“რა განცხადებაც უნდა გააკეთონ კონგრესმენებმა, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია” – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან მორიგი სისულელე ითქვა, თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონგრესმენებს განცხადებაში ერთი სიტყვა ჩააწერინა. მისივე თქმით, ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ. „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ოქტომბერში ახალი კოალიციური ხელისუფლება იქნება. ამერიკელი კონგერსმენების განცხადება ნიშნავს, რომ მორჩა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და მას არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი ექნება. საფრანგეთში თუ კი რაიმე ხდებოდა, ასეთი გამოთქმა იყო – ეს ვოლტერის ბრალია, ეს კი რუსოსი. ტალახში რომ ჩავარდეს ვინმე, ეს ან ვოლტერის ბრალია ან რუსოსი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობისგან“ ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს „დაბალი რანგის დოკუმენტს“, ხოლო მის ხელმომწერ 13 კონგრესმენს კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებს უწოდებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის მეთოდია, რომ კონკრეტულ ლობისტებს ფული გადაუხადოს. მისივე შეფასებით, ეს დოკუმენტი ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებში. „ასეთი ფრაზები თუნდაც ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს…

მეტი...

“შეიძლება, იქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ პატარა” – პაატა იმნაძე ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსისი მეორე ტალღა დაიწყო, აცხადებს, მისივე მოსაზრებით, ახალი შემთხვევები, როცა ინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ვირუსის მეორე ტალღაზე მიუთითებს. “ხუთი ახალი შემთხვევაა, ხუთივე თბილისში. სამწუხაროდ, ამ ხუთიდან ოთხის წყარო ნამდვილად ვერ დგინდება ჯერ. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი გამოვლენილია, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში. ერთის შემთხვევაში, ალბათ, გავალთ წყაროზე… პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ, პატარა მეორე ტალღა, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ იმედი გვაქვს, რომ ამასაც გავაჩერებთ”, – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებს

პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 15 ივლისის შემდგომ ქვეყანაში როგორი რეგულაციები გავრცელდება, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე გადაწყდება. “ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა. იმ გამოცდილების ფონზე, რაც გვაქვს მეზობელ ქვეყნებში, იმ საერთაშორისო გამოცდილების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ასევე ექსპერტების და ეპიდემიოლოგების რჩევებიდან გამომდინარე, აუცილებელია პირბადის ტარება – დღეს არის საკმაოდ მკაცრი რეგულაცია. ვინაიდან ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების…

მეტი...

ქეთევან ციხელაშვილის შემცვლელი გიორგი გახარიას ჯერ არ დაუსახელებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. „მინდა, ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის. თითქმის ოთხი წელია უკვე ის საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს. მას უკავშირდება ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი, მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და…

მეტი...

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 18 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში უკვე 82-ია. 11 ივნისის მონაცემებით, სომხეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 14 669 შემთხვევაა გამოვლენილი. საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ითა და სხვა დაავადებით 327 კოვიდინფცირებული ​ ადამიანი დაიღუპა. ვირუსისგან სომხეთში 5 466 ადამიანი განიკურნა.

მეტი...

„საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, ასეთ ამორალურ ადამიანს დედობა ჩამოერთვას“ – გოგი ჭიჭინაძე ნელი დოროყაშვილზე

ცნობილი ხელოვანი, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ინიციატივით გამოდის, მის ყოფილ მეუღლეს დედობის უფლება ჩამოერთვას. “მთელი გულით მინდა თანადგომა გამოვუცხადო ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ამაზრზენი შანტაჟისტის მსხვერპლი გახდა. მტკიცებულებები არ მჭირდება – ვგრძნობ!  მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო! გარდა ამისა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ასეთ ამორალურ ადამიანს დედობა ჩამოერთვას  და ბავშვის აღზრდის უფლება ნიკოლოზს გადაეცეს” – აცხადებს გოგი ჭიჭინაძე. მეგობრები კი მას ურჩევენ, ეს ნაბიჯი არ გადადგას: „გოგი არ გაბედო! ეს ქალი შენც გიჩივლებს და შემაკავებელ ორდერს გამოაწერინებს!“

მეტი...

საქართველო მეზობელ სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს დაეხმარება, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მარტო გაუმკლავდეს. „ეს არის გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთ თანადგომა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთ თანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა…

მეტი...

“უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ექვსი ახალი შემთხვევიდან, ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი ” – გიორგი გახარია

“უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევიდან, ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ოთხი შემთხვევიდან სამი თბილისშია. „დღეს, 11ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ექვსი ახალი შემთხვევიდან, ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც დღეს ჩვენ ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც…

მეტი...

მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოებს ლევან დავითაშვილი გაეცნო

მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეცნო. წლის ბოლომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოები დასრულდება. ცენტრში ლაბორატორია, სადეგუსტაციო სივრცეები, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი, ენოთეკა და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.  „2016 წელს, აგროქართუს დაფინანსებით, საქართველოში შექმნილი უნიკალური ვაზის კოლექცია, რომელიც ქართული ვაზის ქართულ გენოფონდს ინახავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადმოეცა. ბევრი რამ გაკეთდა ბაზაზე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით კვლევითი სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად. თანამედროვე ინსტიტუტი, ლაბორატორიული…

მეტი...

ირაკლი შოთაძე პროკურატურის სტაჟიორებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად საქართველოს პროკურატურის სტაჟიორებს შეხვდა, რომლებიც როტაციის საფუძველზე სტაჟირებას ახალ სამუშაო ადგილებზე გააგრძელებენ. გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე ისაუბრა პროკურატურის სისტემისთვის სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სწორედ სტაჟირების გზით ხდება პროკურატურის სისტემის ახალგაზრდა პროფესიონალი კადრებით შევსება. „პირადად მე სტაჟირებით ვარ მოსული პროკურატურაში, ისევე როგორც ჩემი მოადგილეები. თქვენ უნდა იყოთ მაქსიმალურად აქტიურები, მომთხოვნები როგორც საკუთარი თავის, ასევე მენტორების, თქვენი მენეჯერების, თითოეული ჩვენგანის მიმართ. ასევე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული თქვენგანის მონდომებაზეა დამოკიდებული სტაჟირების წარმატებით დასრულება, რაც შემდგომში ხელს შეგიწყობთ, იყოთ ღირსეული პროკურორები და გამომძიებლები“, – განაცხადა ირაკლი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია და ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს. „ექვსი შემთხვევიდან ერთი არის საკარანტინო სივრიციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტიებული შემთხვევა, ერთი არის სამედიცო პერსონალი და ოთხი პაციენტის წყაროს დადგენაც გრძელდება. პირველ წყარო ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა. იმედია, წყარო მოიძებნება“,- განაცხად ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ექვსი ახალი პაციენტიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული. საუბარია ასაკოვან ქალზე. „ჩვენთან მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა მოხვდა. ჩემთან მოხვედრილი პაციენტი ძირითადად სახლში იყო. არის ასაკოვანი ქალბატონი.„ცხელების ცენტრში“ დაუდასტურდა…

მეტი...

„ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველა დაპირებაზე თვქა უარი და ამომრჩევლები არაერთხელ გადააგდო“ – დავით ჭიჭინაძე

„ქართული ოცნების“ სიაში ვინ პირველი იქნება და ვინ ბოლო, მნიშვნელობა აღარ აქვს, წინიდანაც და უკნიდანაც ერთნაირია და იმიტომ,“ – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი აკომპლექტებს. „მაგ სიას ერთი პატრონი ყავს, ბიძინა ივანიშვილი და ის გადაწყვეტს,  ანბანის მიხედვით დაალაგოს, თუ  მონობის მიხედვით.  „ქართულ ოცნებაში“  აღარც პოლიტიკური ფიგურა   დარჩა და არც საზოგადოების  მხარდაჭერა აქვთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ  თან მათი ენა ამომრჩევლისთვის კი არაა განკუთვნილი, ეს ივანიშვილის ყურების მაამებელი განცხადებებია. და მეორე, „ოცნებამ“ პრაქტიკულად  ყველა დაპირებაზე უარი თქვა და ამომრჩევლები…

მეტი...

„გვარამია და, ზოგადად, ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში“ – ირაკლი კობახიძე

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების საფუძველი იყო გვარამიას განცხადება, რომელიც დაემუქრა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის მხარდამწერებს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრებიდან განკვეთით. ეს იყო მისი მუქარა. ჩვენ მოვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამაზე რეაგირება“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით,  რითაც გვარამია მაშინ დაემუქრა ადამიანებს, ეს გაკეთებული აქვთ იმ ცხრა წლის მანძილზე. „ამიტომ მოვითხოვეთ არასამთავრობოების მყისიერი რეაგირება, მაგრამ ნაცვლად რეაგირებისა, დაიწყეს ჩივილი და მოგვიანებით გააკეთეს ისეთი განცხადება, რომ გვარამიას არ სჭირდებოდა მათი დაცვა, ანუ მთლიანად გაამართლეს გვარამია, რომელმაც გააკეთა ასეთი უმძიმესი განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ  გვარამია და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საიტზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 694-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

მეტი...

„როდესაც შენს ტელევიზიაში ნოდარ მელაძეს ეგუები, შენც ნოდარ მელაძე ხარ“ – ირაკლი კობახიძე

„ნოდარ მელაძე ეს არის აბსოლუტური ფსკერი პოლიტიკაში და მედიაში. ეს პირდაპირ აისახა ამ კონკრეტული ტელევიზიის მედია გაშუქებაზე და ამის ერთ-ერთი ყვეაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ის სიუჟეტი, რომელიც ახალშობილის დაღუპვასთან დაკავშირებით გავიდა ტელევიზიის ეთერში. ამას არ ვიცი, მორალური თვალსაზრისით  რა შეფასება უნდა გაუკეთდეს“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ . მისი თქმით, აღნიშნული სიუჟეტი იმდენად მორალურ ზღვარს მიღმაა, რომ შეფასების გაკეთებაც კი რთულია. „ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებზეც აღარ არის საუბარი, ელემენტარულ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი. არ აქვს ასეთი ღირებულებები ნოდარ მელაძეს და როდესაც შენს ტელევიზიაში ნოდარ მელაძეს ეგუები, შენც ნოდარ…

მეტი...

“ოპოზიციას მორალური თვალსაზრისით არ აქვს არანაირი წითელი ხაზები“ – ირაკლი კობახიძე

„რასაც ბოლო დროს ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში“,- განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით,  ოპოზიციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მათ არ აქვთ არანაირი პრინციპები, მორალური თვალსაზრისით არანაირი წითელი ხაზები, არანაირი ღირებულებები. „მათ შეუძლიათ დღეს დაუძახონ რომელიმე ოპონენტს თუ სხვა პარტიის წარმომადგენელს ჯალათი და ხვალ ხელი აუწიონ. ნათელაშვილის და უგულავას მაგალითს გაგახსენებთ ან კიდევ ბერძენიშვილის. თითოეულ პარტიას აქვს   ნალაპარაკები ერთმანეთზე ისეთი რამეები,რომ  წარმოუდგენელი იქნებოდა მათი ერთად ჯდომა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  მისი მოსაზრებით, სწორედ ამიტომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი შტო 12%-იანი , მეორე – 3%-იანით…

მეტი...

საჯარო რეესტრმა წინასაარჩევნო პერიოდისთვის პოლიტიკურ პარტიათა რეესტრის ცხელი ხაზი აამოქმედა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხელი ხაზი ამოქმედდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდისთვის სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზი (+995 32) 225 15 27 უზრუნველყოფს პარტიების რეესტრთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაინტერესებულ პირთათვის და პარტიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. „დაინტერესებული პირების ინტერესს უმეტესად პარტიის სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტების, მათი შინაარსისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ, პარტიის ამონაწერისა თუ დოკუმენტაციის ასლების  მოთხოვნის თაობაზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. ცხელ ხაზზე შესაძლებელია ახალი პოლიტიკური გაერთიანების დარეგისტრირების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების, სარეგისტრაციო პროცედურებთან, ამონაწერის მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე კითხვების დასმა და კვალიფიციური კონსულტაციის…

მეტი...

აბიტურიენტმა, ვისაც ნიღბის ტარება არ შეუძლია, ცნობა უნდა წარადგინოს

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ნიღბის ტარება არ შეუძლია, ეროვნულ გამოცდაზე შესაბამისი სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს. ეს იქნება ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როცა აბიტურიენტი 2020 წელის ეროვნულ გამოცდებზე ნიღბის გარეშე დაიშვება. ყველა სხვა შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი განმარტავს, ამ შემთხვევაში, თუ დადასტურდება რომ აბიტურიენტს ჯანმრთელობის პრობლემების გამო პირბადის გამოყენება არ შეუძლია და შესაბამის ცნობას წარმოადგენენ, მათთვის ცალკე იქნება სივრცე, სადაც განთავსდებიან. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს სრულდება.

მეტი...