“სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება” – პაატა იმნაძე

საქართველოში სწავლის პროცესი ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება და ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა, ცნობილი გახდება, რა უნდა გაკეთდეს. „გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც და ბაღებისთვისაც“, – აღნიშნა იმნაძემ.

მეტი...

“ბოლნისის სოფლებში ეპიდაფეთქება მოხდა იმიტომ, რომ დაცული არ იყო რეკომენდაციები” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის მსგავსი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე სოფელში ეპიდაფეთქება მოხდა, შესაძლოა, სხვაგანაც განმეორდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების ერთი მიზეზი არ არის, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც ერთი ადამიანისგან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. შემდგომ ბევრი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არსიარულის, ამ დიდი ოჯახების არშეკრების, იგივე სოფლიდან სოფელში არსიარულის, არ განხორციელდა. ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია. ერთ სოფელში საკმაოდ კარგი იყო…

მეტი...

“პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე ჯერ ძალიან შორია. „ჯერ არაფერი არ ჩანს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადოს. აქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. პანდემია არ დასრულებულა და ვნახოთ, რა მოხდება“,- განაცხადა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მეტი...

“ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება, საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემია მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დიდი ხნის განმავლობაში არც დასრულდება. აქედან გამომდინარე, გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. „მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს, ის არ დასრულებულა და კარგა ხანი არ დასრულდება. ანუ სიტუაცია სხვადასხვა ქვეყნებში იცვლება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება ჩვენ გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების კიდევ გამეორება ხოლმე, რადგან ხაზს ვუსვამ, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ახლა დიდი ალბათობით, ალბათ ზაფხულისკენ სიტუაცია შესაძლოა,…

მეტი...

“ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ რჩება ძალაში 3 პირზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა ტაქსებისთვის. როგორც მინისტრი აცხადებს, ვინაიდან ტაქსის მძღოლებს ბევრ მგზავრთან უწევთ კომუნიკაცია, აღნიშნული შეზღუდვა პრევენციის საშუალებაა. „ეს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს: ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში, რომ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როდესაც მძღოლი საკმაოდ ხშირად იცვლის თავის მგზავრს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე დავტოვეთ ეს შეზღუდვა“ , -განაცადა ტიკარაძემ. მან ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტში, როდესაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში ინფექციის გავრცელების…

მეტი...

“მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელების” – გიორგი გახარია

მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი ინფექციის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველია. „გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელების. ვსაუბრობდით ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალური პროტესტით ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ ის ნაწილი, სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობების გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება, ფრთხილად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც გავაკეთოთ. მეგობრებო, ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი  გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს…

მეტი...

“გუშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ მნიშნელოვანია, საფრთხეს ვუპასუხოთ ადეკვატურად” – არჩილ თალაკვაძე

მანიპულაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ამოცანები და პასუხისმგებლობები რჩება. „გუშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ მნიშნელოვანია, საფრთხეს ვუპასუხოთ ადეკვატურად. არ არის ისე, რომ ყველფერი მოიხსნას და მანიპუაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ…

მეტი...

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღია. ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპოორტის მიმართულებით გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით, ასევე აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს. ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს საკუთარი ტრანსპორტით შეეძლებათ გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება „საკოორდინაციო საბჭოს შეხვედარზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მოიხსნება გარკვეული რეგულაციები. ეს პირველ რიგში შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ისევე როგორ კომენდანტის საათს. რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ…

მეტი...

“ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლადინფიცირებულთა რაოდენობას” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საქართველოში ეპიდვითარების შესახებ მონაცემები გააცნო. „ამ მხრივ, ჩვენ გამოვიყურებით ასე ვთქვათ გარკვეულ მუნძულად, ამ ეტაპამდე მთელ ამ სივრცეში, რაც კარგია, მაგრამ ეს არ გვაძლევს არავითარი დამშვიდების საფუძველს. დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა. მხედველობაში მაქვს მხოლოდ მოლეკულური კვლევები. აქედან დადასტურებულია 723. ამ 723-დან აქტიური შემთხვევა, დღეს ვინც მკურნალობს, არის 216. გამოჯანმრთელება გვაქვს 495, ანუ 68 პროცენტია გამოჯანმრთელება, რაც კარგი…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 21 მაისის 21 საათიდან 22 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი…

მეტი...

“ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა, რათა მთავრობამ, ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე. „ჩვენ აგერ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაცა პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა, ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე“,- აღნიშნა…

მეტი...

ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა

არგად ცნობილი შეზღუდვა, ერთი ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „ჩვენ დღეს ვაცხადებ, რომ ქვეყანა მზად არის გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთი ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, სადაც  მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში.

მეტი...

“ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, მეორე კი, კარანტინის სივრციდან არის” – მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, მეორე კი, კარანტინის სივრციდან არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის 721 დადასტურებული შემთხვევა იყო, რასაც ორი ახალი ინფიცირებული დაემატა. ასევე გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი. „მხოლოდ და მხოლოდ ორი შეგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა გვყავს 723. გამოჯანმრთელების რიცხვი 10-ით გაიზარდა, 485 გვყავდა და ახლა 495-ია. ამ მონაცემებით, „კოვიდცენტრებში“ დღეისთვის მკურნალობს 216 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც იზრდება და სხვაობაც იზრდება. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა აჭარბებს ამჟამად 216 მკურნალობაზე მყოფ პაციენტს. ეს თანდათან თუ გაიზრდება, არაჩვეულებრივი იქნება. ბოლო 24 საათში დადასტურებული ორი ახალი…

მეტი...

„შემდგომ ეტაპებზე ეპიდსიტუაციის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე მთლაინად მსოფლიოში“ – მარიამ ჯაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვს, როგორც ჯაშმა განმარტა გახარია მიუხედავად მათი ორჯერ თხოვნისა ინიციატივას არ გამოეხმაურა. „ჩვენ არ მოგვეცა საშუალება რომ პრემიერთან ერთად გვესაუბრა როგორც უკვე მიღწეულ წარმატებებზე, ასევე ჩვენი საზოგადოებისათვის დღეს არსებულ ყველაზე მტკივნეულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე. სამწუხაროდ ასევე სიმართლეა, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ ორჯერ გამოცხადებული ნდობისა – საგანგებო მდგომარეობის განხილვისას პრემიერ მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტმა არც ერთხელ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მოსულიყვნენ პარლამენტში. სიმართლეა, რომ შემდგომ ეტაპზე ეპიდსიტუაციის ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. მაგრამ ასევე სიმართლეა, რომ ჩვენ გვჭირდება ეპიდსიტუაციის…

მეტი...

„რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!” – დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას

„რა დააშავა ქვეყანამ?“- ამ კითხვით მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე  პრემიერ გიორგი გახარიას და აცხადებს, რომ მას ბიზნესომბუდსმენობიდან მოყოლებული არაფერი გაუკეთებია. „ ბიზნესომბუდსმენი იყო და გარდა იმისა, რომ ბიზნესს არაფერი გაუკეთა, არავისთვის არაფერი დაუბრუნებიათ, ეკონომიკის მინისტრობის დროს, ერთი ინიციატივითაც კი არ შემოსულა პარლამენტში, შს მინისტრი გახდა და, კინაღამ არაერთხელ „აგვაფეთქა“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მოვლენებიდან დაწყებული, პანკისის მოვლენებით გაგრძელებული. პრემიერად დანიშვნის დღეს კი, საბაჟო ტერმინალიდან მოპარულ ტრაქტორზე მივაწოდე ინფორმაცია პარლამენტის ტრიბუნიდან და ისიც კი ვერ იპოვეს დღემდე!“ დავით ჭიჭინაძის განცხადებითვე, „21 მაისს ფაქტიურად პარლამენტის კაპიტულაცია მოხდა. რადგან პარლამენტმა…

მეტი...

“ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 21 146 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 477” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 21 146 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12 477 მოქალაქე. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს…

მეტი...

აქვს თუ არა პაატა იმნაძეს ყველაზე მოთხოვნადი ინვენტარი – ოთახის ჩუსტები?!  

„კორონავურუსის“ გამო დაწესებული შეზღუდვები მართალია, ეტაპობრივად იხსნება, თუმცა, ჯერჯერობით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ისევ დაკეტილია. პანდემიის ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ოთახის ჩუსტებია, რომელიც მომხმარებლებს ან გაუცვდათ, ან დაუპატარავდათ, ან არასეზონურია. ერთიდან მეორე ეტაპზე გადასვლისას მთავრობა შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს მიჰყვება, მათ შორის, მთავარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ამ ეტაპისთვის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნის რეკომენდაციებს არ იძლევა. „მედიაცენტრმა მთავარმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელთან პაატა იმნაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი კითხვა სწორედ ფეხსაცმელს ეხებოდა. „მედიცენტრი მთავარის“ იუმორნარევ კითხვას  – გაქვთ თუ არა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევა არის დადასტურებული, ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 495-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3614 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.

მეტი...

“ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარებას „რთულს“ უწოდებს. მან, მუშევანსა და გეტაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თეთრიწყაროს რაიონში არსებულ სიტუაციას. მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვითარება ძალიან რთულია. ვიტყოდი, რომ თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, პრაქტიკულად იქ იტალია ხდება, ტესტირების მაჩვენებლებიც ამ რეგიონში არ ჩამოუვარდება გერმანიის მაჩვენებლებს. მსჯელობა იყო იმაზე, როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით მოხერხდეს მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ამ ორ სოფელში, სადაც პრინციპში ყველაზე…

მეტი...

დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობას განაახლებენ

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც არის „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმება. ამ მომენტისთვის სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე შევიდა 279 შეტყობინება, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

მეტი...