“COVID-19 ძალას კარგავს” – იტალიელი ექიმები

იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ COVID-19-მა ძალა და­კარ­გა და ის აღარ არის იმ­დე­ნად ლე­ტა­ლუ­რი, რო­გო­რიც თვე­ე­ბის წინ იყო. ამის ინფორმაციას სა­ა­გენ­ტო სა­ა­გენ­ტო სა­ა­გენ­ტო “როტერსი” წერს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მძი­მე გავ­ლე­ნა სწო­რედ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ზე მო­ახ­დი­ნა.

მეტი...

„ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ covid-19-მდე ჰქონდათ“ – გიორგი გახარია

ჩვენ იძულებული ვართ, ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის და გადაკეტვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც უწევს მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს. „ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ „კოვიდ-19“-მდე ჰქონდათ, შემოსავალი რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც ჰქონდათ წლის დასაწყისში. ეს არის…

მეტი...

“თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, რისკები გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს” – ეკატერინე ტიკარაძე

თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, რომ მოგვიწევდა კორონავირუსთან თანაცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა, თავის მხრივ, შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, ჰოსპიტალური სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო იქნებიან მზად, თუმცა თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს. დღეს გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული, რაც გვაძლევს საშუალებას,…

მეტი...

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებიან

დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა პორტალი my.gov.ge უნდა გამოიყენონ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა პორტალი my.gov.ge უნდა გამოიყენონ. ეს საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამსახურების გახსნის გამო ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებს იუსტიციის სახლში მოხვედრას, სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, თუმცა დავაკვირდებით, როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების…

მეტი...

„მიკროსაფინანსოები და კომერციული ბანკები ისევ არ ასრულებენ პრემიერ გახარია განკარგულებას“ – დავით ჭიჭინაძე

„თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი და ხისტი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, რაღად გვინდა ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან საერთოდ სახელმწიფო?!“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა , „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და მიკროსაფინანსოების და კომერციული ბანკების ხელმძღვანელობას პრემიერ გახარიას განკარგულების მორიგ ჯერზე იგნორირებაში ადანაშაულებს. „მიკროსაფინანსოები და კომერციული ბანკები ისევ არ ასრულებენ პრემიერ გახარია განკარგულებას, სესხების  პროცენტების დარიცხვის გადავადების გარეშე. არადა, პრემიერ-მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეუწყდათ, ან შეუმცირდათ შემოსავალი, 2020 წლის მარტის შემდეგ, სესხები ჯერ 3 თვით, შემდეგ კიდევ 3 თვით გადაუვადდებოდათ…

მეტი...

“დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს. როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – განაცხადა ტიკარაძემ. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და აბიტურიენტებისთვის გამოცდების…

მეტი...

“სიტუაცია ისევ დაძაბული გვრჩება, შეიძლება გვქონდეს მიკრო აფეთქება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანში მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა ჩატარდა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მუშევანში მთლიანად გამოკვლეულია 1 135 ნიმუში, საიდანაც 75 არის დადებით. „მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის კლასტერი. ყველაზე ცხელი წერტილი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი, ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნიასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში ჩვენ 1 135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული, 75-ია დადებით, რომლებიც გადაყვანილი არიან სამკურნალოდ ცენტრებში. ამავე დროს დაახლოებით 60-მდე ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. სოფელ მუშევანში გამოვიკვლიეთ 750 ადამიანი რაც არის სოფლის მთლიანი მოსახლეობა. ეს 1 135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებით ჩავატარეთ ტესტები. ჩვენ პარასკევს ძალიან ორგანიზებულად,…

მეტი...

ბრუნდება თუ არა ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში?! – „შემოთავაზება 2012-შიც მქონდა“ –  მედიკოსის გეგმები

„ერთიდაიმავე მდინარეში არ შედიან 3-ჯერ, არანაირი სურვილი მაქვს, პოლიტიკაში დავბრუნდე“ – ასე უპასუხა მედიის კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, იმ პოზიციაზე, რასაც დღეს იკავებს, თავს კარგად გრძნობს და ცვლილებებს არ გეგმავს. „მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლამდე. მეორედ ამისი შემოთავაზება იყო 2012-ში. 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი გავლილი გზაა, დამთავრებული.  ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა… ხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა. „ჩვენ პრინციპული პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. ვიდრე არ იქნება 8 მარტის შეთანხება, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები, რომლებიც წინ უნდა უსწრებდეს განხილვების პროცესს, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიქნებით ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას და ამის შემდეგ იქნება საუბარი საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩართულობაზე. მანამდე არანაირი პროცესში ჩართულობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ იქნება“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა. „ევროპულ საქართველოს“ ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით ჩაერთვება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობაში. ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის…

მეტი...

ვირუსი არ დაგვიმარცხებია, ვერც ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული, ვირუსს ვერ დაამარცხებს” – გიორგი გახარია

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება, რეალურად მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი სატრანსპორტო ამოქმედდა ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ყველა სახის ბარები არის გახსნილი, ფაქტია, რომ ყველაფერი ეს იწვევს ქალაქში მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების მეტ რისკს ქმნის. „დღეს გვაქვს 11 ახალი, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ ცხრა, ეს მოსალოდნელი იყო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ…

მეტი...

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ე.წ. „რესპუბლიკის“ მთავარმა ექიმმა ანა გაგლოევამ „სპუტნიკ-ოსეთიას“ განუცხადა. მისივე თქმით, ოთხივე დაინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან არიან. „კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა. სამი მათგანი კურსანტია,“ – განაცხადა გაგლოევამ. ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 42 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.

მეტი...

ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარებით 300 ბავშვი იღუპება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ, თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართულ Facebook live-ში იმ სტატისტიკაზე ისაუბრა, რასაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების გამო სავალალო შედეგები მოჰყვება: „ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია,“ – აღნიშნა ლელა სტურუამ. მისი განმარტებით, წელს, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ბევრმა ინდუსტრიამ თავისი მოქმედება, ბიზნესი შეცვალა, თუმცა არა – თამბაქოს წარმოებებმა. “ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიამ დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა – ნიღბების, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა, პირიქით, უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ძალიან ბევრი…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ყველა სახის სერვისი განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1-ლი ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება. როგორც შსს – ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: “მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას დღეიდან ეტაპობრივად განაახლებს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისი მუშაობას დღეიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისის ათივე გამგეობაში. დღეიდან ასევე აღდგება თბილისის მერიაში შესული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისა და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

მეტი...

„ჩვენი გარემო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა. „გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენი ხელისუფლებისათვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და  ცირკულარული…

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკის 11 ახალი პაციენტიდან შვიდი საბურთალოს, ოთხი კი ბოლნისის კლასტერიდანაა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლღაშვილის განცხაებით, კლინიკაში 11 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ყავთ. როგორც მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, ოთხი მათგანი ბოლნისის, ოთხი კი საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება. ამასთან კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. „დღეს დილით 43 პაციენტია ბოჭორიშვილის ბოქსირებულ სექტორში. 44-დან 29 არის კოვიდდადასტურებული, აქედან 18 წლამდე ასაკის არის შვიდი პაციენტი. გუშინ დაემატა 11 ახალი დადასტურებული პაციენტი, აქედან ოთხს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და შვიდი გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით. შვიდი არის საბურთალოს კლასტერი და ოთხი არის ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან ერთი არის საყურადღებო, იგი დატვირთული ანამნეზიით არის. ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი ახალი პაციენტი კი ელოდება კვლევაში ჩართვას“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.

მეტი...

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი სოფელ მარეთიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. „ახალი კლასტერი, ახალი წყარო ქვეყანაში არ გვაქვს. 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს ჩვენს ცენტრში, ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ მარნეულის სოფელი მარეთიდან და ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევიდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ თავად ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. „გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. არანაირი სიმპტომები არ მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი, ტესტის გაკეთება გადავწყვიტე. დადებითი პასუხი აქვს ასევე ჩემი ოჯახის ყველა წევრს. როგორც ჩანს, ისინი ჩემგან დაინფიცირდნენ“,- განაცხადა ფაშინიანმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2494 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

მეტი...

საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია იხსნება

დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს.  ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს. მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. ამასთან,…

მეტი...

თეთრ სახლთან აქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს

თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს და პოლიციის ბარიკადების აღება სცადეს. ტელეკომპანია „ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულია უსაფრთხოების სამსახურის 50 თანამშრომელი. „სიენენის“ ინფორმაციით კი, თეთრ სახლთან ახლოს, წმინდა ჯონსის ეკლესიაში ხანძარია. ეს სწორედ ის ტაძარია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ესწრებიან სხვადასხვა რიტუალს. ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა 4 ივნისს დაიწყება

4 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ. დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დიპლომატების წინაშე 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

მეტი...

ლიონელ მესი XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

21 – ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა. ცნობილმა პორტალმა „გოლმა“ (Goal) ჩაატარა მასობრივი გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის, რომლის მიზანი იყო XXI საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა. ხმი მიცემა რამდენიმე ეტაპად, ოლიმპიური სისტემით მიდიოდა. ფინალში გავიდნენ „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი და „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. არგენტინელმა ხმების 56 პროცენტი მიიღო და გამარჯვებული გახდა. ფინალამდე მესიმ დაამარცხა ნეიმარი და რონალდო, კრიშტიანო რონალდომ კი აჯობა ანდრეს ინიესტასა და რონალდინიოს. შეგახსენებთ, რომ მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05…

მეტი...