„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს გაუჭირდა ხვალინდელი დღის დაგეგმვა და გზებს ეძებს, მაქსიმალური დეზინფორმაცია გამოუშვას” – გია ვოლსკი

პროკურატურამ ეფექტიანად უნდა იმუშაოს ყველა საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრასთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, აშშ და ყველა პარტნიორი ელოდება, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზე იქნება. „ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ელოდება, რომ დასავლეთ ევროპული სტრუქტურების ღირსეული მონაწილე წევრი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ეს ამერიკისთვის საგანგებო ინტერესების თემას წარმოადგენს“, – აცხადებს გია ვოლსკი. რაც შეეხება ელჩისა და საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრას, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მსგავსი შეხვედრები საქმიანი ურთიერთობის ნაწილია.…

მეტი...

“საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს -4.8%-ით შემცირდება” – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის -3.1 პროცენტამდე დაიკლებს, რადგან რეგიონი COVID-19-ის პანდემიის გამო ზრდის შემაკავებელი პროცესების და შესაბამისად, დაბალი სასაქონლო ფასებით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგას. თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტს მიაღწევს 2021 წელს, რადგან COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გავლენა შესუსტდება და ტურიზმის აღდგენა დაიწყება სომხეთსა და საქართველოში, მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდის პარალელურად. ეკონომიკური საქმიანობა აზერბაიჯანში 2021 წელს განმტკიცდება ნავთობზე ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, თუმცა საერთო აღდგენა შესუსტდება დარჩენილი სტრუქტურული მოუქნელობით. ტურისტების მთლიანი რაოდენობა ევროპისა და ცენტრალური…

მეტი...

ბაგების დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს

პანდემიისაგან შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთიდან დევნილთა ცალკეული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ბევრი მათგანი უკავშირდება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და დახმარებას თხოვს. ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ უკვე არა ერთი ჰუმანიტარული დახმარების აქცია განხორციელდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქის კომპაქტურ განსახლებებში მცხოვრებთათვის. სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები მიაქვთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისათვის. გუშინ საღამოს ამანათები გადაეცათ თბილისში, ბაგების დასახლებაში, ე.წ. სტუდქალაქის მე-4 და მე-5 კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, მარტოხელებს, პენსიონერებს, ომის ვეტერანებს, მთლიანობაში 19 ოჯახს. დევნილებს პროდუქტები  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, თეიმურაზ მჟავიამ და…

მეტი...

“ჩვენ, სამწუხაროდ, 1-2 ფსიქიკური პრობლემებისა და არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტი გვყავდა, რომელსაც მედპერსონალთან პირადი შეხება ჰქონდა” – მაკა სოლოღაშვილი

 სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ „დარჩი სახლში“, „მივცეთ თუ არა პლაქვენილი“, ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თვითონ მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატურლიც ხარ, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. „ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკები გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ეს…

მეტი...

“როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები” – ნათია თურნავა

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად შემუშავდა, სრულადაა მორგებული ჩვენს ანტიკრიზისულ საჭიროებებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტი უახლოეს პერიოდში დამტკიცდება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღეს საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი განიხილა. მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი სრულად მოიცავს ყველა იმ ღონისძიებას, რაც მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული. მისი თქმით, ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე. „ჩვენ მნიშვნელოვანი ოდენობის რესურსის მობილიზება შევძელით ბიუჯეტში იმისთვის, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები სრულად დაფინანსდეს. საუბარია 5 მილიარდ 600 მლნ ლარზე მეტ რესურსზე,“…

მეტი...

“თითო კაპიკს დავდევდით, ყველა ორგანიზაციის დონეზე ჩავედით, თანხებს ვამცირებდით, ამისთვის ჩვენი საბიუჯეტო დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში შრომობდა” – ივანე მაჭავარიანი

ბიუჯეტის ძირითადი კონტურები და პარამეტრები რამდენიმე კვირის წინ ჩვენთვის პრაქტიკულად ცნობილი იყო, ბოლო ორ კვირაში უკვე გამოკვეთილი იყო, თუმცა ამის გარდა, ძალიან ბევრი ტექნიკური სამუშაოა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდეგ მედიის კითხვაზე, რატომ დაგვიანდა პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენა. მისი თქმით, პარასკევის ნაცვლად, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის დღეს წარდგენა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის გადადებაა. „აქ დიდი კონცეპტუალური დისკუსია და დავები არ იყო. ზუსტად ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ თითო კაპიკს დავდევდით და ჩავედით ყველა ორგანიზაციის დონეზე, თანხებს ვამცირებდით, ეს საკმაოდ დიდი შრომაა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამ…

მეტი...

“ფაქტია, რომ დარღვეულია ერთობა, რომელიც საზოგადოების წინაშე წარმოაჩინეს, ოპოზიციაში მწვავე დაპირისპირებაა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დარღვეულია ის ერთობა, რომელიც ოპოზიციამ მედიასაშუალებების მეშვეობით, საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა. მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში მწვავე დაპირისპირებაა. „არ ვიცი, ვინ რა ამოღერღა ოპოზიციიდან და ერთმანეთს ასე რატომ მიმართავენ ბოლო პერიოდში, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთობა, რომელიც მათ წარმოაჩინეს საზოგადოების წინაშე მედიასაშუალებების მეშვეობით, დარღვეულია. ისინი არა თუ კამათობენ, არამედ მწვავე დაპირისპირებაა ოპოზიციაში და ეს მათი გადასაწყვეტია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამასთან, მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის საერთო რეიტინგი მხოლოდ 35-40 პროცენტი იქნება. საბოლოო ჯამში, მთელი ეს ერთობა მაქსიმუმ 35, კიდევ უფრო მაქსიმუმ 40- პროცენტიან ნიშაში ზის, რაც…

მეტი...

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, ამერიკის ელჩს პროკურორთან რურუას გათავისუფლებაზეც ესაუბრა

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ პროკურატურაში აშშ ელჩთან შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა, ბესელია არ გამორიცხავს, რომ ელჩს რურუას საკითხზეც ისაუბრა, დეპუტატი იმ გზავნილებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ელჩის მხრიდან გაჟღერდა. „ამ განცხადებების მიღმა იკითხებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საით მიდის საქართველო წინ თუ ბრუნდება წარსულში, ამიტომ ამ განცხადების უკან დგას კონკრეტული გზავნილი, უნდა იყოს  სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი გარემო, არა რეპრესიული პოლიტიკური ველი, უნდა იყოს აბსოლიტური გარანტია იმისთვის, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ და სამართლიან გარემოში. არ უნდა იყოს დაშვებული პროკურატურის მექანიზმი და ბერკეტი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს იკითხება ამერიკის ელჩის გზავნილში. მე არ მახსოვს…

მეტი...

“პენსიები გაიზრდება პირველი ივლისიდან” – ივანე მაჭავარიანი

პენსიების ზრდასთან დაკავშირებული პირობა შენარჩუნებულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წლის დასაწყისში 20 ლარით გაეზარდა პენსია ყველა პენსიონერს. „ასევე, ამ წლის ბიუჯეტში ჩადებული იყო, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდებოდა კიდევ 30 ლარით. ეს შენარჩუნდა, ანუ ეს პირობა შენარჩუნდა. სხვაგანაც გვქონდა, ზოგან მატება იყო ხელფასების, მაგრამ გავაჩერეთ, როგორც პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ასევე ვაკანსიებზე აყვანაც დავაკონსერვეთ, მაგრამ პენსიებზე, ამ დანაპირებზე უარი არ ვთქვით. პენსიები გაიზრდება პირველი ივლისიდან, როგორც დაგეგმილი იყო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ამასთან ერთად, მთავრობამ წარადგინა…

მეტი...

მიმდინარე სასესიო კვირაზე პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს განიხილავს

უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებების შესახებ იმსჯელებს, ცვლილებები შეეხება ბლოკებსა და ფრაქციებს, მაჭარაშვილის ინფორმაციითვე უმრავლესობაში საარჩევნო სიაზე უკვე მსჯელობენ. „მიმდინარე სასესიო კვირაზე ჩვენ განვიხილავთ  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის პროცედურები შესაბამისობა კონსტიტუციასთან და და მეორე პარლამენტის ოპტიმიზაცია, ცვლილებების ძირითადი პრინციპები ისაა, რომ ერთი და იგივე პარტიის წევრები უფლებამოსილები არიან შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ ვუშვებთ ერთჯერადად საარჩევნო ბლოკებს, როგორც სუბიექტებს, რომ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და თუ ამ ბლოკებს ეყოლებათ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში ეყოლებათ 7 ან მეტი წევრი…

მეტი...

„როგორც ჩემთვის ცნობილია დაინფიცირებული მედიკოსები ერთი კლინიკის წარმომადგენლები არიან“ – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია, ეზუგბაია აღნიშნავს, რომ მატების მოცემული დინამიკა  ამ ეტაპისთვის ნორმალურად ითვლება. „დღეს დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა და გვყავს 818 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელების რაოდენობა ინფიცირებულების 94 პროცენტია უკვე. ახალი შემთხვევებიდან ერთი არის ბოლნისის კონტაქტი, ორი მარნეულის, ორი საკარანტინე სივრციდან და სამი სამედიცინო პერსონალი, ესენი აღარ არიან ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ჩვენ დღემდე სამედიცინო პერსონალის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია. როგორც ჩემთვის ცნობილია ინფიცირებული მედიკოსები ერთი კლინიკის თანამშრომლები არიან,“ – განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ დაინფიცირებული მედიკოსების შესახებ პრემიერმა ანტიკრიზისული ბიუჯეტის…

მეტი...

კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორი შემთხვევის პირველწყარო დაუდგენელია. „დღეს ქვეყანაში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია. სამწუხაროდ, რვა შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. ორ შემთხვევაში წარმომავლობის თვალსაზრისით პირველწყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 686 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტი 1.8 მლრდ ლარით მცირდება, ასევე 600 მილიონით შემცირდება ხარჯები” – გიორგი გახარია

ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღეს იქნება წარდგენილი, შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრებით, წელს ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევია მინუს 4 პროცენტზე. „ამ პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას -4 პროცენტს; საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მლრდ; ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით და ბიუჯეტის საპროგნოზო  დეფიციტი ამ პარამეტრებით იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიმდინრეობს.

მეტი...

„საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ ნაადრევია“ – გიორგი გახარია

“ჩვენი ძირითადი ამოცანაა ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ და იქამდე გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები,” – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი ფრთხილად უნდა გადანაწილდეს, მისივე ინფორმაციით პროცესში ევროპელი პროფესორები არიან ჩართულები. „ჩვენი პატარა ეკონომიკისთვის ესაა მძიმე და მწვავე გამოწვევა, ჩვენ, ის მწირე რესურსი, რაც ქვეყანას გააჩნია მაქსიმალურად სამართლიანად უნდა გადავანაწილოთ ეკონომიკის კუთხით. ყველაფერი რაზეც ჩვენს ვისაუბრებთ ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, შექმნილი გვაქვს რამოდენიმე სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორები, რა პარამეტრებიც დღეს გვაქვს ვპროგნოზირებთ ბიუჯეტის შემცირებას მინუს 4…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stop.cov.ge -ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამავე საიტის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 686-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

მეტი...

“ასიმპტომური პაციენტები კორონავირუსს ძალიან იშვიათად ავრცელებენ” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასიმპტომური პაციენტები ვირუსს ძალიან იშვიათად ავრცელებენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თავდაპირველად ჯანდაცვის სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ ინფიცირებულები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ, ვირუსს სწრაფად ავრცელებენ. თუმცა, ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი როლი ვირუსის გავრცელებაში სავარაუდოდ დიდი არ არის. „ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასიმპტომური პაციენტებისგან ჯანმრთელ ადამიანზე ვირუსის გავრცელების შემთხვევები ძალიან იშვიათია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ.

მეტი...

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა გრძელდება. სასამართლო პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი გამოწერილი შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის თითქმის 9 საათიანი  სასამართლო პროცესი დასჭირდა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვსივე შემაკავებელი ორდერი, რომელიც ბასილაშვილებზე იყო გამოწერილი, ძალაში რჩევა.

მეტი...

“თუ ინფიცირებული ტურისტები შემოვლენ, ინფიცირების აღმავლობის რისკი იქნება” – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

საზღვრების გახსნის რისკებთან დაკავშირებით ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთვართან“ ისაუბრა. როგორც ინფექციონისტმა განაცხადა,  ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. „ტურისტების შემოსვლა იქნება კიდევ ერთი სერიოზული რისკის შემცველი იმიტომ, რომ რეალურად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემაა კორონავირუსის მხრივ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთსა და სომხეთში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ის ილუზია, რომ ყველაფერი დავასრულეთ მშვიდობიანად. ნებისმიერ შემთხვევაში,  თუ ინფიცირებული ტურისტები ქვეყანაში შემოვლენ, რა თქმა უნდა, ინფიცირების აღმავლობის რისკი იქნება. მთელი რიგი ღონისძიებები, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ლაპარაკობს, აუცილებლად გასატარებელია“ – განაცხადა ინფექციონისტმა „მდიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, ტურისტები…

მეტი...