„ამ ყველაფერს, ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!! – “Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!“ – თამარ ივერი

ქართველი მეცოსოპრანო თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. თამარ ივერი თვლის, რომ ჩოგბურთელი პროვოკაციის მსხვერპლია. „ძალადობის ერთ-ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ, თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს… ქალბატონი მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100 000 ლარს, დიახ, არც მეტი არც ნაკლები, თვეში 100 000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!) ახლა, თურმე, ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია. თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ…. ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა

კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „მას ინფიცირებულთნ ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს; გვყავდა 35 პაციენტი, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. არსებული სპექტრის სიმძიმის მიხედვით, ჯერჯერობით, სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობაც, დინამიკაში, უმჯობესდება. შეიძლება ვთქვათ, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. რადიოლოგიური მონაცემების მხრივ, არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით, დინამიკა გაუმჯობესდა და ალბათ, პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან. მათგან ერთი ის პაციენტია,…

მეტი...

მკვლეობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავება ცხელ კვალზე მოხდა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე…

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „25 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 17 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია ცხრა პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 16 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 526-ს შეადგენს.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე, ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.

მეტი...

“20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს” – საია

პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურის უარს საია სასამართლოში ასაჩივრებს და დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. დაზარალებულის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების გარეშე, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტიანად იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოების პროცესში, გაეცნონ საქმის მასალებს და გააკონტროლონ, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც პროკურატურა საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს.  „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 2019 წლის 20-21…

მეტი...

„ზამთრის დაწყებასთან ერთად, ისევ უნდა შემოგვიტიოს მძლავრად, ვიდრე ზაფხულის პერიოდში“ – ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან

რა ეტაპზეა კორონავირუსი? არსებობს თუ არა  ისევ საფრთხე? ახდენს თუ არა გავლენას ტემპერატურის ცვლილება ვირუსზე? როდის დაიწყება მეორე ტალღა? რას უნდა ველოდეთ შემოდგომა-ზამთავრში? მოგვისწრებს თუ არა აცრები?  – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე ესაუბრა. ,,მედიაცენტრი მთავარი:’’ ბატონო პაატა,  შეგვიფასეთ, რა ეტაპზეა დღეს „კორონავირუსი“ – მიდის, შეჩერებულია,  პლატოზეა თუ სად? პაატა იმნაძე: არც თუ ისე მარტივი შესაფასებელია. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ვართ ვირუსთან თანაცხოვრების დაწყების ეტაპზე, ვირუსი არ გამქრალა, ის არის ჩვენს ახლომახლო. სახელმწიფო რეგულაციების დროც…

მეტი...

უკრაინიდან გამოწვეულ ელჩს, საგარეო უწყებაში ელოდებიან

ორკვირიანი კარანტინის შემდეგ, უკრაინიდან ჩამოსული ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, საგარეო უწყებაში მივა. შარაშენიძე, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნულმა სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები შექმნა. „უკრაინაში საქართველოს ელჩი უკვე ჩამოვიდა, ორკვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს და არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული. ჩვენ გავივლით ყველა დეტალს, მათ შორის ყველა ძირითად საკითხზე რაც არის დაკავშირებული არსებულ სიტუაციასთან და ჩვენს ურთიერთობებთან სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მიმართებაში. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ ურთიერთობას და ეს გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა იმ სიტუაციამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 39 კმ-ში, სოფელ ხალაწანთან იყო. 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 06:06 საათზე მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

მეტი...

სააპელაციო სასამართლო, მიხეილ კალანდიას საჩივარს განიხილავს

დღეიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ​ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს. როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს. ასევე, ადვოკატის თქმით, პროცესზე დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობას დააყენებს. „იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომების ონლაინრეჟიმს შემოგვთავაზებს, ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ კალანდია უარს განაცხადებს და მონაწილეობას არ მიიღებს. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სხდომები ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა, ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე შუამდგომლობა გვექნება“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მეტი...