გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება. გიორგი გახარია ქუთაისის აეროპორტში პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის…

მეტი...

2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ იწყება

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“  გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება. კონკურსის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოავლინოს. „ყველას ვულოცავ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს. გარემოს დაცვასა და გარემოზე ზრუნვაში ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გამოცხადდა მნიშვნელოვანი კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელიც ერთგვარ ტრადიციად იქცა. სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ კონკურში,…

მეტი...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნატქვამი, საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა გამოიტანა და კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების გეგმით გასულ წელს საქართველოს, კერძოდ, სამინისტროს მხრიდან განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. „მსურს განვაცხადო, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების…

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დე-ფაქტო მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, დაინფიცირებულები სამხედრო აკადემიის კურსანტები არიან, რომლებიც ე.წ. „რესპუბლიკაში“ რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდნენ. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში კორონავირუსის 57 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.

მეტი...

მამაკაცი პირველ სართულზე ჩაიკეტა და ისვრის. ვარკეთილში მობილიზებულია სასწრაფო, პოლიცია და სპეცრაზმი

მამაკაცი შუამთის ქუჩაზე, ვარკეთილში, კორპუსის პირველ სართულზე ჩაიკეტა და ისვრის, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია, როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი აცხადებს პიროვნებამ, რომელიც სავარაუდოდ  ნასვამ მდგომარეობაშია რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. „პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამოდენიმე გასროლა უმისამართოდ, პერიმეტრზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, დაშავებული არავინ არაა და კონკრეტულად არავის მისამართით არ განუხორციელებია სროლა, მისი ოჯახის წევრები არიან უსაფრთხოდ, ამ ეტაპისთვის ამ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ტელეფონის საშუალებით,“ – განაცხადა საპატრულო პოლიციის  უფროსმა ვაჟა სირაძემ. კორპუსში ჩაკეტილი მამაკაცი 46…

მეტი...

საქართველოს აეროპორტებში ფრენების აღდგენისთვის ემზადებიან

აეროპორტების გაერთიანების დირექტორ თამარ არჩუაძის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები საზღვრების გახსნისა და საერთაშორისო ფრენების აღდგენისთვის ემზადება. „1-ლი ივლისიდან საქართველოს ცა იხსნება საერთაშორისო ფრენებისთვის, ეს მოხდება ეტაპობრივად, იმ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოშია. აეროპორტები ამ ყველაფრისთვის ემზადება – ხდება აეროპორტების დასტიკერება, სკანერების მონტაჟი, იმისათვის რომ მგზავრებმა, სოციალური დისტანციის დაცვით, მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ პროცედურების გავლა. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება გამოცხადდნენ პირბადით, სიცხის შემთხვევაში, მოუწევთ დამატებითი შემოწმების გავლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ აღმოაჩნდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომემბი, შეძლებენ, ჩვეულებრივად გაემგზავრონ მათთვის სასურველ ქვეყანაში, რომელიც ასევე გაგვიხსნის საზღვრებს“ – აცხადებს თამარ არჩუაძე. საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და…

მეტი...

მერის მოადგილე სცემეს, მოქალაქე დაკავებულია

რუსთავის მერის მოადგილეს სცემეს. გოჩა ლორიას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა. არსებული ინფორმაცით, დანაშაული საჯარო მოხელის საქმიანობას უკავშირდება. რუსთავის მერია ინფორმაციას ადასტურებს: “მერის ადმინისტრაციის შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე გადაცემულ იქნა სამართალდამცველი ორგანოებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება,”- განაცხადა რუსთავის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ძალადობის ფაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. მომხდარის გამო, დაკავებულია ერთი პირი.

მეტი...

“თავდაცვის ძალების წინააღმდეგ სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია მზადდება, რომელიც ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლის შემოტანას ეხება” – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია მზადდება, რომელიც ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლის, მათ შორის დაბალყელიანი ჩექმის შემოტანას ეხება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებისთვის ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლები შეიძინეს, რომელიც სამინისტროს განმარტებითვე, წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარია, ყველა ის შესაძლო ბრალდება კი, რაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან შეიძლება გავრცელდეს, უსაფუძვლოა და მიმართულია ჯარის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯების დასაკნინებლად. „კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მზადდება მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული…

მეტი...

გიორგი ახვლედიანი „ტვ პირველთან“ სამართლებრივ დავას იწყებს და სარჩელს ამზადებს

გიორგი ახვლედიანი „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლებს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ახვლედიანი ამბობს, რომ იურისტებთან კონსულტაციებს გადის. „მე ორშაბათს მივმართავ ჟურნალისტურ ქარტიას, ვნახოთ რა პოზიციას დაიკავებენ. კონსულტაციებსაც გავდივარ იურისტებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მომზადდეს სპეციალური სარჩელი სასამართლოში, აქ პრობლემა ბუნდოვან კანონშია, რომელიც ვერანაირად ვერ იცავს,ვერც საჯარო პირს, ვერც რიგით ადამიანს. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ კონკრეტული არგუმენტები, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს ჰაერში გასროლილ სკანდალად, რომელიც მეორე დღეს აღარ ახსოვს აღნიშნულ ტელეკომპანიას და ამზადებს მორიგ სკანდალს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე განმარტებით პოლიტიკურ…

მეტი...

“პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით ისეთი შეზღუდვა არ წესდება, რაც საერთაშორისო მიდგომას არ შეესაბამება” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით ისეთი შეზღუდვა არ წესდება, რაც საერთაშორისო მიდგომას არ შეესაბამება. როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, პირბადის გამოყენების თვალსაზრისით ღია სივრცეებში შეზღუდვა არ იქნება, საუბარია მხოლოდ დახურულ სივრცეზე. „მთავარი საკითხია, გვაქვს თუ არა ვალდებულება შემოვიტანოთ ისეთი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს. საზოგადოების პირდაპირი დაკვეთაა, რომ ჩვენ იმ ადამიანების მიმართ უზრუნველვყოთ ღონისძიებების გატარება, ვინც უგულვებელყოფს სხვათა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამიტომ, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ამ საკითხის დარეგულირება. ეს საკითხი დარეგულირებადია მხოლოდ იმით, რომ…

მეტი...

გიორგი ახვლედიანი პოლიტიკას ეთიშება და პარტიას ტოვებს. რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი – ახვლედიანი „მედიაცენტ მთავრში“

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პოლიტიკიდან მიდის. მისი განცხადებით, მიზეზი „ტვ პირველის“ მიერ გავცელებული ცილისწამებაა, სადაც ის „ქართული ოცნების“ სპიკერად მოიხსენიეს: „ტვ პირველზე“ გავიდა გადაცემა, სადაც გაჟღერდა, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ გარე ექსპერტი. მაბრალებ იმას, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერი ვარ, სადმე ხომ უნდა დაფიქსირებულიყო ჩემი აქტივობა მათ სასარგებლოდ. არ შეიძლება დაჯდე, გამოიგონო რაღაც ამბავი და ის მიაწოდო შემდეგ საზოგადოებას. მე მიკვირს ჩემი მეგობრების, რომლებიც ამ ტელევიზიაში მუშაობენ, ვერ ვხდები ამას ასწავლიან თავის ჟურნალისტებს, რომ თუ არაფერი არ ხდება გამოიგონონ ამბავი, ასეთი რამ დაუშვებელია.…

მეტი...

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიას “ფეისბუქი” გამოავლენს

ფეისბუქი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გვერდების, შეტყობინებებისა და რეკლამების ეტიკეტირებას დაიწყებს. ამის შესახებ CNN-ი, კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება. ეტიკეტები აგრეთვე გამოჩნდება ისეთი საინფორმაციოების გვერდებზე, როგორიც არის რუსული Russia Today და ჩინური Xinhua. მომდევნო კვირიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლები, ასეთი გვერდების მიერ გავრცელებულ პოსტებზე უკვე დაინახავენ აღმნიშვნელ ნიშანს. ნათანიელ გლიჩერმა, ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის უფროსმა, CNN Business-ს განუცხადა, რომ კომპანია ასეთ მიდგომას იყენებს იმის გამო, რომ მომხმარებლებმა იცოდნენ, თუ საიდან მოდის ინფორმაცია, რომელსაც ისინი კითხულობენ. ”ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს სახელმწიფო მედია, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიულად უჭერს მხარს. თუ პროტესტის გაშუქებას კითხულობთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ…

მეტი...

200 ლარიანი კონპენსაციის მისაღებად კომპანია ყალბ დოკუმენტს გასცემდა, დირექტორი დაკავებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. აღსანიშნავია,…

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. ​როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში ამ დროისთვის ხუთი ბავშვი მკურნალობას. „გუშინ დაგვემატა ორი დადასტურებული დიაგნოზი, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას. ეს ორი ახალი პაციენტი არის ე.წ. საბურთალოს კლასტერი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაბალი ცხელებით და მსუბუქი სიმპტომებით. თითქმის ერთი კვირაა, მკურნალობენ ჩვენთან ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან სხვა პაციენტებიც და ეს ორი პაციენტიც, რომელთაც გუშინ დაუდასტურდათ, უკვე…

მეტი...

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა. მისივე თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არაა გადაყვანილი. “ქვეყანაში დაგვემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 805 შემთხვევაა დღეს საქართველოში. გამოჯანრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 5-მა გამოჯანმრთლებულმა გუშინ დატოვა კლინიკა და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. რამოდენიმე პაციენტია მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია,“ – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მეტი...

თუ პირს დაკავებისას მოხმარებისთვის უვარგისი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აღარ შეეფარდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელები „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. თუმცა, სარჩელის შეტანიდან 4 წლის შემდეგ დადგინა: “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან”.

მეტი...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 390 ათასს გადააჭარბა

მსოფლიო მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 390 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის თანახმად, „კოვიდ-19“-ს დღემდე მსოფლიოში 391 249 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი მსხვერპლი აშშ-ში, ბრიტანეთსა და ბრაზილიაშია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსთი ინფიცირება 6 639 092 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ 1 872 660 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების 614 941 შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში. იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ექვსი ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 805 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 650-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.

მეტი...

ბაგებში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი

თბილისში ჯგუფურად ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს. მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში ედება.…

მეტი...

“აღდგენის პერიოდიც გვაძლევს შანსს, რომ საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს” – კარლ ჰარცელი

საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების წყალობით, გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი იმ წამოწყებაში, რომ გახდეს უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა. „დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა. საქართველოში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა…

მეტი...

“მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს” – დონალდ ტრამპი

მძინარე ჯო ბაიდენის 1994 წლის დანაშაულის კანონპროექტი სრული კატასტროფა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯო ბაიდენი ვერასდროს გაექცევა მის კანონპროექტს, რომელიც შავკანიანების მასობრივ დაკავებას ითვალისწინებდა. „მძინარე ჯო ბაიდენის 1994 წლის დანაშაულის კანონპროექტი სრული კატასტროფა იყო. ეს იყო შავკანიანების მასობრივი დაკავებები, რომელთა შორის ბევრი მათგანი უდანაშაულო იყო. მე გავაკეთე სისხლის სამართლის რეფორმა, რაც ობამამ და ბაიდენმა არც კი სცადეს და რომც ეცადათ, ვერ გააკეთებდნენ. ბაიდენი ვერასდროს გაექცევა მის კანონპროექტს“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს პოლიციის…

მეტი...

“საქართველო და მისი შავი ზღვის მარგალიტი-ბათუმი, ბიზნესისთვის და ვიზიტორთათვის ღიაა” – უცხოური მედია

„Emerging Europe“, „ფორბსი“, „ინტერფაქსი“, „Travel News“, „Where Minsk“ იმ 40-ზე მეტ მედიასაშუალებას შორისაა, რომლებშიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტატიები გამოქვეყნდა ბათუმსა და ზოგადად, საქართველოს მზადყოფნაზე უმასპინძლოს ტურისტებს. მათში ჟურნალისტები Covid 19-თან ბრძოლაში საქართველოს მიღწევებსა და ტურიზმის გახსნის ღონისძიებებზე, ასევე ბათუმის, როგორც უსაფრთხო, მწვანე ზონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებზე ამახვილებენ ყურადღებას. „წელს, თქვენი მოგზაურობის არჩევანი შეიძლება შეზღუდული იყოს, მაგრამ საქართველო და მისი შავი ზღვის მარგალიტი-ბათუმი, ბიზნესისთვის და ვიზიტორთათვის ღიაა,“ – წერს პოპულარული საერთაშორისო გამოცემა Emerging Europe, რომლის ჟურნალისტიც მკითხველებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა…

მეტი...