„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა

კომპანია „ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომლებიც მასალებს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად აქვეყნებდნენ. კერძოდ, როგორც სოციალური ქსელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, წაშლილია რუსეთთან დაკავშირებული 46 ფეისბუქგვერდი, 91 ანგარიში და ორი ჯგუფი, ასევე „ინსტაგრამის“ ერთი ანგარიში. „ფეისბუქის“ განცხადებით, აღნიშნული გვერდების ქსელი ინფორმაციას ავრცელებდა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, უნგრულ, სერბულ, ქართულ, ინდონეზიურ და სპარსულ ენებზე და ფოკუსირებული იყო მსოფლიოს ბევრ რეგიონზე. „ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობა დაუკავშირდა პირებს რუსეთში, უკრაინის დონბასის რეგიონში და ასევე, ორ მედიაორგანიზაციას ყირიმში – NewsFront-სა და SouthFront-ს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. სოციალურმა ქსელმა აპრილში სულ „ფეისბუქის“ 732 ანგარიში, „ინსტაგრამის“…

მეტი...

“ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტთან მიღწეულია დადებითი შედეგი” – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 61 პაციენტი იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ოთხი პაციენტი. „ორი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ორი არის სპონტანურ სუნთქვაზე. ორივე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც იმყოფება მართვით სპონტანურ სუნთქვაზე, არის დადებითი დინამიკით, როგორც კლინიკურ-ლაბორატორიული, ასევე ობიექტური მონაცემებით. ერთი მათგანი არის ბატონი 47 წლის. ეს პაციენტი კლინიკაში 14 დღის წინ მოთავსდა, მისი მდგომარეობის დამძიმება განპირობებული იყო კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონიით, ანამნეზში არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტთან მიღწეულია დადებითი შედეგი, სუნთქვის უკმარისობის ხარისხი შემცირებულია. რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც არის 80…

მეტი...

“ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე მგონი ყველაფერი გარკვეულია” – მეუფე ანდრია

გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა დღეს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა აღავლინა. ტაძარში მოსასვლელი გზა დილიდან ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა. ეკლესიაში მისვლა მომლოცველებს მხოლოდ ფეხით შეუძლიათ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გათვალისწინებული წესების დაცვას ადგილზე საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ. მეუფე ანდრიამ მრევლს გიორგობა მიულოცა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობაზე ისაუბრა. „ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე მგონი ყველაფერი გარკვეულია. ვწუხვარ იმაზე, რომ ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობასა და მოწოდებას. მე ასე ვაფასებ ამას. სამწუხაროდ, ამას ვხედავდით ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგადად, თანამდებობის პირებისგანაც, რაც მაკვირვებს, რადგან ამ ადამიანების ამომრჩევლები არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ, მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს“,…

მეტი...

თბილისში ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები 300 ლარიანი დახმარების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, „თბილისის ტაქსის“ მფლობელები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა. მათ შორის არიან ტაქსის მძღოლები. „თბილისის ტაქსის“ მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეეხება. ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მათ დეტალურად…

მეტი...

მიკროავტობუსის მძღოლები, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულ ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ. „არსებული ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ასევე ამ პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსების მძღოლები,“ – აღნიშნა კახა კალაძემ. მან მიკროავტობუსების მძღოლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მოადგილეებს სატელეფონო შეტყობინების სახით მძღოლების ინფორმირება დაავალა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიკროავტობუსის მძღოლებს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მათ მონაწილეობა…

მეტი...

თბილისის მერია იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. კორტების ყოფილ ტერიტორიას სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით გაყიდის

თბილისის მერია იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. კორტების ყოფილ ტერიტორიას, რომელიც მუნიციპალიტეტმა ინვესტორისგან ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა, სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით გაყიდის. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, იპოდრომის მიმდებარედ არსებული, ე.წ. კორტების ყოფილი ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს  გასხვისებული იყო იმ მიზნით, რომ ადგილზე საცხოვრებელი და სასტუმრო შენობა-ნაგებობები აეშენებინათ. „ჩვენ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, რათა დაგვებრუნებინა ე ს კონკრეტული ფართი. ინვესტორთან გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და დღეს ყოფილი კორტების  ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მოსახლეობაც ძალიან შეწუხებული იყო ფაქტით, რომ იქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი ფართები და სასტუმრო.  დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს…

მეტი...

“რაც შეეხება მედიკამენტებს, არ ვსაუბრობ, მკურნალობას ქუჩიდან არ ვაწარმოებთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწყებულ მედიკამენტების კვლევის პროცესში საქართველოც ჩაერთვება. „კონსულტაციები უკვე დაწყებულია, შეჯერებულია და ამ სოლიდარულ კვლევაში ჩაერთვება საქართველო. როცა ჩაერთვება, შედეგები გექნებათ. აქ ყველაფერი გაწერილია. რაც შეეხება მედიკამენტებს, არ ვსაუბრობ. ეს არ არის ასე სალაპარაკო თემა, ეს ცოტა სათუთი თემაა. მკურნალობას ქუჩიდან არ ვაწარმოებთ. ამ მედიკამენტების ეფექტურობაზე ჯერ არ არის ასეთი დარწმუნებითი კვლევები, გრძელდება. რადგან კვლევა გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ დადასტურებული ეფექტები ჯერ არც ერთი პრეპარატის მიმართ არ არის, თუმცა გამოიყენება თქვენს მიერ დასახელებული პრეპარატები. მათი გამოყენება გრძელდება, ჩატარებული ერთი…

მეტი...

როგორია პაციენტების მდგომარეობა რეგიონებში – დასავლეთ საქართველოს კოვიდ ცენტრებში ანალიზების პასუხებს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს, სამი კი გასაწერად ემზადება. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათ უკვე აუღეს განმეორებითი საკონტროლო ტესტი და თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ცხრა პაციენტია დარჩენილი. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა მათ კლინიკაში ახალი პაციენტი არ შესულა. როგორც კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, კლინიკას არ ჰყავს არც კოვიდინფიცირებული პაციენტები. „საჩხერის საკარანტინო სივრცეში არცერთი პირი აღარ არის. რამდენიმე დღეა საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, კლინიკას არც კოვიდინფიცირებული პაციენტები ჰყავს“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ. სტაციონარის მედპერსონალმა…

მეტი...

თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში​ წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისვლა მომლოცველებს ფეხით შეეძლებათ

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლებამ იმერეთში, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისასვლელი გზები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩაკეტა. საუბარია გოგნის სალოცავსა და სამტრედიაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ადგილზე მოწყობილია საკონტროლო პუნქტები და სამართალდამცველები ავტომობილებს არ ატარებენ. მომლოცველებს ტაძრამდე მისვლა ფეხით შეუძლიათ. „გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა, თუმცა ხალხის ნაკადი არ შეინიშნება და მხოლოდ ერთეული მოქალაქეები არიან ტაძარში ფეხით ასული“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მეტი...

„6 ახალი პაციენტიდან ყველას წყარო დადგენილია“ – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისი, ორი კი ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება. „გუშინ დილით ამ დროისთვის გვყავდა 604 დაგვემატა 6 შემთხვევა და გახდა 610 , გამოჯანმრთელებული გვყავს 269 პაციენტი, თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ გამოდის, რომ დღეს საქართველოში მკურნალობს, 332 პაციენტი, ამ პაციენტებიდან ორი ბოლნისისაა, ორი ზუგდიდის და ორი მათი კონტაქტი, ასე, რომ ყველას წყარო ცნობილია“ – აღნიშნა ეზუგბაიამ. ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათ კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება. „მძიმე პაციენტებიდან ჩვენ გვრჩება ერთი კრიტიკული მძიმე პაციენტი, ხანდაზმული, რომელსაც აქვს სხვა დაავადებებიც, პროგნოზი ჯერ –…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 600 000-ს გადაცდა

მსოფლიო მასშტაბით დღემდე კორონავირუსი 3 600 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაღუპულების რაოდენობა 257 000-ს გადაცდა. „კოვიდ-19“-ს დღემდე უკვე 257 277 ადამიანი ემსხვერპლა. იზრდება ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ისგან მსოფლიოში 1 199 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5083, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი.

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 610 – მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი. ინფორმაციისთვის, 610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს განმეორებითი კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, განმეორებითმა ტესტმა აჩვენა, რომ ექიმს კორონავირუსი არ აქვს. „გუშინ განმეორებითი ტესტის პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მოვიდა უარყოფითი. ამის შესახებ დეტალურ განმარტებებს და ოფიციალურ განცხადებას 11:30 საათზე გავაკეთებთ“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მეტი...

“ბოლო ჟამი სხვანაირად კი არ იქნება? ასე იქნება და ბევრი შეეშინდება, მაგრამ ყველამ გმირობა გამოიჩინა” – მეუფე იაკობი

მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. მეუფე იაკობმა მრევლს მადლობა გადაუხადა. „მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი მადლობა იმ თავდადებისთვის, რაც გამოიჩინეთ. სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ხომ ყველაფერი? პატრიარქი გვაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა და ყველა რა, იმიტომ რომ ისეთი ერთსულოვნება ჰქონდა, გაგიკვირდებათ. კიდევაც ვუთხარი და სხვებმაც აღიარეს. ერთმანეთს კიდევაც განვიკითხავთ – ადამიანები ვართ,…

მეტი...

6 მაისი გიორგობაა

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.  კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.…

მეტი...