ არსებობდა, ეს არ დაუმალავს ნიკა გვარამიას” – გიორგი გაბუნია სააკაშვილი – ადეიშვილის ჩანაწერზე

ჩანაწერი არ მინახავს, თუმცა გარკვეული ინფორმაცია რომ არსებობდა, ეს არ დაუმალავს ნიკა გვარამიას, სწორედ ამის გამო გავიძლიერე დაცვა და ფაქტობრივად ტყვედ ვარ ქცეული, – ასე უპასუხა კითხვას, ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც უკრაინული სააგენტოს მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარს ეხებოდა. როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რადგან ნიკა გვარამიას ჰქონდა ამ საკითხზე ინფორმაცია, გასაკვირი არ არის, რომ ამის შესახებ სხვებსაც სცოდნოდა. „მე რაც ვიცი, ნიკა გვარამიამ მითხრა, რომ სუს-ისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვინ იყო, რა იყო, არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ. კითხვაზე, გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საიდან შეიძლება ჰქონოდათ ინფორმაცია ადეიშვილსა და სააკაშვილს გაბუნიას…

მეტი...

“ყველა გამოკვლევა მიუთითებს, რომ არც ცალკე და არც ერთად ოპოზიციას არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა გამოკვლევა, რეიტინგი, საზოგადოების განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას არც ცალკე და არც ერთად საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს. „ისინი უნდა მოემზადონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ჩვენ ყველა ვარიანტში დიდი პასუხიგებლობით ვუდგებით არჩევნების საკითხს. თუ მათ ეყოლებათ საერთო მაჟორიტარები, შეგვიძლია, ვარაუდი გამოვთქვათ, რომ პირველ ტურში ყველაფერი დასრულდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, ხოლო თუ საერთო კანდიდატებზე ვერ შეჯერდებიან, შესაძლებელია, რამდენიმე ოლქში მეორე ტურიც კი გახდეს საჭირო, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა ოპიზიციის წარმომადგენელი დაამარცხოს. მათ თავიანთი დღის წესრიგი და გარკვეული უთანხმოება აქვთ ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში,…

მეტი...

“გამოძიებამ უნდა შეაფასოს მაღალჩინოსნების, მათ შორის გიორგი გახარიას მოქმედების კანონიერება” – საია 20-21 ივნისის მოვლენებზე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ სამ თანამშრომელზე. “სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მომხდარა სრული და ობიექტური გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების. სისტემურად ჩვენ არ გვინახავს რა პროცესი იყო, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოქმედება ვნახეთ. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დღემდე არაა პასუხი გაცემული და პროკურატურის ძალისხმევა ჩვენ არ გვინახავს ამ მიმართულებით, რომ მათი ობიექტური სურვილია, რომ დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება. შეგვიძლია ვისაუბროთ ასევე 20-21 ივნისის ღამეს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილ განსკუთრებულ აგრესიაზე და ეს მიუხედავად იმისა,…

მეტი...

„საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციის გამჟღავნების კუთხით პირველ ადგილს იკავებს“ – კახა კუჭავა

„IDFI-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას და ამჯერად ის პირველ ადგილს იკავებს საჯარო ინფორმაციის გამჟღავნების კუთხით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ როგორც წინა ასევე, ამ მოწვევის პარლამენტში, ძალიან დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია. „ჩვენ გვახსოვს საქართველოს პარლამენტის მიღწევები საერთაშორისო დონეზე, როდესაც 2015 წელს აღიარეს, როგორც ყველაზე ღია პარლამენტი მსოფლიოში. ძალიან დიდი სამუშაო გასწია საბჭომ როგორც წინა ასევე, ამ მოწვევის პარლამენტში, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ…

მეტი...

„დამაკავშირეს სასამართლო კლანთან, გაიხსენონ ყველაფერი დოლიძემ, კობერიძემ, როგორ გახდა ანა საბჭოს წევრი“ – ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სამმა პოლიტიკოსმა, რომლებმაც უკვე ახალი პლატფორმა შექმნეს, სასამართლო სისტემის ე.წ კლანთან დამაკავშირეს, მე მათ ვურჩევ, გაიხსენონ ის დრო, როდის გაჩნდა მათ ლექსიკონში ეს ტერმინი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. ჯანეზაშვილი ლევან კობერიძეს და ანა დოლიძეს წარსულს ახსენებს, ის თვლის, რომ დოლიძის არჩევა თავიდანვე შეცდომა იყო. „ლევან კობერიძემ ისიც უნდა გაიხსენოს რა რეფორმებს დაუჭირა მხარი, როცა „ქართულ ოცნებაში“ იყო. დამაკავშირეს სასამართლო კლანთან, გაიხსენონ ყველაფერი, დოლიძემ, კობერიძემ, როგორ გახდა ანა საბჭოს წევრი, სამწუხაროდ თავის დროზე, როდესაც ის პრეზიდენტმა დანიშნა არამოსამართლე წევრად ეს იყო დარღვევა, როდესაც…

მეტი...

„ის არ თმობს ამ თანამდებობას, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს, წავიდეს“ – ჯანეზაშვილი დოლიძეზე

“ანა დოლიძემ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, ის ორივე თანამდებობას ებღაუჭება ‘’ – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯანეზაშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც მისი თქმით ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას. “ვინ მოდის პოლიტიკაში, ვინ არის სასამართლო სისტემაში საზოგადოებამ უნდა იცოდეს. დაქალობით, მეგობრობით ან ნათესაობით ამ ქვეყანაში საკითხები აღარ უნდა წყდებოდეს. სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, აქ დასამალი არაფერია. ანა დოლიძე არ თმობს თანამდებობას, რადგანაც დარწმუნებული არ არს, რომ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს. ამიტომ, ცდილობს, შეინარჩუნოს ორივე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოც და პოლიტიკური აქტიურობაც. სადაც გამოუვა, იქ…

მეტი...

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო მეორე იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე თქმით, ახალი პაციენტებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ აღნიშნულ პაციენტთან დაავადების პროგრესირება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მცირე კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც ინფექციურში მკურნალობენ, ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკას ძირითადად საშუალო და მსუბუქი პაციენტები ჰყავს. ამაჟამად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშო კოვიდდადასტურებული 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებში კი კვლავ 140 პაციენტი რჩება. „გუშინ იყო 893 შემთხვევა, დაგვემატა…

მეტი...

„კოვიდ-19“-ის თავდაპირველმა წარმატებამ, შესაძლოა, საქართველოს გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს” – შეინ როზენტალი

ეკონომიკური აქტივობების ეტაპობრივი გახსნის პროცესში საქართველოს უნიკალური საშუალება ეძლევა ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს. ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო აღსანიშნავად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. „მსხვილი რეგიონული სავაჭრო და საერთაშორისო ტურისტული ცენტრის რანგში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა ახალი კორონავირუსისადმი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანამ საოცრად კარგად მოახდინა პანდემიაზე რეაგირება…

მეტი...

„ჩუგოშვილისგან არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ჩემთვის დაერეკა და გაჩუმება ეთხოვა“ – ნაზი ჯანეზაშვილი თამარ ჩუგოშვილზე

„თამარ ჩუგოშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მირეკავდა და არამოსამართლე წევრმა ნაზი გაჩუმებას მთხოვდა“ – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯანეზაშვილმა პასუხი გასცა დამოუკიდებელ დეპუტატს, თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უარყო ჯანეზაშვილთან რაიმე სახის კომუნიკაცია. „ჩუგოშვილის მხრიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა გახარიას და მის მთავრობას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისგან ტელეფონის აღება და გაჩუმების თხოვნა აღარ უნდა იყოს გასაკვირი. წელიწად ნახევრის წინ, სწორედ ჩემი აქტიურობის გამო, მან გადაწყვიტა ჩემთან დაკავშირება. ბუნებრივია, ჩემთვის არ ყოფილა მისაღები, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი დამიკავშირდა და გაჩუმება მომთხოვა. რა თქმა…

მეტი...

“იანვარ-მაისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 16.2 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 235.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტით შემცირდა და 894.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, მიმდინარე წლის ხუთ თვეში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 162.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 141.9…

მეტი...

„იმ მაგიდასთან, სადაც სასამართლოს ბედი წყდება არ უნდა იჯდეს პოლიტიკოსი“  – ნაზი ჯანეზაშვილი

„არ ვუჭერ მხარს კლანურ ურთიერთობებს, სწორედ ამიტომ გამოვედი და დავუჭირე მხარი 7 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ანა დოლიძესთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ჯანეზაშვილი თვლის, რომ სასამართლო პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს. მას მიაჩნია, რომ ანა დოლიძეს თავისი პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე არ უნდა ჰქონდეს საბჭოს წევრის სტატუსი. „სამწუხაროდ, ანა დოლიძე იყენებს იმ შესაძლებლობას, რომ ორგანულ კანონში გათავისუფლების შესახებ არაფერი წერია და მას ვერ გაათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ანა დოლიძე ყველა პროცესს გამოიყენებს თავის პოლიტიკური ინტერესებისთვის.  მერ არ ვაპირებ დავას სასამართლოში, თვითონ უნდა იყოს ადამიანი…

მეტი...

ახალ ზელანდიაში მოქალაქემ პოლიციელი მოკლა

ახალ ზელანდიაში მოქალაქემ რუტინული შემოწმებისას ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაიჭრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. შეიარაღებული პირი ადგილიდან მიიმალა. მანქანით გაქცევის დროს კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა. ორივე პოლიციელი შეუიარაღებელი იყო, რადგან ახალ ზელანდიაში პატრულირებისას პოლიციელებს იარაღი თან არ აქვთ. ახალ ზელანდიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიციელი საკუთარი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს. ინციდენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი გამოეხმაურა. „დავკარგეთ პოლიციელი, რომელიც ყოველ ჩვენგანს ემსახურებოდა, თუმცა ზოგისთვის ის ასევე იყო ოჯახის წევრი და მეგობარი“, – განაცხადა არდერნმა.

მეტი...

“ევროკავშირის ქვეყნები აღიარებენ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის დროს, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიასთან ბრძოლას და იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით გამოხატა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დღეს უნდა გამართულიყო სამიტი, მაგრამ პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტირება შეიტანა სამიტის ფორმატში და აქედან გამომდინარე, სრულფასოვანი სამიტი 2021 წლის დასაწყისში, პორტუგალიის თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარდება. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაინც ჩატარდა ლიდერების შეხვედრა და ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველო პრემიერ-მინისტრისთვის, რომ წარმოედგინა საქართველოს პოზიცია და ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. “დღევანდელი შეხვედრის დროს, მნიშვნელოვანი…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ბათუმიდან ერთი პაციენტი გადაიყვანეს. როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, 41 ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მათივე ინფორმაციით, პაციენტის გადმოყვანა მისი სურვილით მოხდა. სტაციონარში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მეტი...

ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ლევან დავითაშვილმა Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამები ფერმერებს მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება. „ჩვენ ძალიან  მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, როგორც ექსპორტისთვის, ისე თვითუზრუნველყოფის ზრდისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას. სამინისტროს აქვს რამდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც უკავშირდება ორგანიზებულ აგროზონებს,…

მეტი...

512 კილოგრამი უაქციზო თუთუნის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000-ს ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მეტი...

“საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმების ამოქმედებას ევროკავშირი თვალს მიადევნებს” – ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. შარლ მიშელის განცხადებით, პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება და ევროკავშირი ქვეყანაში მოვლენების განვითარებას თვალს მიადევნებს. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერებას, კარგი მმართველობის განვითარებასა და კანონის უზენაესობის დაცვას. მისივე თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გააქტიურდება საქართველოსთან ვაჭრობა და ინვესტიციების დაბანდება.

მეტი...

“ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომელიც მიმართულია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის მონასტერთან მისასვლელ გზას, ავტოსადგომსა და ვიზიტორთა ცენტრს აშენებს. ტურისტების და მომლოცველების ავტოტრანსპორტის სიმრავლის გამო მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც ბოდბის მონასტერთან ხშირად იქმნებოდა საცობი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებენ ისარგებლონ ორდონიანი ავტოსადგომით, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანის პარკის გამწვანება-კეთილმოწყობის სამუშაოებიც. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ბაღებში რეგისტრაცია პირველი ეტაპი 12 ივნისს დაიწყო. „რეგისტრაცია ორ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპი გახლავთ პრიორიტეტული ბავშვების რეგისტრაცია, სადაც შვიდი კატეგორია არის, ძირითადად სოციალური სტატუსის მქონე ბავშვები არიან, ხოლო მეორე ეტაპი იწყება 19 ივნისს, 12:00 საათზე ე.წ. საყოველთაო რეგისტრაცია, როცა უკვე ყველა მსურველს შეეძლება ბავშვი დაარეგისტრიროს. პრინციპი არის დასწრებითობის, მოვუწოდებთ მშობლებს, მობილიზებული იყვნენ და წინასწარ გაეცნონ ჩვენი განაცხადის ფორმას, რომელიც არის ჩვენს ვებგვერდზე: kids.org.ge“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

მეტი...

“მივცემთ უფლებას, მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ მათი დამოკიდებულება” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ 1 წლის წინანდელი მოვლენების გამო პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება სწორედ “ქართული ოცნების” მონაპოვარია.  “ჩვენ მათ მივცემთ უფლებას მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ მათი დამოკიდებულება. ეს არის ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ჩვენი გუნდის მონაპოვარი, ამიტომ, ჩვენ მათგან განსხვავებით, როდესაც ისინი ხალხს არბევდნენ, ამის უფლების რეალიზების სრულ შესაძლებლობას მივცემთ და დავიცავთ მათ უფლებებს. იმედია, ისინი დარჩებიან იმ გამოხატვის ფორმაში, რაც არის აპრობირებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის: მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვა,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  2019 წლის ივნისის მოვლენებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2855 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

მეტი...

ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. გავცელებული ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც. შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტმა 2017 წელს დაამტკიცა. როგორც, საგარეო უწყებაში აცხადებენ, ზურაბ აბაშიძეს გადის მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელთანაც თავის მხრივ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც.

მეტი...

ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში დღეს გამოიკითხებიან. ნიკა გვარამია სასამართლოში 11:00 საათზე, ხოლო გიორგი გაბუნია 13:00 საათზეა დაბარებული. მანამდე ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში უპასუხებენ. უწყებას კითხვები ორივესთან, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქვს. საქმე ეხება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას. ამ ფაქტის მოკვლევის ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. სუსი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რა კავშირია სპეცოპერაციასა და გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობას შორის.

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილავენ

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გავა. მანამდე კი საკონსტიტუციო კომისიისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს განიხილავენ. მმართველ გუნდს ცვლილებების დასამტკიცებლად ოპოზიციის ხმები სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს’’ ულტიმატუმი კვლავ ძალაშია, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს’, როგორც მარიამ ჯაში აცხადებს, მათი ფრაქციიდან პროექტს 6 ხმა ექნება. „დღეს ჩვენ ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას. ეს ცვლილებები შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ ეს არის 73/77…

მეტი...