“მათ შეუძლიათ, დატოვონ თავიანთი საყვარელი სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მათ შეუძლიათ, დატოვონ თავიანთი საყვარელი სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, შემდეგ მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მათი არჩევანია, მაგრამ თუ მათი არჩევანის საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ივნისის ბოლოს სამივე მოსმენით გავა კენჭისყრაზე და ამ დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა. „თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო…

მეტი...

„4 თვე იქნება შედარებით წყნარი, ნოემბრიდან მატებას უნდა ველოდოთ“ – ივანე ჩხაიძე (ვიდეო)

თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი ტალღა შესაძლოა ნომერიდან დაიწყოს. პროფესორი პანდემიის გავრცელებისთვის, ზაფხულს ნაკლებად საშიშად მიიჩნევს. აღნიშნულ თემაზე ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. „რამდენიმე თვე იქნება შედარებით წყნარი. იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში ახალი კორონავირუსის შეთხვევბი იქნება ერთეული, მაგრამ ნომბერიდან უნდა ველოდოთ მატებას. თუ დავეყრდნობით იმ გამოცდილებას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გრიპის ვირუსთან დაკავშიებით. ეს პერიოდი იქნება ნოემბრის თვიდან, ამ დროიდან ვაფიქსირებთ ვირუსების პირველ შემთხვევებს და აქაც გამონაკლისი არ იქნება. არასოდეს ყოფილა საქართველოში სექტემბერი ან ოქტომბერი გრიპის ვირუსის გავრცელების პერიოდი. ივნისი,…

მეტი...

“ნუ გავთამამდებით, „დარჩი სახლში“ უნდა გაგრძელდეს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ასეთი სტაბილური მონაცემები შენარჩუნდება, შესაძლოა, ივარაუდონ, რომ ვირუსის პირველი შემოტევა გადალახულია. თუმცა, ეზუგბაიას თქმით, ამით მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს. „მოსახლეობას მინდა, მივმართო, მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნისა, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება. აკრძალვებისა და შეზღუდვების პერიოდში არსებული სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესებას ნუ ვეცდებით. მე მუდმივად გთხოვთ და ახლაც გეუბნებით, თვითშეზღუდვები დავიწესოთ.„დარჩი სახლში“ მემგონი უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი, გავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ საქმეზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღეა, შეინიშნება ძალიან ხალხმრავალი ადგილები ქუჩებში, ეზოებში. მე გთხოვდით, მოსახლეობას ვთხოვდი,…

მეტი...

“კოვიდ 19”-ის მეორე და მესამე ტალღა აუცილებლად იქნება. როგორია ინფექციის ეტაპები – პროფესორი „მედიაცენტრ მთავარში“

“ხაზგასმით ვამბობ, რომ დღეისათვის არ არსებობს არცერთი ექსპერტი, რომელიც უარყოფს მეორე და მესამე ტალღის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორი ახალი ტალღების სცენარებსა და სეზონებზე საუბრობს. ჩხაიძის ინფორმაციით, მსოფლიოში დღემდე არსებულ პანდემიებს ჰქონდა განმეორების რამდენიმე ანალოგი. „რამდენიმე სცენარი არსებობს სიტუაციის განვითარების, სამი სცენარი განიხილება ყველაზე ხშირად. არსებული ტალღა არის ყველაზე მაღალი და შემდეგ, მომდევნო 18, 24 თვე. ეს არ ეხება მოკლევადიან პერიოდს, ეს ეხება საშუალოდ ორწლიან პერიოდს, როდესაც ვაფიქსირებთ ახალი “კორონავირუსის” არსებობას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩვენ უნდა…

მეტი...

“ბოჭორიშვილის კლინიკაში 42 კოვიდინფიცირებულია, აქედან ოთხის მდგომარეობა საყურადღებოა” – მაკა სოლოღაშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აქედან კოვიდინფიცირებულია 42 პირი. „42 ინფიცირებულიდან ათი ბავშვია. ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში. გამოჯანმრთელება გვაქვს სამი პაციენტის. ორი დადასტურებული პაციენტის გადმოყვანა მოხდა ჩვენს კლინიკაში. ორი გადმოყვანილი პაციენტიდან ერთი ბოლნისიდანაა და მეორე ძველო შემთხვევაა. ამ პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ მდგომარეობას გართულების რისკები ნაკლებად ემუქრება, თუმცა მათ ჯერ მაინც სჭირდებათ რეანიმაციაში მკურნალობა. ეს პაციენტები არ არიან აპარატდამოკიდებულები“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.

მეტი...

პოლიციამ გორში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული ტ.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ტ.ტ.-მ მეუღლეს – 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას…

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „19 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 41 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 26 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 34 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 24-ით გაიზარდა და 456 შეადგინა. ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 234 მოქალაქე. საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდა სულ 40 711 პირს.

მეტი...

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს

ევროპარლამენტი დღეს, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, ანგარიშის განხილვის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. განხილვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება. დოკუმენტში, ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. „ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს დამოუკიდებელი სასამართოს უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლოს, რისი ვალდებულებაც…

მეტი...

რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსი 5 ფეხბურთელს დაუდასტურდა

 რუსეთის პრემიერლიგაში კორონავირუსი უკვე ხუთ ფეხბურთელს დაუდასტურდა. ერთი მათგანი ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე, ქართველების (ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია) თანაგუნდელი კონსტანტინ პლიევია. „რუბინის“ მცველის შესახებ ინფორმაცია ყაზანური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამჟამად, 23 წლის ფეხბურთელი კარგად გრძნობს თავს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვლადიკავკაზშია. განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა მოსკოვის „დინამოშია“ – რუსული პოლიციის გუნდში კორონავირუსი სამ მოთამაშეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა. თუმცა, ინფიცირებული ფეხბურთელების სახელები არ გაამხილა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, კოროვირუსის პანდემიის გამო სეზონი მარტში შეწყდა. 15 მაისს, რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო…

მეტი...