“სამართალდამცავებმა საზოგადოებას უნდა მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი, რათა ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ” – გიორგი გახარია

საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ახლა საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, ეს მათ პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად არის დემოკრატიის და ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი. „კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი. საზოგადოებას უნდა მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი, რათა ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ, არც ქვეყნის შიგნით არავის მივცეთ სპეკულირების…

მეტი...

“მთავარია, შევაჩერეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში” – ამირან გამყრელიძე

ჩვენთვის მთავარია, რომ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იქნება ეპიდემიის მეორე თუ მესამე ტალღა ამაზე მეცნიერები მსჯელობენ. „ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და, მეორე მხრივ, თანდათან გახსნილი ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება მეორე ტალღა, იქნება მესამე, იქნება მეოთხე, ამაზე მსჯელობენ სერიოზული მეცნიერები. არის იმისი დინამიკა, რომ ვირუსი თითქოს მცირდება,…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა, რომელმაც მედიას საუბრის თემები გაუმხილა. მისი თქმით, მხარეები საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ პანდემიის პირობებში ხმის მიცემისას უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. ჰაერცელთან ერთად თალაკვაძეს აშშ-ისა და გერმანიის ელჩები ხვდებიან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ესწრება.

მეტი...

“რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე ტრამპმა რუსეთის კრიტიკის შემცველი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა” – ჯონ ბოლტონი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ჯონ ბოლტონის მემუარების ამონარიდზე დაყრდნობით ავრცელებს. თავის წიგნში ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის საქართველოში შეჭრის ათი წლისთავზე რუსეთის კრიტიკის შემცველი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა. ჯონ ბოლტონის თქმით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ტრამპს პირადი საკიტხების ოფიციალური საკითხებისგან განცალკავება უჭირს. 17 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს,…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჰიდროქსიქლოროქინით“ კორონავირუსის მკურნალობის ცდები შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, „ჰიდროქსიქლოროქინით“ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის ცდები შეჩერდა. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება, ახალი ტიპის კორონავირუსზე გავლენას არ ახდენს. გამოცემა წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული მონაცემებით, „ჰიდროქსიქლოროქინი“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ვერ ამცირებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს კვლევებს „კოვიდ-19“-ის პრევენციისა და პაციენტების რეაბილიტაციის მიზნით „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა გააუქმა.

მეტი...

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატი მიეღო

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპონენტებზე კომპრომატი მიეღო. ამის შესახებ ნათქვამია ჯონ ბოლტონის წიგნში, სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. „წიგნი ადასტურებს წარმომადგენელთა პალატაში გახმიანებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უკრაინის მიმართ ტრამპის ქმედებებით შეშფოთებული იყო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ბოლტონის წიგნში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას რაიმე სახის სამხედრო დახმარება გაუწიოს, „ვიდრე არ მიიღებს ჰილარი კლინტონთან და ჯო ბაიდენთან დაკავშირებული გამოძიების ყველა მასალას“. ბოლტონი მემუარებში ამტკიცებს, რომ ის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო…

მეტი...

“2020 წელს 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს გადავცემთ საცხოვრებელ ფართს” – ეკატერინე ტიკარაძე

2020 წელს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია გადაცემული სახლ-კარის რაოდენობა, რომელიც ჩვენს დევნილ მოსახლეებს გადაეცათ და 21 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და ჩვენ 1 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი…

მეტი...

„ყველა ამ უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ ეს პირველი ტალღა შევძელით და ვმართეთ და დღესდღეობით ამაყად ვდგავართ ჩვენი საზოგადოების წინაშე” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სისტემის ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ პირველი ტალღა ვმართეთ და დღეს ამაყად ვდგავართ საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა, მოკლედ შევაჯამო ის ერთი წელი და განსაკუთრებით კი ის ხუთი თვე, რთული ხუთი თვე, რომელიც ჩვენ კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ გვქონდა და ამ ეტაპზე ნამდვილად გვაქვს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ გვქონდეს იმედი, რომ ჩვენ წარმატებულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას. ჩემთვის კი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სისტემური მიდგომა და კოორდინაცია, რათა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს…

მეტი...

“ყოველთვის ვიმეორებ და თქვენთან უპრიანია, გავიმეორო, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს თქვენთან ერთად ვებრძვით. თქვენი მიღწევა და ჩვენი მიღწევა არის” – გიორგი გახარია

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე, ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე, მის შრომით უზურნველყოფაზე, სამუშო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე, ყველაფერ ამას უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა. მან ჯანდაცვის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „მინდა, გისურვოთ წარმატებები და თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ,  ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს, ექიმს, სამოქალაქო თანამშრომელს, ყველას, რათა რაც უკვე გაკეთდა და რაც მთავარია, თქვენზე დაყრდნობით, თქვენი იმედით, დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გავართმევთ თავს ყველაფერს…

მეტი...

“სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას” – გიორგი გახარია

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა. „სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას. ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერი დასრულებული არ არის, ყველაფერი გრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს სახეები, რომელსაც დღეს აქ ვხედავ. ტყუილად არ ჩამომითვლია, ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს…

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს თუ საფრთხე დაემუქრება, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება” – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული სასამართლო ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს და მასში ხელისუფლება ვერ ჩაერევა. ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ტუსკმა აღნიშნა: „შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.“. დავით მათიკაშვილის თქმით, თუ რაიმე სახით საფრთხე დაემუქრება საკონსტიტუციო ცლილებების მიღების პროცესს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება. „საკონსტიტუციო ცვლილებები იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის. პოლიტიკური პირობა „ქართული ოცნების“ მხრიდან აუცილებლად შესრულდება. თუ რაიმე სახით საფრთხე დაემუქრება ამ პროცესს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება. იგრძნობა ლობისტების ხელიც, არასწორი ინფორმაციის ანალიზიც. სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ჩაერევა ვერც ერთი სხვა მხარე.…

მეტი...

გრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი თბილისში, მოსკოვის გამზირზე ჩატარებული გუშინდელი ოპერაციის შესახებ კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა, თავად ვერაფერს იტყვის და ინფორმაციას მედია პრესსამსახურისგან მიიღებს. „ვერაფერს ვერ გეტყვით, პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ლილუაშვილმა. კითხვაზე, რატომ არ კეთდება განმარტებები და უკავშირდება თუ არა გუშინდელი ოპერაცია რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს, ლილუაშვილმა აღნიშნა: „არ შეიძლება, ჯერჯერობით ვერ გეტყვით“.

მეტი...

ნურსულთან ნაზარბაევი კორონავირუსით დაინფიცირდა

ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ რუსული მედია მის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი...

თბილისში მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი შეეჯახნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი შეეჯახნენ ერთმანეთს. მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. შსს – ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

„მეწილეს 10%-იანი წილი 2 მილიონის ნაცვლად 200 000-დ დაათმობინეს, თუმცა, ფული გაიტაცეს და მოწილეს არაფერი მიუღია“ – ადვოკატი

ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ხელშეკრუკლების ბათილობას ითხოვს და ეჭვები აქვს, რომ ბაზრობა ხელოვნურად დაწვეს. საქმე ეხება ბაზრობის ერთ-ერთ მეწილე ზანდა მსხვილიძეს, რომელიც ბაზრობაზე 10%-იან წილს ფლობდა. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მსხვილიძეს წილი მუქარით დაათმობინეს, თუმცა არც ის თანხა გადაუხადეს, რასაც დაპირდნენ. „10%-ინი წილის საბაზრო ღირებულება 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, მუქარითა და იძულებით, რომელშიც ჩართულები იყვნენ შუამავლები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აიძულეს, 200 000 დოლარად გაეყიდა წილი. თანხა კი არც მიუღია. „მცირე წილის მფლობელები წლების განმავლობაში დაპირისპირებაში იმყოფებიან დომინანტ დამფუძნებლებთან, რადგან ვერ იღებენ მოგებას. 2009 წლიდან მოყოლებული…

მეტი...

კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტებიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე თქმით, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. „საქართველოში გვქონდა 888 შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი და გვყავს 893. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი და სულ გვყავს 739. ხუთი პაციენტიდან ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტიებული შემთხვევაა, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

“ევროპისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, მათ შორის, საქართველო არის პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ერთად ვფიქრობთ” – ირაკლი ჩიქოვანი

ევროპისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ჩვენ ერთად ვფიქრობთ, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა დიალოგზე, რომელიც 18 ივნისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და   ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობს. „ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები და პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურები. შეხვედრაზე განიხილება ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან,“ სახელმწიფოების მიერ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 893 შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვებგვერდის მონაცემებით, მათი რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 731-ს შეადგენს. ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მეტი...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში გეგმავს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლის მშენებლობაც, რომელიც 2021 წლის სასწავლო წლისათვის დასრულდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები შენდება თანამედროვე სტანდარტებით. სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვის მიზნით, სკოლაში იქნება ლაბორატორია, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით. სკოლებში მოეწყობა ექიმის კაბინეტი, მანდატურის…

მეტი...

გიორგი გახარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 ივნისს მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები. აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით დაიგეგმა. ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და განხილული იქნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ლიდერები ასევე შეეხებიან „კოვიდ-19“-ის პანდემიას და ზომებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისაუბრებს საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის…

მეტი...