„ხვალ, ახალ მსოფლიოში, გლობალური კონკურენციის ახალი წესები იქნება“ – გიორგი გახარია

„ჩვენი სურვილით ვართ დღეს აქ. ზუსტად 102 წლის წინ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ გვაკისრია მოქალაქეების წინაშე შეუძლებელი იყო ყურადღების მიღმა დარჩენილიყო“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ კოვიდ – ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. პრემიერის განცხადებით მთავრობისთვის “დახურული თემები“ არ არსებობს. „დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რა იქნება ხვალ. სამწუხაროდ, არავინ იცის სამყარო როგორი იქნება, ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი ამოცანა, უნდა  გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რაც კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა შესაძლებლობად. ეპიდემიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, ყველაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

„რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს ლუგარის ცენტრზე“ – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც დაგმობილია რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის მისამართით გავრცელებული დეზინფორმაცია. „26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება ძალზე პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და…

მეტი...

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება“ – კახა კალაძე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მთელი რიგი სერვისები შეიზღუდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, იყო ძალიან  მნიშვნელოვანი ამ რთულ ვითარებაში. შედეგიც სახეზეა, ყველანი კარგად ვხედავთ რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა ამ პანდემიას საქართველოს ხელისუფლება.…

მეტი...

სასტუმროები და რესტორნები 8 ივნისიდან განაახლებენ მუშაობას

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმოქმედონ, იმუშაონ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამავე დღიდან იხსნება სასტუმროები. „8 ივნისიდან, შემდგომი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმოქმედონ, იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები კონკრეტულად, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მეტი...

პირველი ივნისიდან თბილისის მერიის სერვისები ეტაპობრივად განაახლებს მუშაობას

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მუნიციპალური სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება იყო. „ერთადერთი რაც მუშაობდა, ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები. პირველი ივნისიდან ყველა მიმართულებით, სადაც დროებითი შეფერხება გვქონდა და მუშაობა შეჩერებული იყო, სერვისების მიწოდება განახლდება. ათივე გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პირველი ივნისიდან ასევე, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი…

მეტი...

“ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს” – გიორგი გახარია

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები არის სამი და სამივე არის საკარანტინო ზონებიდან. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს, ამის დასტურად შეგვიძლია, გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი. ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება, ინფიცრებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ცნობილი კლასტერებიდან.  რისკის შემცველი ჯგუფი ასევე გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და კონტროლი არის გამკაცრებული. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს. ეს არის ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგი. ამიტომ გვაქვს შემდგომი ამოცანა, ეს არის ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. ჩვენ…

მეტი...

პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია და მოლი გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა. მისივე თქმით, ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის რესტორანი.

მეტი...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება კონკრეტული წესების დაცვით. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისივე განმატებით, მუნიციპალური ტრანსპორტი გარკვეული წესების დაცვით იმუშავებს, მათ შორის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

მეტი...

“კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 74% გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, კვლავ 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც უმჯობესდება. „დადასტურებული შემთხვევების 74% გამოჯანმრთელდა, 379-ით მეტია გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს. ჩვენ ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა, 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია, ოთხივემ დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს – კვლავ 3 მძიმე პაციენტია, მაგრამ ამ…

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „27 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 13 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია ხუთი პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი დაინფიცირდა, 20 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 20 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე…

მეტი...

პარლამენტში დღეს პრემიერი მივა

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერი, კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესსა და სხვ. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა. პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში…

მეტი...

მეტროპოლიტენი მუშაობას თვის ბოლოს განაახლებს   

საზოგადოებივი ტრანსპორტის ამუშავება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომელზეც პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ოპოზიცია კითხვებს დაუსვამს და არგუმენტებს მოითხოვს. როგორც გავარკვიეთ, დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოს განაახლებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას გიორგი გახარია დღეს პარლამენტში გააკეთებს. რაც შეეხება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ ეტაპზე, მისი ამუშავების საკითხი გადაწყვეტილი არ არის.   

მეტი...