“აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, გოცირიძე ტარანტინო-ბრუსლის რანგში” – ალექსანდრე ქანთარია

“მოგმართავთ კითხვის დამსმელებს, „ნაც“ ანსამბლს, რომლებიც მოწყვეტილი ხართ რეალობას. ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მხოლოდ სინანულით. მსოფლიოში ყველგან, რაღაც შეიცვალა, ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე. თქვენ რა გჭირთ ხალხო?! არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს. რაშია საქმე?! ის რასაც ბოლო ორი დღე ვხედავ, საყმაწვილო ენით რომ ვთქვა არის: აბდა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში. ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი”, – ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა. ალექსანდრე ქანთარიამ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, საქმიანი წინადადებები გააჟღერონ და რეალობას დაუბრუნდნენ. „ბატონო…

მეტი...

“5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში” – რომან გოცირიძე

“5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, შემეცოდეთ შუბლში არ გაგარტყით, ფეხებში მოგხვდათ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ. „ეს რვა სიმართლე, ბატონო პრემიერ მინისტრო იყო ის, რომ ყველა ჩემი სიტყვა არის განმტკიცებული ოფიციალური სტატისტიკით. თქვენი წერილი არის მხოლოდ საკუთარი ცრუ ინფორმაცია და ცრუ ინტერპრეტაცია. გაგიგონიათ ასეთი რამ, შიმშილის მსოფლიო ინდექსი 2019 წლის? საქართველოში ყველაზე მეტად შიმშილობენ რეგიონში. საქართველო შიმშილის მიხედვით არის ერთ-ერთ ყველაზე უარეს ადგილას. ტრაბახობდით დისტანციურ სწავლებას ვატარებთ და ტელევიზორით გაკვეთილებს ვატარებთო და ჩაიშალა ფაქტობრივად სასწავლო პროცესი. საქართველო ბოლო ადგილზეა…

მეტი...

“ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის გათვლილია 6 თვეზე” – პრემიერი

“პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება – 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა. „ელემენტარული არითმეტიკაა. ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი თვითდასაქმებული, ან არაფორმალურად დასაქმებული. აქედან, 600 000 ადამიანი მუშაობს და…

მეტი...

“როდესაც საბიუჯეტო ხარჯებზე საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ, სად რა ინფორმაცია ნახოთ” – გიორგი გახარია ოპოზიციას

“საბიუჯეტო ხარჯებზე როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ, სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რაღაცაში, საქართველოს ბიუჯეტში ბოლო წლების განმავლობაში იყო ხელფასების ზრდა. მაგალითად, ხელფასი გაეზარდა პოლიციელს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისი თქმით, მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში 24%-დან – 21%-მდე შემცირდა. „მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა 24%-დან, 21%-მდე. შესაბამისად ეს იმ პირობებში, როდესაც ხელფასი გაეზარდა პოლიციელს, ექიმს და ა.შ. საერთო ჯამში მაკროეკონომიკურად ჩვენი პრობლემაა მიმდინარე…

მეტი...

“კარანტინი მკაცრია და ასე დარჩება” – ამირან გამყრელიძე

“კარანტინი მკაცრია და ასე დარჩება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში და შემდეგ ყველას ჩაუტარდეს ტესტი. „დღეს დაფიქსირებული რვა ინფიცირებიდან, გარდა ორი შემთხვევისა, რომლებიც მძღოლები არიან, დანარჩენი ექვსი არის კარანტინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოსული. კარანტინი მკაცრია და ასე დარჩება. ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლაზე და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში. შემდგომ ყველა უნდა გაიტესტოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ტყუილია” – თბილისის მერია

„დღეს თბილისის მერიის სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შემომტანთა უმრავლესობას წარმოადგენს საპენსიო ასაკის ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი“, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ პენსიონერები გახდნენ მავანთა სამიზნე, რომელთა მოტყუების გზით…

მეტი...

“უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით?” – ბოკერია გახარიას

“ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით? შეგვეჯიბრეთ, კი ბატონო”, – ამ სიტყვებით საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიმართა. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბოკერია უბრალოდ დაიღალა და მას დასვენება ურჩია. “ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდეგ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძალიან „ისე“ იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ. დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად…”, – მიმართა გახარიამ ბოკერიას.

მეტი...

“სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ამდენი ტყუილი ისმის ” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლაც ამდენი ტყუილი ისმის. დარწმუნებული ვარ, ნაცებმა რამდენიმე დღე იმუშავეს ამ თემაზე, გამორიცხულია, ბატონი რომანი თავისით მარტო არ გადაწყვეტდა როგორ მიეყენებინა ზიანი პრემიერ გახარიასთვის, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, მთავრობისთვის და ხუთი წუთის განმავლობაში თქვა რვა ტყუილი, რვა თემა ჰქონდა, რვავე ტყუილი. ყველა ტყუილს ახასიათებდა თავისი თვისებები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტში რვა ტყუილი თქვა, რომელიც თავისი თვისებებით თავხედური, უსუსური, სულელური, გოიმური, ბოროტი, მავნებლური და „გაღმა…

მეტი...

“მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ” – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას

„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“, – ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენს. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სწორედ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა. „პიკური მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის 0-დან 5 წლამდე იყო 2009 წელს და დღეს, საბედნიეროდ, ეს არის მნიშვნელოვნად დაკლებული, უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება“, – განაცხადა ხუნდაძემ.…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ათასობით და ათიათასობით ადამიანი ქონებას კარგავდა” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების მიერ კრიზისულ პერიოდში საზოგადოების მიმართ გაწეულ დახმარებასა და მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებზე ისაუბრა. „სტატისტიკაზე იყო საუბარი და მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო ამ თემას. მათ შორის სიღარიბეზე იყო საუბარი და მარტივი სტატისტიკური მონაცემები მინდა, მოვიყვანო. 2004 წელს, როდესაც ეს ძალა, დღევანდელი ოპოზიციური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბე საქართველოში 34 პროცენტი იყო. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. 2012 წელს, როდესაც მათ დატოვეს ხელისუფლება, მათ დატოვეს 30 პროცენტიანი მაჩვენებელი. ანუ, 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 პროცენტით…

მეტი...

“ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ” – გახარია ოპოზიციას

ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ, – ასე მიმართა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. „მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, რა თქმა უნდა დღეს აქ ვდგევართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად და ასევე, ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც არ უნდა ითქვას და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები სძლევს – ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ“, – განაცხადა პრემიერმა. გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მეტი...

“ინტრიგნობაზე ორიენტირებულ შეკითხვებზე მოვისმინეთ პრემიერის პასუხისმგებლიანი პასუხები” – ნათია თურნავა

ინტრიგნობაზე ორიენტირებულ შეკითხვებზე მოვისმინეთ პრემიერის პასუხისმგებლიანი პასუხები, რადგან ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიციის მიერ პრემიერისადმი დასმული შეკითხვების შეფასებისას. ნათია თურნავას თქმით, კონკრეტული ციფრების 2012 წელთან შედარება ძალიან დიდ უხერხულობას უქმნის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამაზე საერთოდ არ ჰქონდათ კომენტარი. „ყველაფერი ნათელია. ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური შეკითხვა, რომელიც უფრო მეტად ინტრიგნობაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე რეალურად, ადარდებდა ამ შეკითხვის დამსმელს, სიღარიბის პრობლემა. მოვისმინეთ ძალიან დამაჯერებელი პასუხისმგებლიანი პასუხი პრემიერ-მინისტრის, რადგან ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. არასოდეს გვითქვამს, რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს. სიღარიბის პრობლემა ზოგადად, აწუხებს ჩვენზე გაცილებით…

მეტი...

ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება

ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდეს. პირველი ორი ტურის შედეგები შენარჩუნდება და პირველობა მესამე ტურიდან გაგრძელდება. თუმცა, ფორმატი შეიცვალა და ოთხის ნაცვლად გუნდები ორ წრედ ითამაშებენ. თამაშების განახლებამდე ფეხბურთელების ტესტირება ჩატარდება ორჯერ: პირველად 1-7 ივნისს, მეორედ კი უშუალოდ მატჩების განახლებამდე, 22-24 ივნისს.“ – განაცხადა დავით მუჯირმა. ასევე ჩვეულებრივად გაიმართება დავით ყიფიანის თასის გათამაშება, თუმცა ევროთასებზე მონაწილე გუნდები გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან“, – განაცხადა მუჯირმა.

მეტი...

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება

მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. დახმარების აქციაში დღეს კომპანიები – „ჯითისი ჯგუფი“,  „არსი“ და „ფერი“ ჩაერთნენ.  კამპანიას შეუერთდა „ვითიბი ბანკის“ მენეჯმენტიც, რომელმაც ბენეფიციარებისთვის 2 000 ამანათი მოამზადა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. „ჩვენი სოციალური პროექტის განხორციელება გრძელდება. დღეს რამდენიმე კომპანიამ მოგვაწოდა პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები, რომელიც იმ ოჯახებს დაურიგდებათ, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად გაუჭირდათ. ესენია: სამშენებლო კომპანია „ფერი“, „არსი”, „ვითიბი“ და „ჯითისი ჯგუფი“. მინდა, ყველას ძალიან…

მეტი...

ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აუდუნ ჰალვორსენთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და საერთაშორისო ფორმატებში ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები, – იფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრის მოადგილემ ნორვეგიის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. „საუბრისას ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12…

მეტი...

“ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს” – გიორგი გახარია

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,მანვე ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა გაკეთდა პანდემიის დროს. „ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და…

მეტი...

„თქვენ ბიუჯეტს ჭამთ, ბიუჯეტს ხრავთ“ – გახარია-ბოკუჩავას პაექრობა პარლამენტში

„ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა უფრო უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს “ – ასე მიმართა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას და მათ მიერ დასმული კითხვები დემაგოგად შეაფასა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური  მოძრობის“ დროს მოსახლეობა უფრო იმედიანად იყო.   „ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთეს მომავლის იმედი. თქვენ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ, სახლში მიაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ კარგი მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ ბატონო გახარია ჩვენი მომავალი თაობა. ვერასდროს ჩამოირეცხავთ…

მეტი...

“რომან გოცირიძე ხუთი წუთის განმავლობაში სვამდა კითხვას და რვა ტყუილი მოასწრო” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიორგი გახარიას ხუთი წუთის განმავლობაში უსვამდა კითხვას და რვა ტყუილის თქმა მოასწრო. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს დემაგოგიურ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. „ხუთი წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან, ჩვენ დავთვალეთ და ამ ხუთი წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად ნათელია, რომ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან გვაქვს ჩვენ საქმე. რეგლამენტის თანახმად, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის პარლამენტში მობრძანდა და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ ძალიან საკადრისი პასუხი მიიღეს ამ…

მეტი...

“დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს. „ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება, კრიზისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით, 72 175 მოქალაქეს, უკვე, 1200 ლარის სოციალური დახმარების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან დაეწყო. აგრეთვე, 52 151 თვითდასაქმებულმა დღეს მიიღო 300 ლარის კომპენსაცია. 194 796 თანამოქალაქეს, ეს…

მეტი...

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის“ – გიორგი გახარია

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა.  „ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში  პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა  ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

მეტი...

„ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია“ – გიორგი გახარია რომან გოცირიძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რომან გოცირიძეს დემაგოგი უწოდა და მის დასმულ კითხვაზე პასუხი საჭიროდ არ ჩათვალა.   „ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგია, ბატონო არჩილ იქ  (ადგილზე) თუ როგორმე ჩამირთავთ მიკროფონს, უკეთესია“ – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია რომან გოცირიძის შეფასებას და პარლამენტის თავმჯდომარეს არა ტრიბუნასთან დგომა, არამედ, მთავრობისთვის განკუთვნილ ადგილას მიკროფონის ჩართვა სთხოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის თხოვნა, გიორგი გახარიამ კი რომან გოცირიძეს ასე მიმართა: „ჩვენი სამწუხარო რეალობა სწორედ იმაშია, რომ თქვენ ის კი არ გაინტერესებთ სიღარიბე, რომელიც მართლა არსებობს,  რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ იყოს, თქვენ წარსულში ცხოვრობთ…

მეტი...

“სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა” – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს. „სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა. დაკავებული სასამართლოს წინაშე მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა წარმდგარიყო.

მეტი...

“2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მას შემდეგ მთავრობამ იზრუნა, რომ მშობლებს ყოველწლიურად წიგნებში ფული არ ეხადათ” – გიორგი გახარია

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი. „2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მას შემდეგ მთავრობამ იზრუნა, რომ  მშობლებს ყოველწლიურად ბავშვების სკოლაში გაშვებისთვის წიგნებში ფული არ ეხადათ, საქართველოს მთავრობამ იზრუნა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა, ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული…

მეტი...

„მე კარგად მესმის, რომ ამ ციფრების უკან დგას უდიდესი ტრაგიზმით განმსჭვალული ადამიანების ცხოვრება“ – გიორგი გახარია

პრემიერმა პარლამენტში, რამდენიმე წუთის წინ, იმ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში სიღარიბის ნიშნულს ეხება. გახარია აცხადებს, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით სიღარიბე ქვეყანაში შემცირებულია. „ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10 – 5% – ით. 2012 წელს სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%, ახლა ეს მაჩვენებელია 19%.  მსოფლიო ბანკის  მონაცემებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე, შემცირებულია 34, 7 პროცენტიდან 25% – მდე, გარდა ამის გაიზარდა პენსია, პირველი ივლისიდან მიუხედავად კრიზისისა პენსიის ზრდა გაგრძელდება, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის კი ამას უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის 80%. მე…

მეტი...

გიორგი გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის მკაცრად დაცვა მოსთხოვა

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეული პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. ტრიბუნიდან  გიორგი გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და რეგლამენტის მკაცრად დაცვა მოსთხოვა.   „ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, კანონს, ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ აქ ვდგევართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ბატონო თავმჯდომარე, 11 საათი ჩვენ აქ უკვე ვიდექით და მინდა გთხოვოთ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენ, ელემენტარულად, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ კითხვებს ვუპასუხოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ საპარლამენტო  ტრიბუნიდან.  

მეტი...

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი ეპიდაფეთქებებისთვის” – ჯანმო

„კოვიდ-19“-ის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი, ექიმი დევიდ ნაბარო აცხადებს, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს ახალი ეპიდაფეთქებებისთვის. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ექიმმა, დევიდ ნაბარომ „ბიბისის“ მეოთხე რადიოს გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ახალი კორონავირუსი არ წასულა და მას შემდეგ, რაც ადამიანების გადაადგილება კვლავ გაიზარდა, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ახალი ეპიდემიური აფეთქებებისთვის. ექიმ ნაბაროს თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებმა ფიზიკური დისტანცირების წესების დაცვა უნდა განაგრძონ.

მეტი...

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება

მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველ საჯარო განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს. „საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა. მანამდე ეს დრო იყო შერებული. მომდევნო კვირაში ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით. წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვუპასუხებთ ამ კითხვებს, რომელიც ასევე იქნება ინტერაქტიული. ამ განხილვას მალევე მოყვება მეორე განხილვა,…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს. არჩევამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში. „ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“,- განაცხადა როინიშვილმა.

მეტი...

აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა…

მეტი...

„მთავარმა არხმა“ ეთერში პროგრამა რუსულ ენაზე განათავსა, რითაც კანონი დაარღვია“ – კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. “საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუებს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა,” – ინფორმაციას ამის შესახებ, კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. „საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი კანონით ვალდებულია პროგრამის არასახელწმიფო ენაზე განთავსების შემთხვევაში, მას სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები დაურთოს. „მთავარი არხის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუები 30 წუთს აღემატებოდა, შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს, რითაც მაუწყებელმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია, „ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ. პლენუმის სხდომა ამ წუთებში იმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ვასილ როინიშვილია, მისი განცხადებით, არჩევის შემთხვევაში, შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში. „რაც შეეხება მოტივაციას, მოგეხსენებათ, როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება – ხელისუფლების დანაწილების თეორიის გათვალისწინებით. კერძოდ, თითოეული შტოდან 3-3 კანდიდატი არის დასაკომპლექტებად წარმოდგენილი. ჩვენი კვოტა, სამი მოსამართლე, გაჩნდა ახლა ამის საშუალება, რომ წარედგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად ჩვენ ავირჩიოთ. მე პირადად მიმაჩნია, რომ საერთო სასამართლოების ხედვა, ის მიდგომები, რომლებიც უნდა იყოს ზოგადად გათვალისწინებული, მათ შორის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას, ძალიან მნიშვენელოვანია…

მეტი...

“დღეს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა პრემიერს, არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს გასცეს პასუხი შეკითხვებზე” – სალომე სამადაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი დღეს თავს ვერ აარიდებს შეკითხვებს. მისი თქმით, შეკითხვები ეხება ქვეყანაში სიღარიბის ზრდას და მძიმე მდგომარეობას, რომელშიც არიან პენსიონერები. „კონკრეტულად, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემებზე სამუშაოდ. ამაზე პრემიერისგან დეტალურ პასუხს ველოდები, რომელიც პარლამენტში მისი წინა გამოსვლიდან ვერ მოვისმინეთ. ვხედავთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მთლიანად მიმართულია ისევ და ისევ პრივილეგირებული ინტერესების დასაცავად და სრულიად აცდენილია ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის გამოწვევებს“, – განაცხადა სამადაშვილმა. სამადაშვილის თქმით, ათასობით მოქალაქე მათ წერს, რომ პრემიერ-მინისტრის ორი დღის წინანდელი გამოსვლის შემდეგ რჩებათ კონკრეტული შეკითხვები. „ამიტომ, დღეს…

მეტი...

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 წლით თავისუფლების აღკვეთა განზხრახ მკვლელობაში ბრალდებულს, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა 2019 წლის 6 სექტემბერს მოხდა. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.მ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა,მიყენებული დაზიანების შედეგად ო.მ. ადგილზე გარდაიცვალა. ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   სამართალდამცველებმა ზ.მ. 2019 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლა

ტრაგედია საბერძნეთში, ქართველმა მამაკაცმა პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლა, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა. დაკავებული სასამართლოს წინაშე მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა წარმდგარიყო.

მეტი...

 რა მოუვა ლარს, დევნილებს ფართის შესაძენად თანხა რომ დაურიგონ?! – რომან გოცირიძის პასუხი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ ხალხს არჩევანი წაერთვა ბინების შეძენასთან მიმართებაში. როგორც გოცირიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ამბობს, ხელისუფლებამ თავად კი არ უნდა შესთავაზოს დევნილ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართი, მათ თანხა უნდა მისცენ და თავად აარჩევენ რა ტიპის ფართს იყიდიან. “მედიაცენტრი მთავარის” კითხვას, რა მოუვა ისედაც გაუფასურებულ ლარს, მოსახლეობას ფართის შესაძენი თანხა რომ დაურიგონ? რომა გოცირიძე ასე პასუხობს: „ბინებს უშენებენ ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან, სწორედ დეპუტატებს აქვთ სამშენებლო კომპანიები. ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული მისცენ და მათ გადაწყვიტონ უნდა მშენებარეს იყიდის, უნდა აშენებულს და არ დაელოდება წლები. ეს თანხა…

მეტი...

„სოფლის მეორნეობის ინოვაციური მიდგომები“ – ონალინ კონფერენციაში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა, – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ სურსათის მარაგების კონტროლის და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. ხაზგასმით აღინიშნა ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ. „შეხვედრაში, რომელის ორგანიზატორი გაეროს სურსათისა…

მეტი...