“ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები, რათა თავი დააღწიონ COVID-19-ის კრიზისს” – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ძირითადი კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ხალხისათვის თანხების პირდაპირი გაცემა და კერძო სექტორის შენარჩუნება შეზღუდავს ზარალის მოცულობას და დაეხმარება ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლისა და აღდგენის პროცესისათვის მომზადებაში როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის პანდემია და ეკონომიკის გაჩერება სერიოზულ დარტყმას აყენებს გლობალურ ეკონომიკასა და განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე უარესი კრიზისი ჩაცხრა, განვითარებად ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები აღდგენის დასაჩქარებლად და შეამცირონ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების გავლენა იმ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ მოხსენების ანალიტიკურ ნაწილში. ჯანმრთელობის გადაუდებელი…

მეტი...

“ადამიანის უფლებებთან მიმართებაში წინა ხელისუფლებიდან იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება” – გია გაჩეჩილაძე

 „უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნების 30 – 40 -იანი  წლების გამოცდილება მახსენდება.   მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ  ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“  თავმჯდომარემ,  გიორგი გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით,  2011 წელს   დავოსის ფორუმზე გამოქვეყნდა კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური მოხსენება, სადაც კერძო საკუთრების დაცვის უფლების თვალსაზრისით  საქართველო …

მეტი...

ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, შპს LMC-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები. „პროექტის ფარგლებში, კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული. ასევე, საუბარია მდინარე ვერეს ხეობიდან წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა კასკადმა უკეთესად შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა მიმდინარეობს შესწავლა და ამ კვლევაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე…

მეტი...

„კოვის 19“ – ის მსუბუქი ფორმების მკურნალობა სახლში მოხდება“ – კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი, აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ, მისვე ინფორმაციით ეს მოხდება პირველადი ჯანდაცვის სექტორის მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც იშხნელი ამბობს ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლზე: „ჩვენი გამოცდილება დღევანდელი და წარმატება არის იმაში, რომ ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რომ  ამ ფორმებს სახლში ვუმკურნალოთ. „კოვიდ 19“ – ის მსუბუქი ფორმების მკურნალობა მოხდება სახლში. სახლის პირობებში ისევე, როგორც მწვავე ვირუსული ინფექციას გავაგრძელებთ მკურნალობას, არის ახალი პროტოკოლი, რომელიც სწრაფად იქნება და თანმიმდევრულად იქნება გათვლილი ყველა აქტივობა. სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით ჯერ ვემზადებით საჭიროების შესაბამისად,…

მეტი...

“ოპოზციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა” – სოფიო კილაძე

„როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან  მნიშვნელოვანი, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკანონმდებლო დონეზე,, პირდაპირი ტრანსლაციით დაუფარავად და ღიად მოსმენა, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც არის ორივე მიმართულებით“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენებას უსმენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ასევე გაეროს კომიტეტების მიერ  მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.  მისი ინფორმაციით, ეს ყველა ქვეყანაში არ ხდება და  პირიქით, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ამაზე…

მეტი...

დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ. და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, – ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით რუსეთის მოქალაქეები თაღლითური გზით ცდილობდნენ თანხის მითვისებას. „გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ.-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით…

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვების გამარჯვების გარანტი რომ იყოს, თანამდებობებს რურუაზე არ გაცვლიდნენ” – სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მზად არის და ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის გამარჯვების გარანტი რომ იყოს, მას გიორგი რურუაზე არ გაცვლიდნენ. „თუმცა, რაც შეეხება გიორგი რურუას, ვინმეს განცდა აქვს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც გიორგი რურუას „პოლიტპატიმრობაზე“ საუბრობს და თან ამას აბამს საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, დარწმუნებული რომ იყოს, ახალი საკონსტიტუციო მოდელით ხელისუფლებაში მოვლენ, ამას მხარს არ დაუჭერდნენ? ვინმე დარწმუნებულია იმაში, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გარანტი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვების გამარჯვების და ისინი თანამდებობებს რურუაზე გაცვლიდნენ? სიმართლე გითხრათ, მე ასე არ მგონია“,…

მეტი...

„კოვიდ ვირუსი” სეზონურობას არ ემორჩილება“ – კახა იშხნელი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსს მაღალი ტემპერატურა არ კლავს. როგორც მედიკოსმა “მედიაცენტრ მტავარში” განაცხადა, ვირუსი ისეთივე სიხშირით გავრცელდა ცხელ ქვეყნებში, როგორც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. „სეზონურობას მაინცდამაინც ეს ვირუსი არ ემორჩილება. არის სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებიც „ლიდერები“ გახდნენ ვირუსის ზრდის კუთხით, თუმცა, იქ ძალიან ცხელი ჰავაა. ჩვენ, ალბათ, ერთად მოვემზადებით ცხოვრების გასაგრძელებლად, მოვემზადებით იმ ფინალისთვის, რომელსაც დაერქმევა ახალი პრეპარატის შექმნა. არსებობს გარკვეული მათემატიკური მოდელები, რომლებიც გვაძლევენ გათვლების საშუალებას. ამ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, პროგნოზი უფრო ოპტიმისტური იქნება, იგივეა სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ…

მეტი...

თბილისის მერია ღია კაფეებს მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართობების გამოყენების უფლებას აძლევს

შეზღუდვების მოხსნამდე, თბილისის მერია ღია კაფეებს მიმდებარედ არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობების გამოყენების უფლებას აძლევს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ მიმდებარე არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობები და მაგიდები განალაგონ ასეთ ადგილებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და…

მეტი...

“გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, ბოლოს კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი მათ კლინიკაში მაისის დასაწყისიდან მკურნალობდა. გოფოძის თქმით, პაციენტს კორონავისრუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოფოძის ინფორმაციით, ორჯერადი „პისიარ“ კვლევით პაციენტს კოვიდინფექცია აღარ უდასტურდებოდა. მაგრამ, გოფოძე ამბობს, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან თანმხლები დაავადებების გააქტიურების მიზეზი კორონავირუსი გახდა და პაციენტი სწორად აღირიცხა, როგორც კორონავისურით გარდაცვლილი. „მოგახსენებთ, გარდაცვლილი პაციენტის შესახებ, ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში, გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან.  პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველ დღე, როდესაც კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი,…

მეტი...

“ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 “კოვიდ დადასტურებული” პაციენტი რჩება” – კახა იშხნელი “მედიაცენტრ მთავარში”

„მდგომარეობა უმეტესი პაციენტის დამაკმაყოფილებელია, არის რისკის ჯგუფში მყოფი 3 პაციენტი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურნმა დირექტორმა კახა იშხნელმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე 37 პაციენტია, მათ შორის კოვიდის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. „ჩვენს კლინიკაში, დღევანდელ დღეს, არის 37 პაციენეტი, რომელთა შორის 23 არის კოვიდ დადასტურებული, ამ დადასტურებულებიდან, 5 არის არასრულწლოვანი, დანარჩენი სრულწლოვანი, სამი პაციენტი არის არადამაკმაყოფილებელი, ასაკობრივადაც რისკის ჯგუფში არიან. თუმცა, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ და იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა გამოჯანმრთელებისკენ წავა. ამ დღეებში ჩვენ დაგვემატა 4 პაციენტი,“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტ მთავარში.“ “მედიაცენტრ…

მეტი...

“წელს ნატო-ს სტანდარტების რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

წელს ვგეგმავთ ნატო-ს სტანდარტების რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას და არსებულის ჩანაცვლებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეებზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, თუმცა ამ პროცესში გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც გამოიკვეთა. „ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც ამ წელს ვაგვარებთ, იქნება ტექნიკის განახლება და გადახალისება. კერძოდ, ვაპირებთ რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას – ნატო-ს სტანდარტების, ევროპული ბრენდების შეძენას და ჩანაცვლებას, რათა ჯარმა პრობლემას თავი ღირსეულად გაართვას თავი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გამოჩენილ მაღალ პროფესიონალიზმს, დისციპლინას,…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერიდანაა

ამ ეტაპზე გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ ორი დადასტურებული პაციენტი შემოგვემატა და ეს არის ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრი, „საბურთალოს კლასტერი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე აღარ გვყავს. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს და მცირე რაოდენობით მსუბუქი მიმდინარეობით“, – აღნიშნა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ვერ განხორციელდება, არჩევნები არსებული წესით ჩატარდება” – გია ვოლსკი

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას კვლავ არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. პარტიის წევრების განცხადებით, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. „ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, მათ შორის ჩვენი თანამონაწილეობით, ეს იქნება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და მოხდება გიორგი რურუას გათავისუფლება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისა და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციის გათვალისწინებით, უმრავლესობას კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო 113 ხმის მოგროვება არ გაუჭირდება. „ოპოზიცია თუ არ ჩაერთვება, არის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. „გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა. საქართველოში კორონავირუსით სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 640-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.

მეტი...

კორონავირუსის პანდემიისას მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, პროექტი უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი და მას დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას. „პროექტი, ერთი მხრივ, ითვალისწინებს შეღავათს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უკვე გამოეწერათ ჯარიმები პანდემიის პერიოდში და მეორე მხრივ, მარეგულირებელ ნორმებს, რათა გამოწერილი ჯარიმები ადეკვატური და იმ შესაძლებლობის პროპორციული იყოს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს“, – აცხადებს მაჭარაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე დაჩქარებულად მუშაობისკენ ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა. მისი თქმით, ჯარიმების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და პრევენციული ეფექტის მქონე.

მეტი...

აშშ – ში პოლიციელებმა დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადეს

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა და პოლიციის ოფიცრებმა დემონსტრანტებთან ერთად სოლიდარობის ნიშნად მუხლი მოიყარეს. ​აშშ-ის ათობით ქალაქში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ლოს ანჯელესში სამხედროებმა მუხლი მოიყარეს დემონსტრანტებთან ერთად სოლიდარობის ნიშნად, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. პოლიციის ოფიცრებმა მუხლი მოიყარეს ასევე აიოვასა და ჯორჯიის შტატებში გამართულ დემონსტრაციებზე.

მეტი...